თევზის ოლადები

ინგრედიენტები :

250 გრ. თევზის ფილე

100 მლ.მაწონი ან კეფირი

100 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

3 ღერი   მწვანე ხეხვი

1 ჩაის კოვზი მარილი

1 /2 ჩაის კოვზი სოდა

70 მლ.ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

თევზის ფილე აუცილებლად უნდა დავკეპოთ.

კვერცხი  ავთქვიფოთ,დავასხათ ოთახის ტემპერატურის ( ეს აუცილებელია) მაწონი,დავუმატოთ ფქვილი,სოდა,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.ავთქვიფოთ კარგად,რომ არ დაგვრჩეს კოშტები.

ცომს დავუმატოთ დაკეპილი თევზის ფილე და დაჭრილი მწვანე ხახვი.

ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი,სუფრის კოვზით დავსვათ თევზის ოლადები და შევწათ ტაფაზე ორივე მხრიდან.

 

სალათი ნისუაზი -უგემრიელესი ფრანგული თინუსის სალათი

ინგრედიენტები :

300  გრ.დაკონსერვირებული თინუსი( ტუნეცი)

10 ცალი ახალი კარტოფილი

20 ცალი კაპერსი

4 ცალი ანჩოუსი

250 გრ.მწვანე ლობიო

4 კვერცხი

50 გრ.კურკაგამოცლილი ზეთისხილი

150 გრ.პამიდორი ჩერი

სალათიდ ფურცლები

3 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

2 ჩ.კოვზი მდოგვი

1 ს კოვზი ლიმონი

2 კბილი ნიორი

ზღვის მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კაპერსი დავნაყოთ ,შევურიოთ მდოგვში და სანაყი ქვის გამოყენებით მასში ავსრისოთ ანჩოუსი.სანაყში  ჩავდოთ ორი  კბილი ნიორი,მოვაყაროთ მარილი, ჩავასხათ ერთი სუფრის კოვზი ძმარი,ერთი სუფრის კოვზი ზეთი ,ქვის დახმარებით კარგად შევურიოთ და ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი ოხრახურში.მივიღებთ სქელ სოუსს.

ახალი კარტოფილი,მწვანე ლობიო  მოვხარშოთ ,მოვასხათ ზეითუნის ზეთი,მოვაყაროთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

პამიდორი ჩერი გავჭრათ შუაზე.

კვერცხი მოვხარშოთ თოხლოდ და გავჭრათ შუაზე.

ავაწყოთ სალათი. თეფშზე მოვასხათ სოუსი,დავაწყოთ სალათის  ფურცლები , ახალი კარტოფილი,პარკი ლობიო,დაკონსერვებული თინ უსი,პომიდორი ჩერი,მოვაყაროთ ზეთისხილი,მოვასხათ სოუსი.

 

 

 

ახალი კარტოფილის,პარკი ლობიოს სალათი – გარნირი თევზეულისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ. ახალი კარტოფილი

500 გრ.  მწვანე ლობიო ( შეიძლება ფრანგული ლობიოს  კონსერვიც)

200 გრ.ღანძილი ან ახალი ნიორი

1 ლაიმი

კამა ,პიტნა, ტარხუნა,შაშკვლავი თითო – თითო კონა

ზღვის მარილი  გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ახალი კარტოფილი მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში,გავაგრილოთ და ცოტა დიდი ზომის კარტოფილები დავჭრათ.

მარილწყალში მოვწალოთ მწვანე ლობიო .

ზეთში მოვბრაწოთ ღანძილი .

ზეთში მოვბრაწოთ კარტოფილები. შემდეგ იგივე ტაფაზე მოვბრაწოთ მწვანე ლობიო. თუ ღანაძილი არ გვაქვს ,ლობიოსთან ერთად მოვბრაწოთ ახალი ნიორი.

ახალ კარტოფილს,ლობიოს,ღანძილს მოვაყაროთ ზღვის მარილი,ლაიმის ცედრა,დაჭრილი კამა,გადავურიოთ და 2 წუთი შევდოთ გახურებულ ღუმელში. სალათს მოვაყაროთ დაჭრილი პიტნა,ტარხუნა,დავაწყოთ ზემოდან შემწვარი თევზი და გავიტანოთ საფრაზე.

