კარტოფილის რიოშტები – შვეიცარული სამზარეულო

ინგრედიენტები :

500 გრ.კარტოფილი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ხაჭო

40 მლ.რძე

400 გრ.თევზის ფილე

2-3 ტოტი მწვანე ხახვი

1 ლიმონი

40 მლ.ზეთი

10 გრ.მარილი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

თევზის ფილე ოთხკუთხედებად დავჭრათ და ზეთში შევწვათ.

კარტოფილი გავრეცხოთ ,გავთალოთ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.,მოვასხათ ლიმონის წვენი,რომ არ გამუქდეს,მოვაყაროთ ნახ.ჩ.კოვზი მარილი.გახეხილი კარტოფილი მარლაში გავწუროთ,ზედმეტი სითხის მოსაშორებლად.

ავიღოთ მეორე ტაფა,გავადნოთ კარაქი.

გაწურულ კარტოფილს შევურიოთ გამდნარი კარაქი და შავი დაფქული წიწაკა.

კარაქიან ტაფაზე დავახათ ზეთი და დავდოთ 2 ს.კოვზი კარტოფილი.კოვზით გავაბრტყელოთ თხლად და გამოვაცხოთ კარტოფილის ბლინჩიკები.კარტოფილის ბლინჩიკები შევწვათ ორივე მხრიდან 3-3 წუთი.

მოვამაზდოთ გულსართი:მწვანე ხახვი დავჭრათ,ხაჭოს შევურიოთ რძე და მსუბუქად  კოვზით გავსრისოთ,დავუმატოთ ნახ.ჩ.კოვზი მარილი და შემწვარი თევზი.

კარტოფილის ბლინის ნახევარზე მოვათავსოთ 1 ს.კოვზი გულსართი,მეორე ნახევარი გადმოვკეცოთ,შევახვიოთ სალათის ფურცლებში და მივირთვათ გემრიელად.

 

 

 

 

თევზის საცივი

ინგრედიენეტები :

500 გრ.თევზი

1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი

3-4 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

2 დაფნის ფოთოლი

8 მარცვალი ბაჰარი

მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით

1 ჩ.კოვზი ქინძის თესლი

მარილი,წიწაკა,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი გემოვნებით

მომზადების წესები :

თევზი დავჭრათ ნაჭრებად. ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი,ჩავდოთ დაფნის ფოთლები,ჩავყაროთ ბაჰარი და მოვხარშოთ.

ნახარშს ცხიმი მოვხადოთ.

მოხარშული თევზი დავაწყოთ ღრმა თეფშზე.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მოხდილ ცხიმში.

ძმარი გადავადუღოთ და გავაციოთ.ამ მეთოდის გამოყენებით საცივი  არ გამუქდება.

ნიგოზი გავატაროთ ნიორთან და წიწაკასთან ერთად.დავუმატოთ მარილი,,ყვითელი ყვავილი და გამოვხადოთ ზეთი . მასას დავუმატოთ  მოშუშული ხახვი, ხმელი ქინძის მარცვლები,დავასხათ ბულიონი და ვხარშოთ 10 წუთი.

მიღებულ კერძს დავუმატოთ მიხაკი,დარიჩინი,ძმარი,შავი დაფქული წიწაკა,ხმელი სუნელები, თუ სურვილი გვაქვს და კიდევ ვხარშოთ 10 წუთი.საცივის წვენი  გავატაროთ მარლაში.ცხელი საცივი დავასხათ თევზს.

სულ ესაა,გემრიელად მიირთვით !

თევზის საცივი -გურული სამზარეულო.მეორე ვერსია .

 

ნიგვზით ფარშირებული კალმახი ქართულად

ინგრედიენტები:

კალმახი

2-3 კბილი ნიორი

1/2 მწვანე მწარე წიწაკა

ზეითუნის ზეთი

მწვანილი

მარილი

ლიმონი

ბროწეულის მარცვლები

 

პასტისათვის:

ნიგოზი

2 კბილი ნიორი

ხმელი სუნელი

წყალი

მომზადების წესები:

მოვამზადოთ ნიგვზის პასტა:ნიგოზი , ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში.ნარევს  შევურიოთ ხმელი სუნელი,წყალი დავუმატოთ და მივცეთ პასტის კონსისტენცია.

კალმახი გავასუფთავოთ,გამოვშიგნოთ,გავრეცხოთ,გავამშრალოთ.კალმახს შიგნითა ზედაპირზე  მოვაყარო მარილი და წავუსვათ ნიგვზის პასტა.

თევზის მუცელი   ამოვავსოთ ქინძის ტოტებით,ნივრითა და წიწაკით, ბროწეულის მარცვლები მოვაყაროთ, მოვასხათ ლიმონის წვენი.

ზემოდან თევზი  დავსეროთ ,მოვაპკუროთ ლიმონის წვენი,მოვასხათ ზეითუნის ზეთი .

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ზეთი.

გადავიტანოთ კალმახი ღუმელის ტაფაზე,შევწვათ 15 წუთი 200 გრადუსზე.

შემწვარ თევზს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

 

  

 

 

 

წყარო :იუთუბი,ავტორი შეფ-მზარეული რევაზ თეიმურაზოვი.http://www.aif.ru/food/master/chesnok.

 

თევზის სალათი რაფაელო

ინგრედიენტები :

4 მოხარშული კვერცხი(დიდი ზომის)

4 კბილი ნიორი

200 გრ.მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი

400 გრ.მოხარშული წითელი თევზი

1 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი ან ნუში

4 სუფრის კოვზი მაიონეზი

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები ;

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და ბურთულები გავაკეთოთ.

თეფშზე დავაფინოთ სალათის ფურცლები და ბურთულები  დავალაგოთ

 

 

 

თევზი ქინძმარში – ქართული ტრადიციული კერძი

ინგრედიენტები:

500 გრ.ლოქო ან თეთრი ორაგული

დაფნის ფოთოლი

20 გრ.კამა

2-3 ცალი ბაჰარი

1 კბილი ნიორი

100 მლ ძმარი

წყალი

მარილი

მომზადების წესები :

ღრმა ტაფაში გავაცხელოთ წყალი . შიგნით მოვათავსოთ დაფნის ფოთოლი,მარილი, კამა.

თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.ლოქო  ტაფაში ჩავაწყოთ მოსახარშად.

სოუსისათვის წვრილად დავჭრათ ქინძი,ნიორი . მარილი,წიწაკა მოვაყაროთ. სოუსს დავასხათ ძმარი და მოურიოთ.

თევზი გადმოვიტანოთ ფორმაში. თევზის ნახარში გავატაროთ საცერში და სოუსს შევურიოთ.

ლოქოს დავასხათ მომზადებული ქინძმარი,3-4 საათი გავაჩეროთ და შემდეგ მივირთვათ.

 

 

 

 

თევზი ბაჟეში

ინგრედიენტები:

1 კგ თევზი(ორაგული,სკუმბრია,კამბალა)

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 კონა ქინძი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

ნახ ბროწეულის მარცვლები

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

წყალი  იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

მომზადების წესები :

გასუფთავებულ თევზი ნაჭრებად  შევწვათ და ზედმეტი ცხიმი ხელსახოცით მოვაშოროთ.

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ ემალის ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ღონივრად ვზილოთ,თასის ფსკერზე კი დაახლოებით 20 წუთი ხელისგულით ვსრისოთ.საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს სოუსს  ამზადებს ცხელი წყლით .

შემწვარი თევზს  მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.

