გარგლის პეროგი

ინგრედიენტები:

3 კვერცხი

200 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი  შაქრიანი ვანილი

150 მლ ზეთი ( მზესუმზირისა და ზეითუნის)

150 მლ.არაჟანი

150 გრ.გაცრილი ფქვილი

1/2 ჩ.კოვზი სოდა

8 გარგარი

ფქვილი გავცრათ და შევურიოთ  სოდა.

კვერცხი ავთქვიფოთ  შაქართან ერთად, დავუმატოთ არაჟანი,ზეთი,შაქრიანი ვანილი და შევათქვიფოთ ფქვილი.

გარგარს გამოვაცალოთ კურკა და გავჭრთ 4 ნაწილად.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი , ჩავასხათ ცომი,დავალაგოთ ზემოდან გარგლის ნაჭრები და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

პეროგი გავაგრილოთ,მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

ქლიავის კექსი ქარისა და თეთრი შოკოლადის განაშით

ინგრედიენტები:

ფქვილი 200 გრ

ყავისფერი შაქარი 200 გრ

ქლიავი 6 ცალი

კვერცხი 4 ცალი

მასკარპონე ყველი 100 გრ

კარაქი 50 გრ

მწიკვი მარილი

გამაფხვიერებელი 1 ს.კოვზი

არაყი 1 ს.კოვზი

მწიკვი მარილი

 

თეთრი შოკოლადის განაში ქარით

თეთრი შოკოლადი  200 გრ.

ნაღები 35% 200 მლ

ქარის სუნელი 1 ჩ.კოვზი

 

კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.

კვერცხისა  და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი,შევათქვიფოთ კარაქი,მასკარპონე,შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და დავუმატოთ არაყი.

2 ქლიავი გავჭრათ ოთხად,შევურიოთ ცომში .

4 ცალი ქლიავი კი დავჭრათ თხელ რგოლებად და დავალაგოთ ფორმის ძირში,ზემოდან დავასხათ ცომი. ქლიავის კექსი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გამომცხვარი კექსი დავჭრათ ნაჭრებად და გადავასხათ  სოკოლადის განაში ქარით.

ცხელ ნაღებში ჩავყაროთ დატეხილი თეთრი  შოკოლადის ფილა.შოკოლადი ნაღებში გადნება და დავუმატოთ ინდური ქარის სუნელი.

 

წყარო: იუთუბი, გადაცემა გურმანია 2016 წელი.

ქლიავის კექსი – აუცილებლად გამოვაცხობ

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

150 გრ.შაქარი

160 გრ.ფქვილი

80 გრ.მარცვლოვანი ფქვილი

100 მლ.მზესუმზირას ზეთი

100 მლ.20% არაჟანი

1/3 ჩ.კოვზი დარიჩინი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

6 ქლიავი ცომში + 3 ცალი კი ზემოდან დასადებად

2 ს.კოვზი სახამებელი  ან ფქვილი.

 

მომზადების წესები :

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

კვარცხი შაქარი,ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კარაქი,არაჟანი,დავუმატოთ და დარიჩინი.

მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ და დავამატოთ თხევად მასას.

6 ცალი ქლიავიგავრეცხოთ, გავამშრალოთ, წვრილად დავჭრათ,ამოვსვაროთ სახამებელში ან ფქვილში,ჩავამატოთ ცომში და ნიჩბით ფრთილად მოვურიოთ.

3 ქლიავს გამოვუღოთ კურკა,ისე რომ მთლიანობა არ დავარღვიოთ.

ფორმას კარაქი წავუსვათ,ჩავასხათ ცომი,ზემოდან დავადოთ 3  ქლიავი 2-3 სმ-ის დაშორებით ,მოვაყაროთ შაქარი და 30-35 წუთი გამოვაცხოთ.

რჩევა:თუ არ გვაქვს მარცვლოვანი ფქვილი,მაშინ ხორბლის მარცვლები დავფქვათ ყავის საფქვავში ან  ჩავანაცვლოთ იგივე რაოდენობის წიწიბურას ფქვილით.

 

მარილიანი მაფინები ყველითა და ბეკონით

ინგრედიენტები:

70 გრ.ნაღების კარაქი

1 კბილი ნიორი

2 კვერცხი

170 მლ. რძე

250 გრ.ფქვილი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

1/2 ჩ.კოვზი შაქარი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

გულსართი:

100 გრ.მაგარი ყველი

80 გრ.ბეკონი

2-3 ტოტი კამა

 

კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და გავაციოთ.

ფქვილი ,მარილი,შაქარი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში შევურიოთ.

გამდნარ კარაქს ვუმატეთ კვერცხს,გახეხილ ნიორს,დაჭრილ კამას და  შერეულ მშრალ ინგრედიენტებს.

მოზელილ ცომს დავუმატებთ კუბებად დაჭრილ ყველს  და გადავიტანთ ფორმაში.თითოეულს ზემოდან დავადებთ დახვეულ ბეკონს.

მაფინები გამოვაცხოთ 205 გრადუსზე 20 – 25  წუთი.

წითელი და შავი მოცხარის მაფინები

ინგრედიენტები:

250 გრ.ფქვილი

200 გრ.შაქარი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1/4 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

100 მლ.ზეთი

200 გრ.მოცხარი

 

გაცრილი ფქვილი ,გამაფხვიერებელი,შაქარი,მარილი და  დაფქული მუსკატის კაკალი შევურიოთ ერთმანეთში.

მოცხარი გავრეცხოთ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით. გამოცხობისას ცომში რომ თანაბრად გადანაწილდეს,ამოვსვაროთ ფქვილში.

კვერცხი,რძე და ზეთი ერთმანეთში შევურიოთ.

მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ თხევადი  მასა და კოვზით მოვურიოთ.არ შევეცადოთ მასა გახდეს ერთგვაროვანი. მაფინების მოსამზადებლად, აუცილებელია ,იყოს ცომში კოშტები.

ცომს დავუმატოთ 100 გრ.ფქვილში ამოსვრილი მოცხარი .მაფინის სილიკონის  ფორმა მთლიანად ავავსოთ ცომით.ცომში არსებული კოშტები ხელს შეუშლის ცხობისას, ფორმიდან გადმოსვლას და მაფინები გამოცხვება  მაღალი.

ღუმელში შედების წინ, მოვაყაროთ ზემოდან  მცირეოდენი შაქარი ზემოდან,რომ მაფინების თავი გამოვიდეს კნატუნა და წინასწარ 205 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ გამოსაცხობად 15-20 წუთი.

თუ მაფინებს ვაცხობთ  მეტალის ფორმაში,მაშინ ფორმას წავუსვათ ზეთი  და მოვაყაროთ ფქვილი ან  ფორმაში ჩავდოთ მაფინის გამოსაცხობი ქაღალდები ,რომლებსაც შევავსებთ ცომით.

რჩევა: ცომის მომზადებისას ზეთი არ უნდა შეიცვალოს კარაქით .მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად .ერთ ნაწილს დავუმატოთ 100 გრ.წითელი მოცხარი,მეორეს კი იგივე რაოდენობის შავი მოცხარი.

 

 

შოკოლადის მაფინები ალუბლით

ინგრედიენტები :

1 ცალი შავი შოკოლადის ფილა

45 გრ.კარაქი

200 გრ.ფქვილი

100 გრ.შაქარი

1 კვერცხი

200 მლ.რძე

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი ( არა სავსე)

და 1/4 ჩ.კოვზი სოდა

მომზადების წესები :

შოკოლადის მაფინების დამზადებისას არ გვჭირდება არც მიქსერი და არც ბლენდერი.

შოკოლადი კარაქთან ერთად გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.დავუმატოთ კვერცხი და რძე,მოვურიოთ კოვზით.

ფქვილი,შაქარი,სოდა და გამაფხვიერებელი ერთმანეთს  შევურიოთ.

მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ თხევადი  მასა და კოვზით მოვურიოთ.არ შევეცადოთ მასა გახდეს ერთგვაროვანი.შოკოლადის მაფინების მოსამზადებლად, აუცილებელია ,იყოს ცომში კოშტები.

ცომს დავუმატოთ 100 გრ.ფქვილში ამოსვრილი ალუბლის ცუკატი ან დაკურკული ალუბალი.მაფინის სილიკონის  ფორმა მთლიანად ავავსოთ ცომით.ცომში არსებული კოშტები ხელს შეუშლის ცხობისას,ცომის ფორმიდან გადმოსვლას და მაფინები გამოცხვება  მაღალი.

ღუმელში შედების წინ, მოვაყაროთ ზემოდან  მცირეოდენი შაქარი ზემოდან,რომ მაფინების თავი გამოვიდეს კნატუნა და წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ გამოსაცხობად 15-20 წუთი.

თუ მაფინებს ვაცხობთ  მეტალის ფორმაში,მაშინ ფორმას წავუსვათ ზეთი  და მოვაყაროთ ფქვილი ან  ფორმაში ჩავდოთ მაფინის გამოსაცხობი ქაღალდები ,რომლებსაც შევავსებთ ცომით.

 

 

 

ბათუმური ფახლავა -ქართული დესერტი

ინგრედიენტები:

200 გრ.კარაქი

3 კვერცხის გული

1 ჭიქა 20% არაჟანი ან მაწონი

2,5  ჭიქა ფქვილი

ცოტა მარილი

1 ჩ.კოვზი სოდა ძმრით

გულსართი:

1 ჭიქა ნიგოზი

1 ჭიქა  ქიშმიში

1 ს.კოვზი სახამებელი

300 გრ.შაქარის პუდრა

50 მლ.კონიაკი

3 კვერცხის ცილა

ზემოდან წასასმელად:

1 კვერცხის გული

1 ს.კოვზი რძე

 

მომზადების წესები :

ქიშმიში გავრეცხოთ,გავამშრადოთ ქაღალდის ხელასხოცით,ჩავალბოთ კონიაკში.

