ინგრედიენტები :
1 ჭიქა წიწიბურა
2 ჭიქა წყალი
მარილი
ზეთი
მომზადების წესები :
წიწიბურა გავაჩიოთ, შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .
გავრეცხოთ იმავე ქვაბში, რაშიც უნდა მოვხარშოთ. წიწიბურას გამოუვა მუქი ფერის წყალი.
დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.
წიწიბურას დავუმატოთ მარილი, ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
წყალი რომ ადუღდება,დავუწიოთ და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.
გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ.
მომზადების მეორე წესი:
წიწიბურა გავაჩიოთ, შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .
გავრეცხოთ და მოვხრაკოთ უზეთოთ ტაფაზე.
დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.
წიწიბურას დავუმატოთ მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
წყალი რომ ადუღდება, დავუწიოთ, ჩავაგდოთ კარაქის კუბი და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.
გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ.
მომზადების მესამე წესი:
ასევე შესაძლებელია წიწიბურა ჩავყაროთ ქილაში, დავასხათ ადუღებული წყალი, დავახუროთ თავსახური, შევფუთოთ გაგრილებამდე. ქილაში წიწიბურა მოიხარშება .
მომზადების მეოთხე წესი :
წიწიბურა გავაჩიოთ, შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .
გავრეცხოთ და მოვხრაკოთ კარაქში ტაფაზე.
დავასხათ ადუღებული წყალი , მოვაყაროთ მარილი დავახუროთ თავსახური. წიწიბურა სწრაფად მოიხარშება.
მოხარშული წიწიბურა ყველით
წიწიბურა გავაჩიოთ,შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .
გავრეცხოთ იმავე ქვაბში,რაშიც უნდა მოვხარშოთ.მუქი ფერის წყალი გადავღვაროთ.
დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.
წიწიბურა შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
წყალი რომ ადუღდება, დავუწიოთ და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.
მოხარშული წიწიბურა მოვხრაკოთ ტაფაზე კარაქში და დავახეხოთ ყველი.