კუბდარი -სვანური სამზარეულო

ინგრედიენტები:

1 კგ პურის ფქვილი

1 ჩ.კოვზი საფუარი

500 მლ რძე ან წყალი

1 კვერცხი

1ჩ,კ მარილი

1ჩ.კ. შაქარი

50 მლ. მცენარეული ზეთი

900 გრ.ცხიმიანი ღორის ხორცი

300 გრ.საქონლის ხორცი

2-3 თავი ხახვი

4-5 კბილი ნიორი

1/2 ჩ.კ  ხმელი ქინძი

1/2 ჩ.კ უცხო სუნელი

1/4 ჩ.კ.ძირა

1/4 ჩ.კ  კვლიავი

1/2 ჩ.კ.დაფქული წითელი წიწაკა

მარილი,აჯიკა გემოვნებით

100 მლ ზეთი ზემოდან წასასმელად

 

მომზადების წესები:

ხორცი დავჭრათ ძალიან პატარა ზომის ნაჭრებად,ჩავყაროთ თასში,შევკაზმოთ.

თასს თავზე დავახუროთ,შევდოთ მაცივარში და ხორცი დავამარინადოთ.

რძე,საფუარი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება.შიგნით ჩავყაროთ მარილი,ჩავასხათ საფუარიანი მასა,ჩავაგდოთ კვერცხი და მოვზილოთ ერთგვაროვანი მასა.

თასს თავზე დავახუროთ და ცომი გავაჩეროთ ასაფუებლად.

აფუებული ცომი 2-ჯერ გადავზილოთ 15 წუთის შუალედით ზეთიანი ხელებით.

ცომი დავყოთ 300 გრამიან გუნდებად,გავაბრტყელოთ მრგვლად,შუაგულში მოვათავსოთ ფარში,მოვუკრათ პირი და გავაბრტყელოთ ხაჭაპურივით.

გაბრტყელებული კუბდარი 220 გრადუსზე გამოვაცხოთ ღუმელში.

გამოცხობის შემდეგ ზემოდან წაუსვათ ზეთი.

 

რჩევა:

შესაძლებელია ,ავიღოთ 900 გრ საქონლის ხორცი და 300 გრ .საქონლის გულ-ღვიძლი.

კუბდარის შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე კალმახი ან ნებისმიერი თევზი.

1 კგ. თევზის ფილე დავჭრათ კუბებად,შევურიოთ 2-3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი,1 კონა ქინძი,მოვასხათ ზეთი , შევკაზმოთ აჯიკით  და მარილით.

 

 

 

 

 

კალმახი ბროწეულის სოუსში

ინგრედიენტები:

3-4 ცალი კალმახი

200 გრ.ფქვილი

500 მლ ზეთი

30 გრ.კამა

სოუსისათვის:

2 კგ ბროწეული

100 გრ.ხახვი

500 მლ წითელი,მშრალი ღვინო

3 ლიმონი

20 გრ.სახამებელი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

კალმახი გამოვშიგნოთ,გამოვაცალოთ ფხები,ხერხემალი,გავრეცხოთ.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შიგ ამოვგანგლოთ კალმახი ორივე მხრიდან

და შევწვათ გაცხელებულ ზეთში.

 

ბროწეულის სოუსის მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,დავუმატოთ ბროწეულის წვენი და წამოვადუღოთ.

წვენს დავუმატოთ ღვინო,ლიმონის წვენი და შევასქელოთ  წყალში გახსნილი სახამებლით.

სოუსი შევკაზმოთ წიწაკითა და მარილით.

შემწვარ კალმახს მოვასხათ ბროწეულის წვენი და მოვრთოთ ოხრახურშის ფოთლებით,ლიმონის ნაჭრებით.

ბროწეულის სოუსი მე-2 ვერსია:

300 მლ.ბროწეულის წვენი

100 გრ.ბროწეულის მარცვლები

1  თავი  ბოლოკი ( დაახლოებით 30 გრ.)

