5 საუკეთესო რეცეპტი კარტოფილის მოსამზადებლად

კარტოფილი გლეხურად

ინგრედიენტები :

6 კარტოფილი

250 გრ.ყველი

50 გრ.კარაქი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ ,დავჭრათ 4 ნაწილად და მოვხარშოთ.

ნახევრად  მოხარშული კარტოფილებს მოვასხათ გამდნარი კარაქი,გაგრძელება წაიკითხეთ აქ

მწყემსის ღვეზელი

ინგრედიენტები :

ბატკანი – 300 გრ;
ფქვილი – 1 სუფრის კოვზი
ხახვი – 1 ცალი;
სტაფილო – 1 ცალი;
ტომატის პასტა – 2 სუფრის კოვზი
კარტოფილის პიურე – 400 გრ;
ხმელი ორეგანო ,ქონდარი,მაიორანი გემოვნებით ;
ნაღები – გემოვნებით;
კარაქი – გემოვნებით;
ბულიონი – გემოვნებით;
ყველი ბრინზა ან ფეტა – გემოვნებით;
წიწაკა – გემოვნებით;
მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ბატკნის ხორცს  ნაჭრები ჩავდოთ ქვაბში,მოვაყაროთ მარილი,დაჭრილი ხახვი,სტაფილო,ორეგანო,ქონდარი,მაიორანი  და 10 წუთი ვშუშოთ.

მოშუშულ ხორცს დავუმატოთ ფქვილი,ტომატ-პასტა,ბულიონი და ცეცხლზე გავაჩეროთ 5 წუთი.შემდეგ გადმოვდაგათ ცეცხლიდან.გაგრძელება იხ.აქ 

კარტოფილი  “ანა “

ინგრედიენტები :

კარტოფილი – 1 კგ;
ხახვი – 2 ცალი .;
კარაქი – 80 გ ;
მცენარეული ზეთი – 4 სუფრის კოვზი.;
ნიორი – 4 კბილი;
როზმარინი – 1 ყლორტი;
მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ ,დავასხათ წყალი და წყლის ადუღებიდან სამი წუთი ვხარშოთ.

ხახვი დავჭრათ ალყა ალყად და  დაჭრილ ნიორთან ერთად ზეთში მოვშუშოთ.

ფორმას წავუსვათ კარაქი.გაგრძელება იხ.აქ.

კარტოფილის დერუნები

ინგრედიენტები :

350 გრ.ხორცი

250 გრ.კარტოფილი

2 კვერცხის გული

100 გრ.ხახვი

50 გრ.ფქვილი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი დავაბლენდეროთ,დავუმატოთ კვერცხი,ფქვილი,მარილი,წიწაკა.

ხორცი გავატაროთ ხახვთან ერთად ხორცსაკეპში,მოვაყრით წიწაკასა და მარილს.გაგრძელება იხ.აქ

კარტოფილის მაფინები

ინგრეიენტები :

პიურე კარტოფილი – 400 გრ;
რძე – 200 მლ;
კარაქი – 2 სუფრის კოვზი .;
ნიორი (თავები) – 2 ცალი;
ზეითუნის ზეთი – 50 მლ;
საფანელი – 50 გრ;
არაჟანი – 50 მლ;
ყველი – 50 გრ

მომზადების წესები ;

გარეცხილი კარტოფილი დავჭრათ,მოვხარშოთ, წყალი გადავწუროთ,დავჭყლიტოთ ,შევურიოთ კარაქი და რძე.

ორი თავი ნიორი გავარჩიოთ,ნივრის კბილები გავფცქვნათ, პერგამენტზე დავაწყოთ,  ზეითუნის ზეთით მოვასხათ,ღუმელში  შევდოთ გაგრძელება იხ.აქ 

როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის ჩიფსი ტორტებისა და ნამცხვრების გასაფორმებლად

ინგრედიენტები :

4 მანდარინი

100 გრ.შაქარი

მიხაკის ბუტკოები

4 დარიჩინის ჯოხი

 

მომზადების წესები :

ღუმელი გავახუროთ 130 გრადუსზე.

გარეცხილი ფორთოხალი დავჭრათ ალყა-ალყად.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ ფორთოხლის ნაჭრები,მოვაყაროთ შაქარი,ჩავარჭოთ მიხაკის ბუტკოები,გვერდით დავდოთ დარიჩინის ჯოხები და 130 გარადუსზე გამოვაშროთ 2 საათის განმავლობაში.

ლამაზ და გემრიელ ფორთოხლის ჩიფსები ასევე გამოიყენება ნაძვის ხის დეკორაციათაც.

  

 

 

 

დიეტური ქათმის ფარშის ჩიფსი

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 300 გრ.
კონიაკი – 2.5  ს.კოვზი
მშრალი ნივრის ფხვნილი – 0,5 ჩ / კ
მარილი – 1 ჩ.კ.
შაქარი – 0,5 ჩ / კ
კურკუმა – 0.5  ჩ.კოვზი
ადგილზე შავი პილპილი – 0,5 ჩ.კოვზი

მომზადების წესები:

ამ რეცეპტის მოსამზადებლად აუცილებელია გამოვიყენოთ ბლენდერი.ამ  სახის ტექნიკის გამოყენებით ძალიან კარგად ფორმირდება ჩიფსები .ხორცსაკეპი არ გამოვიყენოთ.

დაუყოვნებლივ 100 გრადუსზე ჩავრთოთ ღუმელი.

გარეცხილი ქათმის ფილე დავჭრათ და დავაბლენდეროთ.ფარშს დავუმატებთ მარილს,კურკუმას,შაქარი,შავი წიწაკა და კონიაკი.

ბლენდერს თავი დავახუროთ და ისევ დავაბლენდეროთ.

კურკუმას  წყალობით, ჩიფსებს  ექნებათ ლამაზი მოყვითალო ელფერი.

ავიღოთ პერგამენტის ორი ფურცელი 35 სმ სიგრძის სიგრძეზე.ერთ ფურცელზე გადავიტანოთ მთლიანი შიგთავსი. დაფარეთ მეორე ფურცელით 1-2 მმ სისქეზე გავაბრტყელოთ.

დანა წყალში დავასველოთ.

მოვაშოროთ პერგამენტის ზედა ფურცელი. დანით დავჭრათ 4 სმ სიგრძისა და სიგანის კვადრატებად.

პერგამენტი ჩიფსთან ერთად დააფინეთ საცხობ ფორმაზე და შევდოთ ღუმელში, უკვე გაცხელებულ 100 გრადუსზე, 1,5 საათის განმავლობაში.

საათნახევრის შემდეგ, ამოვიღოთ ჩიფსი ღუმელიდან და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში. როდესაც ჩიფსი გაცივდა, ისინი გახდება ძალიან კნატუნა.ასე მოვამზადებთ ჯადოსნურად გემრიელ ჩიფსებს.

ამ კერძით ძალიან ისიამოვნებენ არა მარტო ჩვენი ბავშვები,არამედ მოზრდილებიც. .ის არის ძალიან გემრიელი და დიეტური.

გარგრის დიეტური ტარტარი -მარტივი ინგრედიენტებისაგან მომზადებული საოცრება

ინგრედიენტები;

300 გრ. მაგარი გარგარი ( ატამი,კივი,ანანასი და ასე შემდეგ)

100 მლ.წყალი

2 ღერი პიტნა

შაქრის პუდრა

 

მომზადების წესები:

გარგარი კუბებად დავჭრათ.

წყალში ჩავყაროთ შაქარი მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთლები.

ცხელ სიროფში ჩავაყაროთ გარგრის ნაჭრები და გავაჩეროთ 10 წუთი,შემდეგ გადავწუროთ და დავწრიტოთ 10 წუთი.მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

წვენით მოვამზადოთ კოქტეილი ან ლიმონათი.

