მარწყვის ჟელიბონები – მარტივად მოსამზადებელი და სასარგებლო რეცეპტი

ინგრედიეტები :

200 მლ.მარწყვის პიურე

50 მლ.წყალი

30 გრ.ჟელატინი + 150 მლ.წყალი

30 გრ.შაქარი ან 1,5 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ და საცერში გავატაროთ.

ჟელატინი დავალბოთ.

მარწყვის პიურეს დავასხათ წყალი, დავაყაროთ შაქარი და მოვადუღოთ,ვადუღოთ 3-4 წუთი.

ცხელ მასაში გავხსნათ ჟელატინი.

თხევადი ჟელიბონით შევავსოთ სილიკონის ფორმები,შევდოთ მაცივარში 4-5 საათი.

ჟელინობები ფორმებიდან ამოვიღოთ.

გემრიელად მივირთვათ!

 

 

 

ბელგიური ვაფლი

ბელგიური ვაფლი

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

125 გრ.კარაქი

250 გრ.ფქვილი

75 გრ.შაქარი

250 მლ.რძე

125 მლ.მინერალური წყალი

1/4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

ვანილი

მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

კვერცხები გავაცალკავოთ ცილისა და გულისაგან. ცილა ცალკე ავთქვიფოთ.

კვერცხის გულები,  შაქარი და  კარაქი ავთქვიფოთ ერთად.

რძეს  შევურიოთ ფქვილი გამაფხვიერებელთან  ერთად და შემდეგ კარაქთან და შაქართან ერთად გათქვეფილი კვერცხის გულები.

ამის შემდეგ დავუმატოთ   ცალკე  გათქვეფილიკვერცხის ცილა და მინერალური წყალი.

გამოვაცხოთ ვაფლის საცხობ ფორმაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველაზე არომატული ციტრუსების მარმელადი

ციტრუსების მარმელადის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია.ეს რეცეპტი განსაკუთრებით არაფროვანებს  იმათ, ვითაც მოტკბო-მომჟავო გემოს დესერტები უყვართ..

ინგრედიენტები :

1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

1/4 ჭიქა ლაიმის წვენი

1/4 ჭიქა ლიმონის წვენი

2 ჩაის კოვზი თაფლი

3-4 სუფრის კოვზი ჟელატინი

თუ სურვილი გვაქვს ,შაქარი ჩავუმატოთ გემოვნებით

2-3 რგოლი კონსერვირებული ანანასი

მომზადების წესები ;

ჟელატინი  დავალბოთ.

ფორთოხლის , ლაიმის, ლიმონის წვენები შევურიოთ, თუ სრუვილი გვაქს, ჩავყაროთ შაქარი და შევათბოთ წვენი ისე,რომ შაქარი გადნეს.

თბილ წვენში გავხსნათ თაფლი და ჟელატინი.

მასა გადავიტანოთ ოთხკუთხედი ფორმის მინის ჭურჭელში,გავაჩეროთ 5-10 წუთი, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ანანასი და  შევდოთ მაცივარში.

გამზადებული მარმელადი დავჭრათ კუბებად და ამოვსვაროთ შაქრის ფხვნილში.

 

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი თურქული რახათ – ლუხუმი

 იცოდით, რომ გემრიელი  დესერტის რახათ-ლუხუმის  მომზადება შეგიძლიათ მხოლოდ სამი ინგრედიენტისაგან: შაქრი, სახამებლი და წყლისგან? მე გასწავლით  დღეს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ.

ინგრედიენტები:

650 მლ.წყალი ( შეიძლება ჩავანაცვლოთ კენკრის ან ხილის წვენით}.

200 გრ.შაქარი

120 გრ.სიმინდის სახამებელი

30 გრ.კარკადე ( ჰიბისკუსი )

100 გრ.მოხალული და დაჭრილი ნიგოზი

50 მლ.ლიმონის წვენი

ზემოდან მოსაყრელად:

50 გრ.სიმინდის სახამებელი

30 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

400 მლ. .წყალი დავასხათ ჰიბისკუსს,მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ მას შევურიოთ შაქარი და ლიმონის წვენი.

დარჩენილ წყალში კარგად გავხსნათ სახამებელი.

სახამებლიანი სითხე ჩავასხათ ცხელ წვენში, თან გამუდმებით ვურიოთ და ისე მივიყვანოთ ადუღებამდე.,დავუწიოთ ცეცხლს და 8 – 10 წუთი ნიჩბით უწყვეტად ვურიოთ.

შევურიოთ გამზადებული ნიგოზი,გადმოვიტანოთ ოთხკუთხედ ფორმაში და 12 საათის განმავლობაში გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

ამოვიღოთ ფორმიდან,წავუსვათ  ყველა მხრიდან სახამებლისა და შაქრის ნარევი.

დავჭრათ 2 სმ ის სიგრძის და სიგანის კუბებად  და ისევ ამოვსვაროთ სახამებლისა და შაქრის ნარევში

 

 

 

 

ორბელიანის კაკლუჭები და თეთრი, კნატუნა გოზინაყი

ინგრედიენტები:

500გრ.თეთრი ნიგოზი

300 მლ.ღია ფერის თაფლი

40 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები ;

ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ.

თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და შევდოთ გახურებულ ღუმელში.

ნიგოზი ღუმელში გავაჩეროთ გაგრილებამდე და შემდეგ თითოეულ ლებანს ქერქი დანის წვერით მოვაშოროთ.გაგრძელება წაიკითხეთ 

თავადი ორბელიანის კაკლუჭები

ინგრედიენტები :

500 გრ.ნიგოზი

200- 250 გრ.თაფლი

ვანილი

კარამელი. წაიკითხეთ რეცეპტი

ნიგოზი გავატაროთ,შევურიოთ თაფლი და ვანილი.

გავაკეთოთ 20 გრამიანი  ბურთები,გვერდებზე აქედან და იქედან მივაწეპოთ ნიგვზის ლებნები,დავაწყოთ ბადეზე  და გადავასხათ მოდუღებული კარამელი.

 

 

ტორტი “რაფაელო “ნუშის და ქოქოსის ბისკვიტით

ინგრედიენტები ნუშის  ბისკვიტისათვის :

125 გრ.ფქვილი

100 გრ.ნუშის ფქვილი

6 კვერცხი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

( თუ კარგი გაზქურა გვაქვს,გამაფხვიერებელი არ უნდა)

ვანილი

მწიკვი მარილი

ბისკვიტის დასანამად :

100-150 გ. ქოქოსის რძე

მომზადების წესები :

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მოვამზადოთ ბეზე , მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ნიჩბით შევათქვიаოთ კვერცხის მასას.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე. 24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზე,

ჩავასხათ ცომი და 40-45 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ტორტი რაფაელოსათვის :

2 ფილა თეთრი შოკოლადი

400 მლ შედედებული რძე

200 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.ქოქოსის ფანტელები

ორთქლის აბაზანაზე ერთად დავადნოთ კარაქი და  დატეხილი შოკოლადის  ფილა.

მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ჩავყაროთ ქოქოსის ფანტელები.

ბისკვიტის ფენები დავნამოთ ქოქოსის რძით,ფენებს  წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ.

ტორტს გვერდებზე და ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები და ასევე გავაფორმოთ დატეხილი ნუშით, მარწყვით.

ინგრედიენტები ქოქოსის ბისკვიტისათვის.მეორე ვერსია

3 კვერცხი

150 გრ.ფქვილი

110 გრ.შაქარი

30 გრ.ქოქოსის ფანტელები

4 გრ.გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

ავიღოთ 20 სმ დიამეტრის ფორმა

.ღუმელი გავახუროთ 165 გრადუსზე კონვეციით.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ.

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხიან მასას დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებლით, მოვურიოთ და შემდეგ შევურიოთ ქოქოსის ფანტელები.

