ინგრედიენტები :
ცომი ;
100 გრ.შაქარი კარამელისათვის
150 გრ.შაქარი
100 მლ.წყალი
100 გრ.თაფლი
80 გრ.კარაქი
5 გრ.სოდა
40 გრ. კვერცხის გული (2 ცალი)
სანელებლების მიქსი :
10 გრ.დარიჩინი
10 გრ.ჯანჯაფილი
1 გრ.მიხაკი
5 გრ.ილი
5 გრ.ბადიანი
500 გრ.ფქვილი
აისინგი :
200 გრ.შაქარის პუდრა
1 კვერცხი ცილა
1 ს.კოვზი ლიმონის წვენი ან ფრეში
საღებავი ( წყალგამძლე) სურვილისამებრ
მომზადების წესები :
გახურებულ ტაფა-ქვაბში ჩავყაროთ 100 გრ.შაქარი. შაქარი გადნება და გამუქდება.
კარამელს დავასხათ ადუღებული წყალი.ვიყოთ ფრთხილად,რომ ორთქლზე არ დავიწვათ.
თხევად მასას დავუმატოთ 150 გრ. შაქარი, კარაქი და დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ შაქრის გადნობამდე.
გადმოვდგათ ცეცხლიდან, დაახლოებით 10 წუთი გავაჩეროთ გასაგრილებლად და შევურიოთ თაფლი.
დავუმატოთ სოდა.
დავუმატოთ კვერცხის გულები.ამ დროს ტემპერატურა უნდა იყოს 50-60 გრადუსი.წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კარამელის ომლეტს.
მასას დავუმატოთ ფქვილი,დაფქული ილი,ბადიანი,მიხაკი ,მოვზილოთ ცომი,გადავაფაროთ პლასტიკი და 12 საათი შევდოთ მაცივარში.

ცომი 1 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ,გამოვჭრათ ფორმებით,გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე და 12-15 წუთი გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.
ცხელ გამომცხვარ თაფლაკვერის ორცხობილას მსუბუქად დავაჭიროთ ხელის გული,რომ ზედაპირი ერთგვაროვანი გახდეს.
აისინგი:
კვერცხის ცილა, შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი ავთქვიფოთ მიქსერით ,გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.თუ სურვილი გვაქვს შევურიოთ საღებავი და მოვრთოთ თაფლაკვერები.