ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

საოჯახო პლომბირი – ნაყინი ვაფლის ფირფიტებში

    როგორ გავაოცოთ მეუღლე და გავახაროთ ბავშვები? მოვამზადოთ საოჯახო ნაყინი კონსერვანტების გარეშე.ამისათვის სულ სამი ინგრედიენტია საჭირო : ნაღები, შედედებული რძე და ვაფლის ფირფიტები

ინგრედიენტები :

1 ქილა შედედებული რძე

500 მლ. 33% ნაღები

ვაფლის ფირფიტები

ვანილი

მომზადების წესები :

ცივი ნაღები კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ შედედებული  რძე, ვანილი და ერთი საათი შევდოთ საყინულეში.

 ფორმაში ჩავაფინოთ ერთი ვაფლის ფირფიტა,  თანაბრად ,გადავანაწილოთ ნაყინის მასა,დავაფინოთ მეორე ვაფლის ფირფიტა და რამოდენიმე საათი შევდოთ საყინულეში.

ნაყინი დავჭრათ ნაჭრებად .

ეს დესერტი ძალიან გემრიელია.

რჩევა : თუ მოხარშულ შედედებულ რძეს გამოვიყენებთ ნაყინის მოსამზადებლად,მივიღებთ ძალიან გემრიელ კრემბრულეს.

 

 

მარწყვის კრემი დესერტების და ტორტების გასაფორმებლად

    დღეს ჩვენ მოვამზადებთ გამრიელ და არომატულ მაწყვის კრემს ნაღებისა და ჟელატინის გარეშე.კრემი არის ძალიან სტაბილური და გამოიყენება , როგორც დესერტების გასაფორმებლად , ასევე ტორტის ბისკვიტის გასალესად.

ინგრედიენტები :

250 გრ.მარწყვის პიურე

90 გრ.შაქარი 

100 გრ.კარაქი

1 კვერცხი

30 გრ.სახამებელი 

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ, გავატაროთ საცერში და შაქართან ერთად მოვადუღოთ.

კვერცხში შევურიოთ სახამებელი, ჩავასხათ წვრილი ჭავლით ცხელი მაწყვის პიურე, განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ კვერცხი  არ აგვიჭრას. შემდეგ  ქვაბი ცეცხლზე დავაბრუნოთ და მოვადუღოთ ფაფა.

ფაფა გადავიტანოთ სხვა  თასში,გადავაფაროთ პლასტიკი კონტაქტში და ისე გავაგრილოთ.

გაგრილებულ ფაფას შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარქი და ნახევარი საათი შევდოთ  მაცივარში სტაბილიზაციისათვის.

აღნიშნული რაოდენობის  მარწყვის კრემით შეგვიძლია,გავაფორმოთ 12 ქაფქეიქი და გავლესოთ 16 დიამეტრის ტორტის ბისკვიტი.

იტალიური მარწყვის დესერტი ” ჯელატო “- ხილის ნაყინი

ნგრდიენტები :

160 გრ. მარწყვი ან მაყვალი

3 კვერცხის გული

36% ნაღები 200 მლ

200 (3,5 %)მლ.რძე

200 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

მარწყვი ან მაყვალი დავაბლენდეროთ.

რძე, ნაღები  და ნახევარი შაქარი  შევურიოთ ერთმანეთს,მივიყვანოთ ადურებამდე და გადმოვდგათ არ უნდა ავადუღოთ ნარევი გავაციოთ.

კვერცხის გულები დარჩენილ შაქართან ერთად ავთქვიფოთ,დავასხათ გაგრილებული რძიანი მასა,მოვურიოთ და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.

დაახლოებით 10-12 წუთში მასა გასქელდება,გადმოვიტანოთ,შევურიოთ ხილის პიურე  და გავაგრილოთ ცივ წყალში.

ნაყინის თხევადი მას გადავიტანოთ გასაყინ ფორმაში და 6 საათი შევდოთ საყინულეში. 2 საათის შემდეგ ნაყინი გამოვიტანოთ მაცივრიდან,  ავთქვიფოთ და ისევ საყინულეში დავაბრუნოთ.ამის შემდეგ ამ პროცედურას ვიმეორეთ ყოველ ნახევარ საათში.

მივირთვათ გემრიელად!

 

 

შოკოლადის ბლომანჟე

ინგრედიენტები :

500 მლ.არაჟანი

100 გრ.შაქარი

20 გრ.ჟელატინი

50 მლ.წყალი

50 გრ.შოკოლადი

მომზადების წესები :

ჟელატინს დავასხათ წყალი და დაველოდოთ აფუებას.

არაჟანში ჩავყაროთ შაქარი და გავთქვიფოთ.

ჟელატინი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,არ ავადუღოთ და ჩავუშვათ არაჟანში. მასა  სწრაფად ავთქვიფოთ,რომ  ჟელატინი კარგად გაიხსნას და გახდეს ერთგვაროვანი.

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და ისიც დავუმატოთ  არაჟნიან მასას,გავთქვიფოთ და გადავიტანოთ ფორმებში.

ბლომანჟე ჩავასხათ ფორმებში ან ჭიქებში  და შევდოთ მაცივარში 1,5 საათი.თუ ბლომანჟეს დიდი ზომის ფორმაში ჩავასხათ,მაცივარში გავაჩეროთ 3-4 საათი.

ბლომანჟიანი ფორმა 3-4 წამით ჩავუშვათ ცხელ წყალში და  სწრაფად მოვსხნათ.

 

მარწყვის ტორტი ” წითელქუდა “

ფაფუკი ბისკვიტი, არომატული არაჟნის სუფლე და ბევრი მარწყვი – მისი მომზადება დამწყებსაც  დიდ  სიხარულს ანიჭებს,არაფერს ვამბობთ გამოცდილ დიასახლისებზე. წაიკითხეთ  რეცეპტი და მოამზადეთ  მისი  მიხედვით – თქვენ გამოგივათ !

ინგრედიენტები :

6 კვერცხიანი ბისკვიტი( წაიკითხეთ რეცეპტი)

არაჟნის სუფლე :

450 გრ.არაჟანი

2 კვერცხის ცილა( 60-70გრ)

10 გრ.ვანილი

90 გრ.შაქარი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

ხილის შემავსებელი :

200 გრ.მარწყვი

25 გრ .შაქარი

4 გრ.ჟელატინი

30 მლ.წყალი

დეკორი:

მარწყვი ან ჟოლო,მაყვალი,წითელი მოცხარი

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ ბისკვიტი.

ბისკვიტს გამოვაჭრათ გული ისე, რომ მიიღოს ჯამის (კალათის) ფორმა. შევეცადოთ,რომ ბისკვიტის ჯამის კედლები იყოს  5 მმ სისქის.

ბისკვიტის თასი ჩავდოთ იგივე ფორმაში, რომელშიც გამოვაცხვეთ.

ბისკვიტის ნამცეცები შევინახოთ და მოვამზადოთ ტრაიფლი.

არაჟანს დავუმატოთ შაქარი და სახამებელი.

კვერცხის ცილისა და შაქრიაგან მოვამზადოთ ბეზე.

ბეზე ორ ულუფად შევურიოთ არაჟნის მასას.

ბისკვიტის ჯამი  შევავსოთ არაჟნის მასით.

ფორმას გარედან შემოვახვიოთ ფოლგა, რომ  ღუმელში არ დაგვეწვას.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 140 გრადუსზე 60 წუთი (შუა თარო )კოვნერსიის გარეშე. გამოცხობის შემდეგ ღუმელის კარები გამოვაღოთ,გავაჩეროთ 30 წუთი.

ბისკვიტი ბოლომდე გავაგრილოთ,გადავაფაროთ პლასტიკი და მაცივარში შევინახოთ 10 საათი.

ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.

მარწყვი დავაბლენდეროთ,შემოვდგათ ცეცხლზე და ადუღებიდან 1 წუთის განმავლობაში ვხარშოთ.

ცხელ მარწყვის პიურეში გავხსნათ შაქარი და ჟელატინი.

მარწყვები ლამაზად დავჭრათ.

ტორტზე დავაწყოთ მარწყვის ნაჭრები,მოვასხათ პიურე.

 

 

 

 

 

ნაყინი პლომბირი – საბჭოთა რეცეპტი

ნაყინი პლომბირი საბჭოთა რეცეპტი-  მომზადების  პირველი ვერსია

ინგრედიენტები :

400 გრ.მაღალპროცენტიანი ნაღები

200 გრ.შედედებული რძე

მწიკვი ვანილი.

მომზადების წესები :

ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე.მიღებული ნაყინის მასა გადავიტანოთ კონტეინერში, დავახუროთ თავზე და მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.