გამოვაცხოთ 35-40 წუთი.ქოქოსის ბისკვიტი ფორმაშივე გავაგრილოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ქოქოსით:

250 მლ.ქოქოსის რძე

150 ქოქოსის შედედებული რძე

300 მლ.ქოქოსის ნაღები

7 გრ.ჟელატინი+ 35 მლ წყალი

მომზადების წესები :

პირველ რიგში  დავალბოთ ჟელატინი.

შევურიოთ ქოქოსის რძე და შედედებული რძე ერთმანეთში.

ნარევი შევათბოთ და შევურიოთ ჟელეტინი. მასას გადავაფაროთ პარკი კონტაქტში და შევდოთ მაცივარში.

ავთქვიფოთ ქოქოსის ნაღები  მსუბუქად. მასას  უნდა ჰქონდეს გამდნარი ნაყინის კონსისტენცია და  შევურიოთ რძიანი ნარევი.

ავაწყოთ ტორტი.

ფორმა შიგნიდან ავამაღლოთ აცეტატური პარკით. ფსკერზე დავდოთ პირველი ფენა, დავნამოთ ქოქოსის რძით, გადავუსვათ კრემი და ასევე კრემით ამოვავსოთ ფორმასა და ბისკვიტს შორის არსებული სივრცე.

ასეთივე წესით  პირველ ფენაზე  დავაწყოთ დანარჩენი ორ ფირფიტაც.

შევდოთ ტორტი 4-5 საათი მაცივარში.

ტორტი გავაფორმოთ ნუშის ფანტელებით და კანფეტი რაფაელოთი.

რემის მეორე ვერსია :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

1 ს.კოვზი სავსე შაქრის პუდრა

250 გრ.მასკარპონე

50 მლ.ქოქოსის რძე

33-35% ნაღები

50 გრ.ქოქოსის ფანტელები

ნაღები ავთქვიფოთ გასქელებამდე,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა .

ცალკე ავთქვიფოთ მასკარპონე და  დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი,გაგრილებული შოკოლადი.

თუ ნარევი სქელი გამოგვივა,გავათხელოთ ქოქოსის რძით.

ათქვეფილი ნაღები ნიჩბით შევურიოთ მასკარპონეს და ბოლოს დავუმატოთ ქოქოსის ფანტელები.

 

 

მასტერკლასი.კარამელზე მუშაობა

ინგრედიენტები :

150 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი წყალი

ლიმონმჟავა დანის წვერით

მომზადების წესები :

სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, ცენტრში დავასხათ ძმარი.

ქვაბი შემოვდგათ მაქსიმალურად მაღალ ცეცხლზე.

შაქარს კოვზით მოვურიოთ.როგორც კი შაქარი გადნება,მორევა შევაჩეროთ.

შაქრის სიროფი უნდა გახდეს ქარვისფერი.

ქვაბის  გვერდებზე გაჩნდება  შაქრის კრისტალები,რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს სიროფში.

კრისტალები ფრთხილად მოვაშოროთ წყალში დასველებული ფუნჯით.

თუ კულინარიული თერმომეტრი არ გვაქვს,1 ჩ.კოვზი  სიროფი ჩავასხათ  ცივ წყალში. თუ მივიღეთ რბილი ბურთულა,მაშინ ( ტემპერატურა არის 118 გრადუსი) სიროფი მზადაა.

თუ მივიღეთ მკვრივი ბურთულა (ტემპერატურაა 155 გრადუსი),მაშინ კარამელი იქნება კნატუნა.

მუქი ფერის( ტემპერატურა 170 გრადუსი)კარამელს მწარე გემო დაკრავს.

კარამელის მომზადებას სულ ჭირდება 5 წუთი.როგორც კი მოდუღდება,ქვაბი ჩავდოთ  ცივ წყალში.

კარამელში ნიგოზი,თხილი,ხილის ნაჭრები ამოვსვაროთ სანამ ცხელია.

ვაშლი დავჭრათ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.თხილს,ვაშლის  ნაჭრებს ჩავასოთ ჯოხი,ამოვსვაროთ კარამელში და დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე.

ნიგვზის ლებნები და თხილი ჩანგლის მეშვეობით ამოვავლოთ კარამელში.