მარილი გემოვნებით

ბროწეულის წვენი და ბოლოკი ავადუღოთ,წვენი გავატაროთ საცერში,შემდეგ ჩავყაროთ ბროწეულის მარცვლები,მივიყვანოთ ადუღებამდე,დავამარილოთ და ცხელშივე ჩავაგდოთ 1 პატარა  ნაჭერი კარაქი,დაახლოებით 10-15 გრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თევზი მაიონეზის სოუსში -თანამედროვე ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები:

3-4 ცალი კალმახი ან 1 კგ სკუმბრია,თევზის ფილე

200 გრ.ფქვილი

500 მლ ზეთი

 

სოუსისათვის:

400 მლ.მაიონეზი

3-4 კბილი დანაყილი ნიორი

წყალი სოუსის გასათხელებლად

30 გრ. კამა

ნახ.ჩ.კოვზი უცხო სუნელი

ნახ.ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

კალმახი გამოვშიგნოთ,გამოვაცალოთ ფხები,ხერხემალი,გავრეცხოთ.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შიგ ამოვგანგლოთ კალმახი ორივე მხრიდან

და შევწვათ გაცხელებულ ზეთში.

თუ სკუმბრია გვაქვს,მაშინ თევზი გამოვშიგნოთ,გავასუფთაოდ ფხებისგან,გავრეცხოთ,დავჭრათ ნაწილებად.

თევზი შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და ზეთში შევწვათ იგივე  წესით ,როგორც კალმახი.

მაიონეზის სოუსის მომზადება:

მაიონეზი გავათხელოთ ანადუღარი გრილი წყლით და ავთქვიფოთ.

დავუმატოთ მარილი,წიწაკა,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,დაჭყლეტილი ნიორი,წვრილად დაჭრილი კამა .

შემწვარ თევზს  მოვასხათ მაიონეზის სოუსი  და მოვრთოთ ოხრახურშის ფოთლებით,ლიმონის ნაჭრებით.

ზუთხის მარინადი და მწვადი

ინგრედიენტები:

1 კგ ზუთხი

1 თავი ხახვი

5 გრ.პილპილის მარცვლები

2 ცალი დაფნის ფოთოლი

1 ს.კ. ძმარი

ინგრედიენტები მარინადისათვის:

4 ცალი პატარა  ბულგარული წითელი წიწაკა

ან 2 ცალი პატარა ბულგარული მწვანე წიწაკა და 2 ცალი

პატარა წითელი ბულგაული წიწაკა.

20 გრ.ნიორი

30 გრ.ქინძი

200 მლ.ძმარი

 

მომზადების წესები:

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

ზუთხი გავრეცხოთ,დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,დავუმატოთ ძმარი,მარილი გემოვნებით,პილპილის  მარცვლები,დაფნის ფოთლები,1 თავი ხახვი და მოვხარშოთ ზუთხი.თევზს წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს.

თევზს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გამოვაცალოთ ძვლები,დავჭრათ ხრტილებიანად,სასურველი ზომის ნაჭრებად.

ცალკე თასში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,დავუმატოთ დანაყილი ნიორი,წვრილად დაჭრილი ქინძი,ძმარი,წიწაკა და მარილი.

ზუთხის ნაჭრებს მოვაყაროთ  ძმრიანი მასა,ავურიოთ და სუფრაზე მივიტანოთ თასით.გავაფორმოთ ლიმონითა და ბულგარული წიწაკით.

ზუთხის მწვადი:

1-1,5 კგ.ზუთხი დავჭრათ 6-6 სმ-ის სიგრძისა და სიგანის ნაჭრებად.

2  თავი ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად,მოვჭყლიტოთ ხელით,რომ წვენი გამოუშვას.

6 მარცვალი თეთრი წიწაკა დავფქვათ.

ზუთხის ნაჭრებს მოვასხათ 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი,1/2 ლიმონის წვენი,მოვაყაროთ მარილი გემოვნებით,თეთრი  წიწაკა.

დაჭრილი ზუთხის ნაჭრებს დავასხათ ღვინო და მოვაყაროთ ხახვი.ზუთხი დავამარინადოთ თავდახურულ ჭურჭელში  2 საათი.

თევზის ნაჭრები წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ.