ინგრედიენტები :
1-2 ცოცხალი კიტრი
100 გრ.კრაბის ჩხირები
4 კვერცხი
1 ჭიქა ბრინჯი
მაიონეზი
1 ქილა კონსერვირებული სიმინდი
თითო-თითო კონა მწვანე ხახვი და კამა
მარილი და წიწაკა გემვნებით
მომზადების წესები :
ბრინჯი და კვერცხი მოვხარშოთ.
სიმინდის მარცვლები დავწრიტოთ.
კვერცხი, ცოცხალი კიტრი, კრაბის ჩხირები,მწვანილი დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ სიმინდის მარცვლები, მოხარშული ბრინჯი, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი , წიწაკა და კარგად ამოვურიოთ. სალათი მზადაა, მივირთვად გემრიელად!