 

ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ კარამელის ძაფები და სხვა ფიგურები.ქაღალდს წავუსვათ ზეთი და კოვზის გამოყენებით ქაოსურად მოვაწუწოთ კარამელი.

მოვამზადოთ კარამელის სპირალი.

კარამელის ბურთი

კარამელის მომზადების მე-2 ვერსია .

150 გრ.შაქარი

75 მლ.ძმარი ან ლიმონის წვენი

ვამზადებთ ისე,როგორც პირველ ვერსიაში

 

არამელის მომზადება გლუკოზით.მე-3 ვერსია

570.გრ.შაქარი

20 გრ.წყალი

115 გრ.გლუკოზა

1 სუფრის კოვზი გლუკოზა არის 15 გრ.

ვამზადებთ ისე , როგორც  პირველ ვერსიაში.ამ რეცეპტით მომზადებული კარამელი გამოიყენება ორბელიანის კაკლუჭების გასაკეთებლად .

როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ირისის კანფეტი

ინგრედიენტები :

ინვერტული სიროფი ან საკონდიტრო გლუკოზა

500 მლ. გამომცხვარი რძე ან 3,2 % პასტერილიზირებული რძე

450 გრ.შაქარი

1 გრ.სოდა ან დანის წვერით

50 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

პირველ რიგში ვამზადებთ ინვერტულ სიროფს .

ავითოთ სქელძირიანი ტაფა- ქვაბი,ჩავასხათ 75 მლ წყალი და როგორც კი დუღილს დაიწყებს ცენტრში  დავაყაროთ 150 გრ.შაქარი.ტაფა – ქვაბში მორევა არ შეიძლება( შაქარი რომ არ დაკრისტალდეს), ქვაბი მსუბუქად შევანჯღრიოთ  და ისე გადავანაწილოთ შაქარი. ცეცხლს დავუწევთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე სიროფს ვაცადოთ მოდუღება.ამის შემდეგ ჩავყაროთ  დანის წვერით 1 გრ.ლიმონმჟავა.ამ შემთხვევაშიც მორევა არ შიძლება.ქვაბი მსუბუქად შევანჯღრიოთ და ისე გადავანაწილოთ ლიმონმჟავა.

რძე ჩავასხათ ქვაბში,ჩავყაროთ შაქარი და როგორც კი ადუღდება პირველ როგში დანის წვერით ჩავყრით სოდას,რომ არ ამობრუნდეს  და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავასხათ  6 სუფრის კოვზი მდუღარე ინვერტული სიროფი.

ამ რეცეპტში ინვერტული სიროფი მოგვრჩება და შევინახოთ მაცივარში.

კანფეტი ვადუღოთ 30-40 წუთი საშუალო ცეცხლზე ,პერიოდულად ვურიოთ ხის კოვზით განსაკუთრებით ქვაბის კიდეებში,რომ კანფეტი არ მიიწვას.  მასა ვადუღოთ გასქელებამდე.დუღილის დროს ქვაბს თავზე არ დავაფაროთ.

სუფრის კოვზით ამოვიღოთ მასა,ჩავდოთ ცივ წყალში,თუ მასა ტყდება,მაშინ მზად არის.

კარაქი დავჭრათ კუბებად,ჩაყაროთ კანფეტში და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

პლასტმასის ყინულის ფორმას მოვუსვათ ცხიმი,თუ სილიკონის ფორმა გვაქვს ცხიმის მოსმა არ არის საჭირო.

კანფეტი გადავანაწილოთ ფორმებში და შევდოთ მაცივარში.

რჩევა: შესაძლებელია ირისის კანფეტი მოვამზადოთ ჩვეულებრივი მაღაზიის პასტერილიზირებული  3,2 % რძისგანაც.ამ შემთხვევაში კანფეტი გამოდის ოდნავ მაგარი..რძე უნდა იყოს აუცილებლად მაღალპროცენტიანი.

როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი რძე ღუმელში

თუჯის ქვაბში ან თიხის ქოთანში ჩავასხათ რძე,შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში,როგორც კი რძე ადუღდება,ტემპერატურა ჩამოვწიოთ 90 გრადუსზე.ერთი საათის შემდეგ რძე თავზე მოიყენებს ქერქს და ამის შემდეგ ტემპერატურას დავწევთ 70 გრადუსამდე და 5-7 საათი უნდა გამოვაცხოთ  ღუმელში.

რძეს ქერქი მოვხსნათ და ისე გამოვიყენოთ ირისის მოსამზადებლად.

როგორ მოვამზადოთ მსუბუქი და ჰაეროვანი ზეფირი სახლის პირობებში

ინგრედიენტები :

2 დიდი ზომის ვაშლი

1 კვერცხის ცილა

200 გრ.შაქარი

სიროფისათვის:

80 მლ.წყალი

220 გრ.შაქარი

4 გრ.აგარ-აგარი

მომზადების წესები :

გარეცხილი ვაშლი გავჭრათ შუაზე,გული ამოვაჭრათ,დავაწყოთ ღუმელის ტაფაზე( დაფენილი გვაქვს ქაღალდი),15 წუთი 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

ვაშლს მოვაშოროთ შემწვარი ქერქი და დავაბლენდეროთ.პიურე გავატაროთ საცერში,შევურიოთ შაქარი და გავაგრილოთ.

ვაშლის პიურეს დავუმატოთ კვერცხის ცილის ნახევარი,როგორც კი მასა მოცულობაში გადიდდება,გათეთრდება ,შევათქვიფოთ დარჩენილი ცილა და ვთქვიფოთ 3-4 წუთი.

თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ აგარ-აგარი და მივიყვანოთ ადუღებამდე.შემდეგ დავუმატოთ საკვები საღებავი და შაქარი.სიროფი საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ და ცეცხლზე გავაჩეროთ 5 წუთი.

ვაშლისა და კვერცხის ცილისაგან მომზადებულ მასაში წვრილი ჭავლით ჩავასხათ ცხელი სიროფი,თან ვთქვიფოთ 6-8 წუთი.მასა ნელნელა გასქელდება.

მასა გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ქაღალდზე დავსვათ ზეფირები.ზეფირი დავტოვოთ მთელი ღამე გამოსაშრობად.დილით კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ორი ნახევარი შევაერთოდ.

 

შინდის ჟელე და მარმელადი.

ინგრედიენტები შინდის ჟელესათვის :

500 გრ.შინდი

200 გრ.შაქარი

200 მლ.წყალი

მომზადების წესები :

შინდი გავრეცხოთ,გადავარჩიოთ ,დავასხათ წყალი და ადუღებიდან 10 წუთი ვხარშოთ.

შინდი გადავწუროთ.წვენისაგან  ვამზადებთ ჟელეს,ხოლო მოხარშული შინდის მარცვლებისაგან მარმელადს ზამთრისათვის.

ჟელეს მოსამზადებლად 100 მლ.წვენს ემატება 80 გრ.შაქარი

აღნიშნული ინგრედიენტებით მე მივიღე 250 მლ.წვენი და დავაყარე 200 გრ.შაქარი და ვადუღებთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთი.წარმოიქმნება ქაფი და ვურევთ განუწყვეტლივ კოვზით.

ცხელი ჟელე გადავიტანოთ სტერილურ ქილებში,გაგრილებასთან ერთად იწყებს შესქელებას,მოვხუფოთ და შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.

უგემრიელესიაროოგრც ნაყინთან ერთად ,ასევე პურზე წასასმელად.

მოხარშული შინდის მარცვლებს გავხეხავთ რკინის სახეხზე ან დავაბლენდერებთ.შინდის პიურეს დავაყრით 150 გრ.შაქარს და დაბალ ცეცხლზე ვხარშავთ  12-15 წუთის  განმავლობაში,თან ვურევთ ხის კოვზით – ის კარგად უნდა შესქელდეს.

მარმელადი გადავიტანოთ სილიკონის ფორმებში დაგავაგრილოთ,შემდეგ ამოვსვაროთ შაქარში.