ინგრედიენტები,  მეორე ვარიაცია:

200 გრ.ნაღები

200 გრ.შედედებული რძე

200 გრ.მარწყვი,ჟოლო,მოცხარი,მაყვალი

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ და გავატაროთ საცერში.

ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ნიჩბით შევურიოთ მარწყვის ან სხვა კენკროვანის პიურე.

ნაყინი გადავიტანოთ კონტეინერში და გავყინოთ.

ნაყინი პლომბირი რძით. მესამე ვარიაცია

ინგრედიენტები :

4 კვერცხის გული

90 გრ.შაქარს პუდრა

250 მლ.რძე (6%)

350 მლ.33% ნაღები

ვანილი

მომზადების წესები :

ჭურჭელში რძე ჩავასხათ, ვანილი დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ.

კვერცხის გულებისა და შაქრის პუდრისაგან  გავაკეთოთ გოგლიმოგლი.

გოგლიმოგლი  ჩავასხათ მოდურებულ რძეში,ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ გასქელებამდე, არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ  და  ეს მასა გასაციებლად მაცივარში შევდოთ.

ძალიან კარგად გაციებული ნაღები ამოვიყვანოთ ,შევურიოთ მოდუღებული მასა და გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში,მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.

კრემი შუსთვის და მინანქარი ეკლერისათვის

ინგრედიენტები :

180 მლ.რძე

2 კვერცხის გული

270 გრ.შაქარი

2 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

320 გრ.კარაქი

2 ს.კოვზი კონიაკი

მომზადების წესები :

შუს და ეკლერის მოხარშული ცომი – დეტალური რეცეპტი

კვერცხის გული ავთქვიფოთ მიქსერით,გავატაროთ საცერში,შევურიოთ შაქარი,შაქრიანი ვანილი ,შემოვდგათ ვეცხლზე,ვურიოთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.

მოდუღებული სიროფი გადავიტანოთ ცალკე თასში და გავაგრილოთ ოთხის ტემპერატურამდე.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით,კოვზობით შევათვიფოთ სიროფი და ბოლოს კონიაკი.

მიღებული კრემით ავავსოთ შუ და ეკლერი.

მინანქარი შუს და ეკლერის გასაფორმებლად:

50 გრ.შავი შოკოლადი და 20 გრ.კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და წავუსვათ შუს.ნამცხვარი 2 საათი შევდოთ მაცივარში.

შოკოლადის კარაქი

როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ბავშვებს უყვართ შოკოლადის კარაქი ? მერწმუნეთ, მასზე არც მშობლები ამბობენ უარს ! 

ინგრედიენტები :

200 გრ. ნაღების კარაქი

3 ს.კოვზი რძე

2 ს.კოვზი შაქრის პუდრა

2 ს.კოვზი კაკაო

30 გრ.შოკოლადის ფილა

მომზადების წესები :

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი კოვზით გავთქვიფოთ.

კაკაო და შაქრის პუდრა ერთმანეთში შევურიოთ.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,დავასხათ რძე და ორთქლის აბაზანაზე შემოვდგათ.გამდნარი შოკოლადი გავაგრილოთ.

კარაქს კოვზით შევურიოთ ჯერ  კაკაოს და შაქრის ნარევი ხოლო ამის  შემდეგ დავუმატოტ თბილი სოკოლადის მას.

შოკოლადის კარაქი გადავიტანოთ კონტეინერში და 1 საათი შევდოთ საყინულეში.

ერთი საათის შემდეგ კარაქი გამოვიტანოთ საყინულედან და შევდოთ მაცივარში.

 

 

 

 

 

ნაყინის დამზადება დიანას ფხვნილით

ინგრედიენტები :

1 ლიტრა რძე

400 გრ.დიანას ფხვნილი

100 გრ.შაქრის პუდრა

200 გრ.კარაქი

1 ქილა შედედებული რძე

ვანილი

 

მომზადების წესები :

რძე ავადუღოთ და გავაციოთ.

დიანას ფხვნილს დავაყაროთ შაქრის პუდრა,დავასხათ ცივი რძე და მიქსერით ამოვიყვანოთ.

კარაქი , შედედებული რძე,  ვანილი  ავთქვიფოთ  და შევათქვიფოთ ამოყვანილი დიანის მასა.

სურვილისამებრ შეგვიძლია შევურიოთ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი, თხილი,  ქიშმიში ,მარწყვის ან სხვა კენკროვანის პიურე.