მწვანე ლობიოს დიეტური სალათი

მწვანე ლობიო დიეტური კერძების მოსამზადებლად  მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის არ შეიცავს იმდენი რაოდენობის  ცილებს, როგორც სხვა სახეობის ლობიო, მაგრამ იგი  დაბალკალორიულია და მდიდარია ვიტამინებით.

ინგრედიენტები :

400 გრ.მწვანე ლობიო ან დაკონსერვებული ფრანგული ლობიო

4 კვერცხი

1 კბილი ნიორი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები ;

მწვანე ლობიო გავრეცხოთ, დავჭრათ,მოვხარშოთ  ადუღებულ მარილწყალში 5 წუთი,გადავავლოთ ცივი წყალი( ფერის შესანარჩუნებლად).ლობიო დავწრიტოთ.მოხარშული ლობიო ოდნავ შეგვიძლია მოვბრაწოთ ზეთში.

მოხარშული კვერცხი დავჭრათ წვრილად.

ნიორი დავჭყლიტოთ.

მწვანე ლობიოს მოვაყაროთ დაჭრილი კვერცხი,დაჭყლეტილი ნიორი,მარილი,მსუბუქად ამოვურიოთ.

მეორე ვარიაცია :

1 კგ  მწვანე ლობიო  ან დაკონსერვებული ფრანგული ლობიო

24 კბილი ნიორი

პიტნა,მარილი გემოვნებით

2 ს.კოვზი ბალზამიკო

100 გრ.ობის ყველი

ლიმონი

50 გრ.ნიგოზი

ზეთი

მომზადების წესები :

მოწალული  პარკი  ლობიო   მოვბრაწოთ ზეთში,ორი  წუთის შემდეგ მოვაყაროთ  ნივრის დაჭრილი კბილები,მარილი წიწაკა და მოვასხათ ლიმონის წვენი.

ლობიო გადმოვიტანოთ თასში და ცხელსვე მოვაყაროთ დაჭრილი პიტნა,დატეხილი ნიგოზი ,ობის ყველი .

სალათი გადავიტანოთ თეფშზე და მოვასხათ ბალზამიკო.

მწვანე ლობიოს არა დიეტური  სალათი – გარნირი თევზეულისათვის

1 კგ პარკი ლობიო.

6 კბილი ნიორი

100 გრ.კარაქი

4 მოხარშული კვერცხი

ნახევარი ფორთოხალი

მომზადების წესები :

მწვანე ლობიო გავრეცხოთ, დავჭრათ,მოვხარშოთ  ადუღებულ მარილწყალში 5 წუთი,გადავავლოთ ცივი წყალი( ფერის შესანარჩუნებლად).ლობიო დავწრიტოთ.

კარაქში მოვშუშოთ ნიორი,შემდეგ დავაყაროთ ლობიო და ერთად მოვბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი ,პაპრიკა და  დაჭრილი,კანგაცლილი  ფორთოხლის ლებნები.

მოხარშული კვერცხი შუაზე გავჭრათ.

სალათი თეფშზე გადმოვიტანოთ და მოვაწყოთ მოხარშული კვერცხი.

 

 

 

როგორ გამოვაცხოთ ახალი კარტოფილი ღუმელში – გარნირი თევზეულისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ ახალი კარტოფილი

ნახევარი ჩაის კოვზი პაპრიკა

ნახევარი ჩაის კოვზი შავი დაფქული წიწაკა

4 ს.კოვზი ზეთი

2 კბილი ნიორი

1 პატარა წითელი ხახვი

მარილი გემოვნებით

მწვანილი( ქინძი,კამა) გემოვნებით

მომზადების წესები :

ახალი კარტოფილი ქერქიანად გავრეცხოთ,ქაღალდის ხელსახოცით შევამშრალოთ და ხის ჩხირით დავჩხვლიტოთ.

მარინადი: 2 სკოვზ ზეთს  შევურიოთ პაპრიკა და შავი დაფქული წიწაკა, 1 კბილი გახეხილი ნიორი,მარილი.

კარტოფილი გადავიატნოთ ცელოფანში,მოვასხათ მარინადი, ავურიოთ მოვუკრათ თავი და გავაჩეროთ 15 წუთი.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,ერთ ფენად დავალაგოთ კარტოფილები,შევდოთ 190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი ( ზედა-ქვედა) წვა,შემდეგ ჩავრთოთ კონვერსია და კატოფილები გამოვაცხოთ დაახლოებით 10 წუთი 200 გრადუსზე.

სანამ  ახალი კარტოფილი ღუმელში  ცხვება 2 სუფრის კოვზ ზეთს  შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,1 კბილი გახეხილი ნიორი ,მწვანილი და შემწვარ ახალ კარტოფილს მოვაყაროთ .

ახალი კარტოფილი ღუმელში ერთი წუთი გავაჩეროთ.ამ სახით მომზადებული ახალი კარტოფილი შეგვიძლია ცალკე კერძად მივირთვათ  ან  ღუმელში გამომცხვარ თევზთან გამოვიყენოთ გარნირის სახით.

 

ღუმელში გამომცხვარი თევზი ახალი კარტოფილის გარნირით

ინგრედიენტები :

4-5 თევზი( სკუმბია,კალმახი,დორადო,კობრი,კეფალი)

1 ლიმონი

კამა

ზეითუნის  ან სეზამის ზეთი

პაპრიკა

მარილი

 

მომზადების წესები :

მწვანილები დავჭრათ,მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ცოტა ზეთი.

ლიმონი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

გარეცხილი,გასუფთავებული თევზი შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

თევზს გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი.

თევზს შუაში ჩავუდოთ ლიმონის 3 -4 ნაჭერი,დაჭრილი კამა, მოვასხათ ზეთი,შევახვიოთ პერგამენტში.

თევზი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

თევზი შეგვიძლია ამოვავსოთ ნებისმიერი ,ჩვენთვის სასურველი გულსართით.მაგ: დაჭრილი პამიდორი,მწვანე ხახვი,ქინძი,ოხრახურში,პიტნა,ლუკოლა,მწვანე ნიორი.

ახალი კარტოფილის გარნირი

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

1 ს.კოვზი მარილი (1 ლიტრა  მარილწყალის მოსამზადებლად)

1 პატარა კონა კამა

2-3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი,ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი,ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი.მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით,მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

ცხელს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

 

ქინძმარი ნიგვზით

ინგრედიენტები:

1 კგ..ლოქო ან ორაგული

დაფნის ფოთოლი

20 გრ.კამა

2-3 ცალი ბაჰარი

1 კბილი ნიორი, თუ სურვილი გვაქვს.

100 მლ ძმარი

2 კონა,დაახლოებით 300 გრ.ქინძი

50-100 გრ.ნიგოზი

800 მლ -1 ლიტრა წყალი

მარილი

მომზადების წესები :

ღრმა ტაფაში გავაცხელოთ წყალი . შიგნით მოვათავსოთ დაფნის ფოთოლი,მარილი, კამა.

თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ლოქო  ტაფაში ჩავაწყოთ მოსახარშად.

ნიგოზი,ქინძი და ნიორი ერთად გავატაროთ. ნიორი შეგვიძლია კერძს არ დავუმატოთ.

სოუსისათვის გატრებული ქინძი,ნიორი . მარილი,წიწაკა მოვაყაროთ. სოუსს დავასხათ ძმარი და მოვურიოთ.

თევზი გადმოვიტანოთ ფორმაში. თევზის ნახარში გავატაროთ საცერში და სოუსს შევურიოთ.

ლოქოს დავასხათ მომზადებული ქინძმარი,3-4 საათი გავაჩეროთ და შემდეგ მივირთვათ.

 

თევზის კატლეტები ყაბაყით

ინგრედიენტები :

1 კგ.თევზის ფილე

1 ყაბაყი

1 კვერცხი

1 ხახვი

2.კბილი ნიორი

4 ს.კოვზი მანანის ბურღული

მარილი,წიწაკა

ზეთი

საფანელი

 

მომზადების წესები :

ყაბაყი გავხეხოთ, გამოშვებული წვენი გადავღვაროთ.

თევზის ფილეს ფარშს შევურიოთ მანანის ბურღული,ყაბაყი,კვერცხი,მარილი,წიწაკა,წვრილა დაჭრილი ხახვი,დაჭყლეტილი ნიორი,მარილი,პილპილი.გავაჩეროთ 10-15 წუთი,რომ მანანის ბურღული გაჯირჯვდეს.

დავამზადოთ სველი ხელით კატლეტები,ამოვსვაროთ ფქვილში ან საფანელი.შევწვათ ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან.

ეს გემრიელი თევზის კატლეტები მზად არის!