შოკოლადის კანფეტები ქლიავის ჩირით

ინგრედიენტები ;

შავი ქლიავი  250 გრ

შოკოლადის ფილა  200 გრ

მომზადების წესები :

 

შავი ქლიავის ჩირი გავრეცხოთ და 10 წუთი ჩავალბოთ ცხელ წყალში.შემდეგ წყალი გადავწუროთ .

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და ამოვავლოთ ქლიავის ჩირი.კანფეტები დავალაგოთ ქაღალდზე და შევოთ მაცივარში 1 საათი.

შეგვიძლია ქლიავის ჩირში მოვათავსოთ მოხალული თხილი ან ნიგოზი და შემდეგ ამოვსვაროთ შოკოლადში.

 

 

დესერტი -გამომცხვარი შავი ქლიავი შაქრით

ინგრედიენტები:

12 ცალი  ქლიავი

2 კვერცხის ცილა

100 გრ.შაქარი

8 გრ.დარიჩინი

 

შაქარში შევურიოთ დარიჩინი.

გარეცხილი და გამშრალებული ქლიავი ჯერ ამოვსვაროთ კვერცხის ცილაში,შემდეგ  შაქარში.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ ქლიავი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10 წუთი.

 

გოზინაყი

ინგრედიენტები:

500გრ.თეთრი ნიგოზი

300 მლ.ღია ფერის თაფლი

40 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები ;

ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ.

თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და შევდოთ გახურებულ ღუმელში.

ნიგოზი ღუმელში გავაჩეროთ გაგრილებამდე და შემდეგ თითოეულ ლებანს ქერქი დანის წვერით მოვაშოროთ.

ნიგოზი დავჭრათ .

ღრმა სქელძირიან ტაფაში ჩავასხათ თაფლი,თან გამუდმებით ვურიოთ,მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ.

ასე გავიმეოროთ რამდენიმეჯერ, დაახლოებით 5-ჯერ ,სანამ წყლიან ჭურჭელში ჩაწვეთებისას თაფლი არ გამაგრდება.

თაფლში ჩავყაროთ შაქრის პუდრა,დაჭრილი ნიგოზი,დავდგათ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, სანამ ნიგოზი და თაფლი ერთგვაროვან მასად გადაიქცევა.

მზა გოზინაყი გადავიტანოთ სველზედაპირიან ხის დაფაზე და გავაბრტყელოთ სველი კოვზით.

გოზინაყი გაცივებამდე დავჭრათ რომბებად,თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრა გაგვიჭირდება.

გოზინაყი ნიგვზის ნაცვლად შეგვიძლია თხილით ან ნუშით მოვამზადოთ.

რჩევა: თაფლის დუღილის დროს გამოიოფა მავნე ნივთიერება ფურფუროლი,ამიტომ  იგი უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე,გავაგრილოთ და ასე მიაღწევს კარამელიზაციას.ზოგიერთი დიასახლისი შაქარს საერთოდ არ უმატებს.

 

ტორტი რაფაელო

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :

125 გრ.ფქვილი

100 გრ.ნუშის ფქვილი

6 კვერცხი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

( თუ კარგი გაზქურა გვაქვს,გამაფხვიერებელი არ უნდა)

ვანილი

მწიკვი მარილი

ბისკვიტის დასანამად :

100-150 გ. ქოქოსის რძე

მომზადების წესები :

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მოვამზადოთ ბეზე , მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ნიჩბით შევათქვიаოთ კვერცხის მასას.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე. 24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზე,

ჩავასხათ ცომი და 40-45 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ტორტი რაფაელოსათვის :

2 ფილა თეთრი შოკოლადი

400 მლ შედედებული რძე

200 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.ქოქოსის ფანტელები

ორთქლის აბაზანაზე ერთად დავადნოთ კარაქი და  დატეხილი შოკოლადის  ფილა.

მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ჩავყაროთ ქოქოსის ფანტელები.

ბისკვიტის ფენები დავნამოთ ქოქოსის რძით,ფენებს  წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ.

ტორტს გვერდებზე და ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები და ასევე გავაფორმოთ დატეხილი ნუშით, მარწყვით.