ნიგოზი გავატაროთ.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მიქსერით მსუბუქათ ავთქვიფოთ და შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხის გულები,არაჟანი,სოდა ძმრით.ბოლოს დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისაგან მოვამზადოთ ბეზე და ბოლოს დავამატოთ სახამებელი.

ბეზეს შევურიოთ გატარებული ნიგოზი და ქიშმიში.

26 სმ დიამეტრის ფორმას  ან საშუალო ზომის ოთხკუთხედ ფორმას ,ფსკერზე და გვერდებზე წავუსვათ ცხიმი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.პირველ და მეორე ფენას წავუსვათ გულსართი,მესამე ფენას ათქვეფილი კვერცხის გულში შერეული რძე.ბასრი დანა დავასველოთ წყალში და ჩავჭრათ  ფახლავა სასურველი ზომის ნაჭრებად.ბოლომდე არ ჩავჭრათ.

გამოვაცხოთ ფახლავა 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.

 

 

 

 

 

ჯანჯაფილის საახალწლო ქოხი

ინგრედიენტები :

200 გრ.ნაღების კარაქი ან მარგარინი

1 ჩ.კოვზი ჯანჯაფილის ფხვილი

1 ჩ.კოვზი დაფქული მიხაკი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

ნახ.ჩაის კოვზი მარილი

3 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

5 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შაქარი

2 კვერცხი

150 გრ.თაფლი

4 ს.კოვზი წყალი

1 ს.კოვზი ხსნადი ყავა

 

მომზადების წესები :

4 ს.კოვზ ცივ წყალში გავხსნათ ხსნადი ყავა.

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში.

კარაქი ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კვერცხი,თაფლი,მშრალი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი.

მივიღებთ წებოვან ცომს.ცომი შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 6 საათი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ 2 ქაღალდს შორის.გაბრტყელებული ცომი ქაღალდიანად გადავიტანოთ თუნუქის ფირფიტაზე.სასურველი ზომის ქოხის კედლები ამოვჭრათ და გამოვაცხოთ.

ან ცომი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, გავაბრტყელოთ ,ამოვჭრათ ქოხის ნაწილები, ვაცხობთ 12 – 15 წუთი.

ჯერ გავაფორმოთ ქოხის კედლები აისინგით,შემდეგ კი შევაერთოთ ისევ  აისინგით.

აისინგი:

2 კვერცხის ცილა

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

300-500 გრ.შაქრის პუდრა საჭიროების მიხედვით

 

 

 

 

 

 

 

ქადა ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები :

მზა ფენოვანი ცომი

ინგრედიენტები გულსართისათვის:

1 ჭიქა ფქვილი(180 გრ.)

1,5 ჭიქა შაქარი(345 გრ.)

200 გრ.კარაქი ან ერბო

100-150 გრ.ნიგოზი ( წვრილად დაფქული)

ფენოვანი ცომის  კლასიკური რეცეპტი

საფუარიანი ფენოვანი ცომის რეცეპტი

გულსართის მომზადება:

შაქარი  და კარაქი გავადნოთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი კარაქი გადნება ,დავუმატოთ ფქვილი ,ვურიოთ ხის კოვზით და მოვშუშოთ კარგად,ისე რომ მასა გასქელდეს.გამოვრთოთ გაზი და შევურიოთ ნიგოზი.

ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად .თითოეული გავაბრტყელოთ ოთხკუთხედათ,მოვაყაროთ გულსართი,რულეტივით გადავახვიოთ .

დავჭრათ ნაჭრებად , ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

კექსი ”დედაქალაქური” – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები:

100 გრ- 380 კკალ

300 გრ.ფქვილი

210 გრ.შაქარი

5 დიდი ზომის კვერცხი( 175 გრ.)

220 გრ.კარაქი

220 გრ.წვრილი ქიშმიში

5 გრ.გამაფხვიერებელი

1 გრ,მარილი

10 გრ.შაქრის პუდრა

10 გრ.შაქრიანი ვანილი

 

ქიშმიში გავრეცხოთ და გავაშროთ.

გაცრილ ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი და მარილი.

კვერცხი ავთქვიფოთ.

კარაქი მიქსერით ავთქვიფოთ შაქართან და ვანილთან ერთად,შევათქვიფოთ კვერცხი,ფქვილი და ბოლოს დავუმატოთ

გარეცხილი,გამშრალებული ქიშმიში.

კექსის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,ჩავასხათ ცომი,ნიჩაბით შუაში ხაზი გავატაროთ.

 

გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 60-80 წუთი.

კექსი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.