წყარო იუთუბი,გადაცემა все будте добре

შავი ქლიავის ჩირის და ქათმის სალათი იოგურტით

ინგრედიენტები :

მოხარშული ქათამის ფილე – 500 გ;
შავი ქლიავის ჩირი – 15 ცალი.
მოხარშული კვერცხი – 3 ცალი.
ახალი კიტრი – 2 ცალი.
ერთი მუჭა კაკალი;
იოგურტი

მარილი და წიწაკა  გემოვნებით

მომზადების წესები :

მოხარშული ქათმის ფილე და ჩირი დავჭრათ წვრილად.

მოხარშული კვერცხი და კიტრი კი დავჭათ კუბებად.

ინგრედიენტები დავაწყოთ ფენებად,ფენებს მოვასხათ იოგურტი,თუ დიეტაზე ვართ  ან მაიონეზი,მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.ზედა ფენას კი  მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი

ხაშლამა

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი 2 კგ(გულ-მკერდის ნაწილი)

ხახვი 100 გრ

სტაფილო 1 ც

დაფნის ფოთოლი 3 ც

ნიახური 100 გრ

ბაჰარი 15 გრ

ნიორი 50 გრ

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

1.გარეცხილი საქონლის ხორცი დავჭრათ ნეკნებიანად  და ჩავყაროთ იმხელა ქვაბში,რომ ხორცით ნახევრამდე შეივსოს.

2.ქვაბი შევავსოთ წყლით.დავუმატოთ ოთხად გაჭრილი ხახვის თავი,სტაფილო,დაფნის ფოთოლი,ნიახური,ბაჰარი.

3.ეს ყველაფერი ერთად ავადუღოთ,სანამ ხორცი არ მოიხარშება.დროდადრო ნახარშს ქაფი მოვხადოთ.

4 მოხარშული ხორცი ქაფქირით ამოვიღოთ  და სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

შეგვიძლია ხაშლამის წვენი ჩვენი გემოვნებით შევკაზმოთ მარილითა და ნივრით.

 

 

ნიოკი-იტალიური ტრადიციული კერძი

ინგრედიენტები :

500 გრ.კარტოფილი

150 გრ.ფქვილი

1 პატარა კვერცხი

1 ს.კ.მარილი

მოცარელა ან სულგუნი 600 გრ

პარმეზანი ან იმერული ყველი 500 გრ

4-5 ღერი ოხრახურში.

მომზადების წესები :

მუნდირში მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ.

პიურეს დავუმატოთ კვერცხი,მარილი,ფქვილი და მოვზილოთ კარტოფილის ცომი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეული გავაბრტყელოთ გრძლად,დავჭრათ პატარა ნაწილებად და ზემოდან ჩავწყლიტოთ ჩანგლით .

კარტოფილის ცომის ნიოკები მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი,შევწვათ  ნიოკები და მოვაყაროთ გახეხილი ყველი,წვრილად დაჭრილი ოხრახურში , ცეცხლზე გავაცეროთ 1-2 წუთი და გადმოვდგათ.

 

მე-2 ვერსია

შესაძლებელია ნიოკი არ მოვხარშოთ ,როგორც პირველ ვერსიაში.

გახეხილ ყველში შევურიოთ 3 გრ. ორეგანო.

გამოსაცხობ ფორმის ძირში მოვაყაროთ გახეხილი ყველი,ზემოდან ჯერ  ნიოკი  არათანაბრად დავალაგოთ,შემდეგ  ყველი, ისევ ნიოკი და ასე დავალაგებთ ფენებად.

ნიოკი გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 20-25 წუთი.

 

 

თევზის ლაბა

ინგრედიენტები :

1 კგ თევზი კობრი,სეზანი ან ამური

2 თავი ხახვი

3 დაფნის ფოთოლი

1 სტაფილო

ოხრახურშის ძირი

ოხრახურში,კამა სურვილისამებრ

1 შეკვრა ჟელატინი

ჩავი წიწაკის მარცვლები

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

თევზი გავრეცხოთ,გავასუფთაოთ,ნაწილებად დავჭრათ.

ქვაბში ჩავდოთ 1 კგ.თევზი, დავასხათ 1 ლიტრა წყალი,ჩავდოთ გაფცქვნილი ხახვი,სტაფილო. ოხრახურშის ძირი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე ერთი საათი.მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე  დავუმატოთ დაფნის ფოთოლი,წიწაკის მარცვლები და მარილი.

თევზის ბულიონი გადავწუროთ ორმაგ დოლბანდში.ჩავყაროთ მასში თევზის ხორცი და წვრილად დაჭრილი მოხარშული სტაფილო.

ჟელატინი წინასწარ დავალბოთ 50 მლ.გაგრილებულ თევზის ბულიონში.

გაფუებული ჟელატინი კარგად გავხსნათ ლაბაში.

თუ სურვილი გვაქვს ჩავუმატოთ გარეცხილი,წვრილად დაჭრილი მწვანილი.

თევზის ლაბა გადავიტანოთ ფორმაში,გავაფორმოთ სურვილისამებრ და შევდოთ მაცივარში.

 

 

 

 

 

სოკოს ლაბა ანუ ”ხალადეცი”

ინგრედიენტები :

250 გრ.სოკო

1 ცალი სტაფილო

50 გრ.ჟელატინი(საკონდიტრო)

ოხრახურშის ფოთლები

1 თავი თეთრი ხახვი

175 მი.წყალი

მარილი და შავი პილპილის მარცვლები გემოვნებით

 

მომზადების წესები :

თასში ჩავყროთ ჟელატინი და ვადასხათ წყალი.გავაჩეროთ 15-20 წუთი.ჟელატინი აფუვდება.

სტაფილო დავჭრათ რგოლებად,ხახვი შუაზე გავჭრათ ,დავასხათ წყალი,მოვაყაროთ მარილი, და მოვხარშოთ.

ნახარში გადავწუროთ ხახვი ამოვიღოთ და ცალკე თასში მოვათავსოთ მოხარშული სტაფილო.

სუფთა წვენში გავხსნათ აფუებული ჟელატინი და ნახარში წამოვადუღოთ,მოვაყაროთ წიწაკა.

სოკო დავჭრათ და ცალკე ქვაბში მოვხარშოთ. ხარშვისას დავამარილოთ.ნახარში გადავწუროთ  და სოკო ცალკე თასში მოვათავსოთ.  სოკოს სუფთა ბულიონში გავხსნათ დაჩენილი ჟელატინი,დავამარილოთ,ჩავყაროთ წიწაკა და წვენი წამოვადუღოთ.

ფორმის ძირში დავაწყოთ მოხარშული სტაფილოს რგოლები(პირველი ფენა),დავალაგოთ მწვანილის ფოთლები,დავასხათ ჟელატინიანი სტაფილოს ნახარში და მაცივარში 15 წუთი შევდოთ.გამოვიღოთ მაცივრიდან.ლაბას პირველ ფენაზე დავაწყოთ სოკო,ოხრახურშის ფოთლები,მოვასხათ სოკოს ბულიონი,და შევდოთ მაცივარში.

ლაბას   ე.წ .  ხალადეცის  რეცეპტი.

ლაბა თუ ფორმიდან ძნელად გადმოდის,მაშინ 30 წამი ფორმა მოვათავსოთ მდუღარე წყალში.

 

 

 

 

 

 

 

 

დიეტური კატლეტები ბოსტნეულით

ინგრედიენტები :

100გრ.68 კკალ

450 გრ.ქათმის ფილე

400 გრ.კომბოსტო

180 გრ.სტაფილო

2 კვერცხი

1  პატარა კონა მწვანილი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ქათმის ხორცი გავატაროთ.

სტაფილო გავხეხოთ.

კომბოსტო და მწვანილი ძალიან  წვრილად დავჭრათ .

ბოსტნეული ერთმანეთში შევურიოთ,დავუმატოთ  კვერცხი,მარილი,წიწაკა.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავაწყოთ კატლეტები და შევწვათ

180 გრადუსზე 30-40 წუთი.