კრემის მეორე ვერსია :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

1 ს.კოვზი სავსე შაქრის პუდრა

250 გრ.მასკარპონე

50 მლ.ქოქოსის რძე

33-35% ნაღები

50 გრ.ქოქოსის ფანტელები

ნაღები ავთქვიფოთ გასქელებამდე,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა .

ცალკე ავთქვიფოთ მასკარპონე და  დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი,გაგრილებული შოკოლადი.

თუ ნარევი სქელი გამოგვივა,გავათხელოთ ქოქოსის რძით.

ათქვეფილი ნაღები ნიჩბით შევურიოთ მასკარპონეს და ბოლოს დავუმატოთ ქოქოსის ფანტელები.

 

 

 

 

 

 

ნამცხვარი თეთრი სნიკერსი

ინგრედიენტები :

ბისკვიტი

6 კვერცხის  გული

1,5 ჭიქა შაქარი

1ჩ.კოვზი სოდა ძმრით

250 გრ.რბილი მარგარინი

1 ს.კოვზი მაიონეზი

3 ჭიქა ფქვილი

ვანილი

კრემი :

200 გრ.კარაქი

1 ქილა მოხარშული შედედებული რძე

3 ს.კოვზი მიწის თხილი

მინანქარი :

150 გრ. შოკოლადი

3 ს.კოვზი რძე

 

მომზადების წესები :

6 კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევათქვიფოთ მაიონეზი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, დავუმატოთ სოდა ძმრით,ვანილი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად  , გუნდები შევახვიოთ პლასტიკში,შევალაგოთ 30 წუთი მაცივარში.

6 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ პიკამდე,შევათქვიფოთ 3 ს.კოვზი შაქარი.

კრემი:

კარაქი ავთქვიფოთ მოხარშულ შედედებულ რძესთან ერთად,დავუმატოთ ვანილი,დატეხილი მიწის თხილი.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი.

ცომის თითეული გუნდა გავაბრტყელოთ თუნუქის ფირფიტაზე,წავუსვათ ბეზეს მესამედი.ასე გავაკეთოთ სამივე შემთხვევაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე  ცომის შეფერადებამდე.

მინანქარი ; შოკოლადის ფილა დავტეხოთ,გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,შევურიოთ რძე.

სამივე ფენას წავუსვათ კრემი და ზემოდან გადავასხათ მინანქარი.

 

 

 

 

 

 

მარწყვის რახათ – ლუხუმი

ინგრედიენტები :

200 გრ.მარწყვი

250 გრ. შაქარი

60 მლ. შავი ღვინო ( მშრალი)

300 გრ. სიმინდის სახამებელი

50 გრ. თხილი

180 გრ. შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ.

2/3 მარწყვის პიურე გადავიტანოთ თასში.

დანარჩენი მარწყვის პიურე ჩავასხათ ქვაბში, დავასხათ  230 მლ. წყალი,დავაყაროთ შაქარი და ადუღებიდან 7 წუთი ვხარშოთ.

თასში მოთავსებულ მარწყვის პიურეს დავაყაროთ 180 გრ. სახამებელი,დავასხათ 250 მლ.წყალი და წვრილი შავლით ჩავასხათ  ქვაბში,ადუღებულ მარწყვს პიურეში,დავუმატოთ ღვინო და მოვხარშოთ ძალიან სქელი ფაფა.მასში ჩავყაროთ დატეხილი თხილი ან ნიგოზი.

ფორმაში ჩავაფინოთ საკვების შესაფუთი პასტიკი,მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ ცხელი რახათ-ლუხუმი,ისე რომ,სისქე იყოს 2 სმ.

4 საათი გავაჩეროთ ოთხის ტემპერატურაზე და მომდევნო 4 საათი შევინახოთ მაცივარში.

შაქრის პუდრა მოვაყაროთ ხის დაფას,გადავიტანოთ მასზე რახათ-ლუხუმი და დავჭრათ დანით.დანას აუცილებლად უნდა წავუსვათ ზეთი,რომ ადვილად დაიჭრას.

კონტეინერში ჩავყაროთ  1ჭიქა შაქრის პუდრა და 1 ჭიქა სიმინდის სახამებელი ,დავაყაროთ დაჭრილი რახათ-ლუხუმი,დავახუროთ თავსახური და შევანჯღრიოთ.

რახათ-ლუხუმი გადავიტანოთ მინის წურჭელში და სევინახოთ.

 

 

 

 

 

 

მეორე ვერსია:

250 გრ.მარწყვი ან ჟოლო

15 გრ.ჟელატინი

150 შაქრის პუდრა

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

250 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ და საწურში გავატაროთ.

მარწყვის წვენს დავაყაროთ ჟელატინი,ამოვურიოთ და გავაჩეროთ.

მასას დავაყაროთ შაქრის პუდრა,დავასხათ ლიმონის წვენი,ამოვურიოთ,შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ ( არ  ავადუღოთ).

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,მიქსერით ვთქვიფოთ 5-7 წუთი,სანამ გასქელდება,გაღიავდება და გაგრილდება.

ჩავასხათ ფორმაში,დავჭრათ  კუბებად,ამოვსვაროთ შაქრის პუდრაში.

კარამელის რეცეპტი

ინგრედიენტები :

170 გრ.შაქარი

30 გრ.ინვერტური სიროფი ან გლუკოზა

30 გრ.წყალი

240 გრ.ნაღები

60 გრ.კარაქი

4 გრ.მარილი

 

მომზადების წესები :

სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი,ინვერტული სიროფი ან გლუკოზა  და საშუალო ცეცხლზე  მოვადუღოთ კარამელი.როგორც კი კარამელი, მუქი ფერის გახდება, ჩავამატოთ ნაღები და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

რჩევა:კარამელის მოზადებისას ქვაბში ჯერ ჩავყაროთ შაქარი და მერე დავასხათ წყალი.კარამელს ვაცადოთ მომზადება.

უმჯობესია კოვზით არ მოვურიოთ,თორემ დაკრისტალდება.კოვზი გამოვიყენოთ კარამელში ნაღებისა და კარაქის შერევის  დროს.

ბოლოს დავუმატოთ მარილი და გავაციოთ.

კარამელის  კრემის მომზადება . მე-2 ვერსია.

250 გრ.შაქარი

250 მლ.მაღალპროცენტიანი ნაღები

1ჩ.კოვზი მარილი

50 მლ.წყალი ან ლიმონის წვენი

50 გრ.ნაღების კარაქი

მომზადების წესები :

ქვაბი გავახუროთ .

გახურებულ ალუმინის ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავაყაროთ შაქარი ,ქვაბი შევანჯღრიოთ  და საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ  .

დამწვარი შაქრის  მორევა არ შეძლება,რომ არ დაგვიკრისტალდეს.

როგორც კი კარამელი ქარვისფერი გახდებასველი ფუნჯით ქვაბის კედლებიდან მოვაშოროთ შაქრის კრისტალები, რომ არ დაკრისტალდეს.გავაგრძელოთ კარამელის  მოდუღება ,სანამ ყავისფერი გახდება, დაახლოებით 10  წუთი.

თუ გვაქვს კულინარიული თერმომეტრი,მოვადუღოთ 160 გრადუსამდე.კარამელი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ მარილი,კარაქი და ნაღები.კარამელი აფუვდება,ქვაბიდან გადმოსვლას დააპირებს,კარგად მოვურიოთ და დაჯდება.

კარამელი ისევ დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვადუღოთ 3-4 წუთი.ოდნავ გავაგრილოთ,გადავიტანოთ მინის ქილაში

და შევდოთ მაცივარში.კარამელი ინახება 1 თვე.

 

მასტერ კლასი.მუშაობა კარამელზე

ინგრედიენტები :

150 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი წყალი

ლიმონმჟავა დანის წვერით

 

მომზადების წესები :

სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, ცენტრში დავასხათ ძმარი.

ქვაბი შემოვდგათ მაქსიმალურად მაღალ ცეცხლზე.

შაქარს კოვზით მოვურიოთ.როგორც კი შაქარი გადნება,მორევა შევაჩეროთ.

შაქრის სიროფი უნდა გახდეს ქარვის ფერი.

ქვაბის  გვერდებზე გაჩნდება  შაქრის კრისტალები,რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს სიროფში.

კრისტალები ფრთხილად მოვაშოროთ წყალში დასველებული ფუნჯით.

 

თუ კულინარიული თერმომეტრი არ გვაქვს,1ჩ.კოვზი  სიროფი ჩავასხათ  ცივ წყალში. თუ მივიღეთ რბილი ბურთულა,მაშინ ( ტემპერატურა არის 118 გრადუსი) სიროფი მზადაა.

თუ მივიღეთ მკვრივი ბურთულა (ტემპერატურაა 155 გრადუსი),მაშინ კარამელი იქნება კნატუნა.

მუქი ფერის( ტემპერატურა 170 გრადუსი)კარამელს მწარე გემო დაკრავს.

კარამელის მომზადებას სულ ჭირდება 5 წუთი.როგორც კი მოდუღდება,ქვაბი ჩავდოთ  ცივ წყალში.

კარამელში ნიგოზი,თხილი,ხილის ნაჭრები ამოვსვაროთ სანამ ცხელია.

ვაშლი დავჭრათ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.თხილს,ვაშლის  ნაჭრებს ჩავასოთ ჯოხი,ამოვსვაროთ კარამელში და დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე.

ნიგვზის ლებნები და თხილი ჩანგლის მეშვეობით ამოვავლოთ კარამელში.

 

ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ კარამელის ძაფები და სხვა ფიგურები.ქაღალდს წავუსვათ ზეთი და კოვზის გამოყენებით ქაოსურად მოვაწუწოთ კარამელი.

მოვამზადოთ კარამელის სპირალი.

კარამელის ბურთი

კარამელის მომზადების მე-2 ვერსია .

150 გრ.შაქარი

75 მლ.ძმარი ან ლიმონის წვენი

მომზადების წესები იგივეა.

 

შოკოლადის კანფეტები ალუბლით

ინგრედიენტები :

300 გრ.ალუბალი

კონიაკი

400 გრ.შავი შოკოლადი

100 გრ.თეთრი შოკოლადი

 

მომზადების წესები :

ალუბალი გავრეცხოთ,დავკურკოთ და საწურზე მოვათავსოთ.

ალუბალს დავასხათ კონიაკი და გავაჩეროთ სიცივეში მინიმუმ 5 საათი.

შავი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და ჩავასხათ ჭიქაში.

ალუბლის თითოეული მარცვალი წამოვაგოთ ხის ჩხირზე და ამოვსვაროთ შოკოლადში.

ალუბლის კანფეტი გავაფორმოთ თეთრი შოკოლადით.

როგორ მოვამზადოთ ალუბლის ცუკატები ზამთრისათვის

ინგრედიენტები ;

1 კგ.ალუბალი

400 გრ.შაქარი

სიროფი :

200 გრ.შაქარი

2 ჭიქა წყალი

გარეცხილ ( შესაძლებელია,დავკუკოთ) ალუბალს დავასხათ ცხელი სიროფი და გავაჩეროთ 2 დღე.

ალუბალი გადავწუროთ .სიროფს დავუმატოთ 400 გრ.შაქარი და ავადუღოთ.

ცხელი სიროფი ისევ დავასხათ ალუბალს და გავაჩეროთ 2 დღე.იგივე პროცედურა გავიმეოროთ 4-5 ჯერ.

ბოლოს სიროფი წამოვადუღოთ(სიროფი თანდათნ სქელდება,ალუბალი განიცდის კარამელიზაციას), დავასხათ ალუბალს და გავაჩეროთ 10 დღე.სიროფი გადავწუროთ და ალუბლები გამოვაშროთ 40 გრადუსზე 5-6 საათი ღუმელში.

ალუბლის ცუკატები ამოვსვაროთ შაქრის პუდრაში და შევინახოთ ჰერმენტულად მინის ქილაში .