ჩემი აზრით,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და უვნებელი დიეტა.ამ დიეტის ხანგრძლივობა 7 დღე არის და დაიკლებთ 4-5 კგ.დიეტა უნდა გამეორდეს ერთი თვის შემდეგ.გარდა ამისა , ” აკოშკას” დიეტის დროს შეგვიძლია,მივითვათ ჩვენთვის სასურველი ინგრედიეტებისაგან მომზადებული კერძი .
აკროშკა ჭარხლით:
1 კიტრი
1 ჭარხალი
1 კარტოფილი
3 კვერცხი
1 ლიტრი კეფირი
500 მლ.წყალი
200 გრ.მოხარშული ძეხვი
0,5 ჩ.კოვზი მდოგვი
40 გრ.არაჟანი
100 გრ.მწვანე ხახვი
50 გრ. კამა
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
დავჭრათ კუბებად (1X1სმ) მოხარშული კარტოფილი,ძეხვი , მოხარშული კვერცხი, კიტრი.
მოხარშული ჭარხალი გავხეხოთ.
დავჭრათ მწვანილი .
წყალი ავადუღოტ და გავაგრილოთ.
ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანმეთს,მოვაყაროთ მარილი და წიწაკა დავასხათ იოგურტი,შევურიოთ მდოგვი.წვნიანი გავათხელოთ წყლით და მივცეთ სასურველი სისქე.
თევზის აკროშკა
შებოლილი წითელი ორაგული – 100 გ
კარტოფილი – 2 ცალი.
ახალი კიტრი – 1 ც.
ქათმის კვერცხები – 2 ცალი.
ბოლოკი – 4-5 ცალი.
მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში – 5-6 ტოტი
კეფირი 2.5% – 500 მლ
ყინულიანი წყალი – 1 ჭიქა
არაჟანი – 2 სუფრის კოვზი
ლიმონის წვენი – 3 სუფრის კოვზი
მარილი, წიწაკა – გემოვნებით
მომზადების წესები :
კარტოფილები მოვხარშოთ მარილიან წყალში და დავჭრათ 0,5 სმ-ის კუბებად.
მოვხარშოთ კვერცხი და ისიც დავჭრათ 0,5 სმ-ის კუბებად.
შებოლილი ორაგული,კიტრი და ბოლოკი( გავთალოთ,რომ კერძი არ გაამწაროს) დავჭრათ 0,5 სმ-ის კუბებად.
მწვანე ხახვი,კამა და ოხრახურში დავჭრათ.
არაჟანი,კეფირი ან მაწონი,ლიმონის წვენი ერთმანეთში შევურიოთ.წვენში ჩავყაროთ დაჭრილი ინგრედიენტები,მწვანილები და მოვაყაროთ მარილი.თუ სურვილი გვაქვს,დავუმატოთ შავი დაფქული წიწალა. გამოყენებამდე კერძი 3 საათით ადრე შევდოთ მაცივარში.
წაიკითხეთ რეცეპტები : ვეგეტარიანული აკროშკა ,აკროშკა ბურახით და ქათმის ფილეს აკროშკა.