შოკოლადის ოლადები ნიგვზით

ინგრედიენტები :

200 მლ.მაწონი

30 გრ.კაკაო

30 გრ.ნიგოზი

1 კვერცხი

3 სუფრის კოვზი შაქარი

1  ჭიქა ფქვილი

1 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი

1/2 ჩაის კოვზი სოდა

მომზადების წესები :

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

ნიგოზი დავაბლენდეროთ.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

მასას დავუმატოთ მარილი.

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა, კაკაო,ნიგოზი მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

შოკოლადის  ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

შოკოლადის ოლადიკებს გადავუსვათ შაქრის მინანქარი და მოვაყაროთ ნიგოზი.

შოკოლადის ოლადიკები ნიგვზით მივირთვათ გემრიელიად!

 

გოგრის მაჭკატები

ინგრედიენტები :

150 გრ.გოგრა

10 გრ.შაქარი

2 ჩაის კოვზი ფქვილი

1 კვეცხის გული

2 გრ.დარიჩინი

3 გრ.შაქრიანი ვანილი

30 გრ.თაფლი

მომზადების წესები :

გოგრა გავრეცხოთ, არ გავთალოთ და ისე მსხვილ სახეხზე გავხეხოთ .

გახეხილ მასას შევურიოთ შაქარი,მარილი,დარიჩინი,შაქრიანი ვანილი,კვერცხის გული,ფქვილი და მოვურიოთ.

გოგრის მაჭკატები ( ოლადები) დავსვათ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.

გოგრის მაჭკატები ძალიან გემრიელია და მივირთვათ თაფლთან ერთად!

 

ხაჭოს სირნიკები,ოლადები ( მაჭკატები ) – იდეალური ბლინები

ინგრედიენტები :

500 გრ. მშრალი ხაჭო ( 5%)

50 გრ.კვერცხის გული +40 გრ.ცილა ანუ 1 კვერცხი და 2 კვერცხის გული

50 გრ.ფქვილი

25 გრ. შაქარი

მწიკვი მარილი

100 გრ ფქვილი სირნიკების ამოსასვრელად

მომზადების წესები :

ხაჭოს სირნიკების მომზადებისას გაითვალისწინეთ,რომ ხაჭო უნდა იყოს მშრალი , ნაკლებცხიმიანი და აუცილებლად უნდა დავიცვათ გრამაჟი.

ხაჭო გავატაროთ საცერში.

ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი.

მაგიდაზე დავყაროთ  100 გრ.ფქვილი

ხაჭოს ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები და ამოვსვაროთ ფქვილში.

სირნიკები შევწვათ ზეთში ტაფაზე.

 

ნუშის ორცხობილა – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

3 კვერცხის ცილა

140 გრ.ნუშის ფქვილი

45 გრ.ფქვილი

230 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

ნუში კანიანად დავფქვად კომბაინში,დავუმატოთ შაქარი და 2 კვერცხის ცილა.მასა დავაბლენდეროთ.

მიღებულ მასას შევურიოთ ერთი კვერცხის ცილა და შემოვდოთ ორთქლის აბაზანაზე და თან განუწყვეტლივ ვურიოთ,სანამ შაქარი კარგად არ გადნება.

მასას შევურიოთ ფქვილი.

ნუშის ორცხობილის ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და  10 ორცხობილა დავსვათ  ქაღალდჩაფენილ ღუმელის ტაფაზე.

გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15-20 წუთი

 

 

 

ჩინური თუ ინდური ცივი ტორტი – ატმის ტრაიფლი

ინგრედიენტები :

6 კვერცხიანი ბისკვიტი

მოხარშული კრემი მუსლინი ან  ნებისმიერი კრემი თქვენი გემოვნებით

გახეხილი შოკოლადი  – ზემოდან მოსაყრელად

ატმის –  სიროფი  დასანამად

ნიგოზი – 100 გრამი ( სურვილისამებრ)

ატამი  – 8 ცალი

6 ს.კოვზი შაქარი

ვანილიანი შაქარი

1 ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ  კლასიკური ბისკვიტი და  დავაქუცმაცოთ.

ატამი გავრეცხოთ,გავთალოთ და კუბებად დავჭრათ.

მოვამზადოთ კრემი მუსლინი.

ნიგოზი მოვხალოთ და დავტეხოთ.

გავუკეთოთ ატამს კარამელიზაცია.

გახურებულ ღრმა ტაფაში ჩავყაროთ შაქარი და დავასხათ ლიმონის წვენი.

შაქარი დაიწყებს დადნობას,როგორც კი ფერს შეიცვლის,დავაყაროთ ატამი .ხილი გამოუშვებს წვენს და შაქართან ერთად წარმოიქმნება სიროფი.ამ ეტაპზე ჩვენ დავუმატებთ შაქრიან ვანილს.

ატამი სიროფში არ უნდა მოვხარშოთ.როგორც კი ხილის ნაჭრები ოდნავ  დარბილდება, კარამელიზირებული გახდება ,ტაფა გადმოვდგათ და სიროფით ბისკვიტი დავნამოთ,ხილის ნაჭრები გამოვიყენოთ ტრაიფლის მოსამზადებლად.

თუ ბავშვებისთვის არ ვამზადებთ სიროფში შევურიოთ კონიაკი.

გამჭირვალე თასში ფენა -ფენა ჩავალაგოთ მომზადებული ინგრედიენტები შემდეგ თანმიმდევრობით:დაქუცმაცებული ბისკვიტი,კარამელიზირებული ატამი,კრემი.თუ სურვილი გვაქვს,ფენებს შორის მოვაყაროთ ნიგოზი,გახეხილი შოკოლადი.ზემოდან მოვრთოთ სურვილისამებრ.

ტრაიფლი 2-3 საათი შევდოთ მაცივარში.

ბისკვიტის ნამცხვარი “ნაძვის ხეები”კრემით და ფსტით

ინგრედიენტები  ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)

შაქრიანი ვანილი

მწიკვი მარილი

დიკორაციისათვის :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

200 გრ.ფსტა

შაქრის მინანქრისათვის :

მომზადების წესები :

საცხობი ქაღალდისგან გამოვჭრათ 20 სმ დიამეტრის წრეები და ჩავჭრათ ცენტრამდე .დავამზადოთ კონუსები და  რომ არ დაგვეშალოს, გვერდები დავამაგროთ კლიფსით.

 

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 180 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  3 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას.

ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის  ბუშტუკები.

ცომით ავასოთ ფორმები  და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

ბისკვიტის ნამცხვარი გავაგრილოთ.

ფუნჯით წავუსვათ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და მოვაყაროთ ფსტა .

შოკოლადით გავუკეთოთ მწვერვალი.

მარწყვის და ჟოლოს ვარდისფერი რულეტი

ინგრედიენტები  მარწყვის ბისკვიტისათვის :

160 გრ.ფქვილი

150 გრ.შაქარი

3 კვერცხი

6 გრ.გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

45 მლ. მზესუმზირას ან ქოქოსის ზეთი ან გამდნარი კარაქი

ვანილი

200 გრ.მარწყვი( სუფთა წონა)

1 წვეთი წითელი საღებავი

ღუმელის ტაფა 42×24 სმ

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ.

კვერცხის გულები,ზეთი,ვანილის ექსტრაქტი,მარწყვის პიურე,1/3 შაქარი,მწიკვი მარილი ავქვიფოთ მიქსერით 5-7 წუთი.ბოლოს დავუმატოთ წითელი საღებავი.

მიღებულ მასაში ორ ეტაპად ჩავყაროთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

ცალკე ავთქვიფოთ ცილა,შევათქვიფოთ დარჩენილი შაქარი. ეს ორი მასა გავაერთიანოდ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი ,დავასხათ ცომი და შევდოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად 15-20 წუთი.

გამომცხვარ ბისკვიტს მოვაშოროთ ქაღალდი,გადავაფაროთ სუფთა ტილო,გადავახვიოთ რულეტივით და ასევე  გაგრილდეს.

მოვამზადოთ კრემი ჩიზი.

200 გრ ნაღების ყველი
130 გრ. ცივი ნაღები  32-35%
50 გრ შაქარი პუდრა (40 გრ ყველისთვის და 10 გრ. ნაღებისათვის )
1/2 ლიმონის ცედრა ან 10-15 მლ ლიმნის წვენი
1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი ან პასტა

მომზადების წესები :

ყველი,შაქრის პუდრა.ვანილის ექსტრაქტი და ცედრა ერთად ავთქვიფოთ.

ცალკე ავთქვიფოთ ცივი ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად.

ეს ორი მასა  ნიჩბით ორ ეტაპად შევურიოთ.

ბისკვიტი გავშალოთ,გვერდები ჩამოვაჭრათ,წავუსვათ კრემი ჩიზი,მოვაყაროთ დაჭრილი მარწყვი და გადავახვიოთ ისევ რულეტივით.

რულეტი ზემოდან გააფორმეთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

მანდარინი შოკოლადში

მანდარინი შოკოლადში  – გემრიელი და ჯანსაღი დესერტი. გარდა ამისა, იგი სწრაფად  და მარტივად მოსამზადებელია. ამისათვის  კი საჭიროა მხოლოდ მანდარინი და შოკოლადი.

ინგრედიენტები :

4 მანდარინი

100 გრშოკოლადის ფილა

1 ს.კოვზი ფორთოხლის ლიქიორი

თხილი,ნუში

მომზადების წესები:

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე შევურიოთ ლიქიორი.თუ დესერტს ბავშვებისატვის ვამზადებთ,მაშინ ალკოჰოლი შევცვალოთ 50 მლ ნაღებით და დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი.

.მანდარინის ლებნების  ერთი ბოლო  ამოვსვაროთ შოკოლადში.

 

მოვაყაროთ დატეხილი თხილი .გემრიელად მივირთვათ! ამ დესერტით შეგვიძლია გავაფორმოთ სხვა დესერტები. მანდარინის კექსის რეცეპტი იხ. აქ

 

 

 

 

 

ბისკვიტის ყველაზე მარტივი ნამცხვარი მარწყვით

ინგრედიენტები :

კვერცხი  – 6

შაქარი- 10 გრ

ფქვილი – 120 გრ

სახამებელი -2 ს.კოვზი

გამაფხიერებელი- 2 ჩ.კოვზი

კრემი:

მოხარშული კრემი.წაიკითხეთ რეცეპტი

მომზადების წესები ;

საცხობი ქაღალდი დავჭრათ 15 სმ -ის  კვადრატებად.

კვადრატის ქაღალდებზე  ფანქრით დავხატოთ 12-13 სმ. დიამეტრის  რგოლები.

ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხის ცილას დავაყაროთ მწიკვი მარილი.

მიქსერით კვერცხის ცილისა და შაქრისაგან მოვამზადოთ ბეზე.

მიქსერით ბეზეს  ცალობით შევათქვიფოთ კვერცხის გული.

მასას  ნიჩბით ულუფობით შევურიოთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

ქაღალდის უკანა ზედაპირზე რგოლები შევავსოთ 1 სუფრის კოვზი ცომით.

ვაცხობთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 6-8 წუთი.

ბისკვიტებს ქაღალდი მოვაშოროთ და იმავე ქაღალდზე გავაგრილოთ.

თუ ბისკვიტები  ცხობისას ძალიან გამოგვიშრა, გადავაფაროთ კარგად გაწურული სველი  ტილო და გავაჩეროთ.

მომზადებული კრემი ( თქვენთვის სასურველი)გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ბისკვიტს ცენტრში ზოლად წავუსვათ.

კრემზე დავაწყოთ დაჭრილი მარწყვები.

მარწყვები დავფაროთ კრემით.

ბისკვიტი გადავკეცოთ და გავაფორმოთ მარწყვით.

ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა