როგორ მოვამზადოთ მსუბუქი და ჰაეროვანი ზეფირი სახლის პირობებში

ინგრედიენტები :

2 დიდი ზომის ვაშლი

1 კვერცხის ცილა

200 გრ.შაქარი

სიროფისათვის:

80 მლ.წყალი

220 გრ.შაქარი

4 გრ.აგარ-აგარი

მომზადების წესები :

გარეცხილი ვაშლი გავჭრათ შუაზე,გული ამოვაჭრათ,დავაწყოთ ღუმელის ტაფაზე( დაფენილი გვაქვს ქაღალდი),15 წუთი 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

ვაშლს მოვაშოროთ შემწვარი ქერქი და დავაბლენდეროთ.პიურე გავატაროთ საცერში,შევურიოთ შაქარი და გავაგრილოთ.

ვაშლის პიურეს დავუმატოთ კვერცხის ცილის ნახევარი,როგორც კი მასა მოცულობაში გადიდდება,გათეთრდება ,შევათქვიფოთ დარჩენილი ცილა და ვთქვიფოთ 3-4 წუთი.

თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ აგარ-აგარი და მივიყვანოთ ადუღებამდე.შემდეგ დავუმატოთ საკვები საღებავი და შაქარი.სიროფი საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ და ცეცხლზე გავაჩეროთ 5 წუთი.

ვაშლისა და კვერცხის ცილისაგან მომზადებულ მასაში წვრილი ჭავლით ჩავასხათ ცხელი სიროფი,თან ვთქვიფოთ 6-8 წუთი.მასა ნელნელა გასქელდება.

მასა გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ქაღალდზე დავსვათ ზეფირები.ზეფირი დავტოვოთ მთელი ღამე გამოსაშრობად.დილით კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ორი ნახევარი შევაერთოდ.

 

კრემ -მუსი ბეილისი

ინგრედიენტები:

2 კვერცხი

50 გრ.კონიაკი

200 გრ.შედედებული რძე

მომზადების წესები :

შედედებულ რძეში   ავქვიფოთ კვერცხი ,შემოვდაგათ ორთქლის აბაზანაზე. როგორც კი მას შესქელდება  ( განუწყვეტლივ ვურევთ),ჩავამატებთ კონიაკს და კარგად მოვურევთ.სოუსი ბეილისი გადავასხათ მანდარინის კექს.

ნაყინი არაჟნით

ინგრედიენტები :

700 გრ.სქელი არაჟანი

300 გრ.შედედებული რძე

1 ლიმონის ცედრა და წვენი

მმზადების წესები ;

არაჟანი და შედედებული რძე მიქსერით ავთქვიფოთ ,დავუმატოთ ლიმონის წვენი და ცედრა.თხევადი ნაყინი გადავიტანოთ კონტეინერში და გავყინოთ.ყოველ ერთ საათში ერთხელ კონტეინერშივე ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით  და 3 საათში ნაყინი მზადაა

საზამთროს ნაყინი

ინგრედიენტები:

400 გრ.საზამთრო ( კურკებგამოცლილი)

1 ს.კოვზი  შაქრის პუდრა

200 მლ 35% ნაღები

საზამთრო დავაბლენდეროთ და შევურიოთ შაქრის პუდრა.

ცივი ნაღები მიქსერით ამოვიყვანოთ,დავუმატოთ საზამთროს პიურე.

თხევადი ნაყინი გადავიტანოთ კონტეინეტში და შევდოთ საყინულეში.ყოველ ერთ  საათში ერთხელ მიქსერით ავთქვიფოთ ნაყენი და 5 საათში მზად არის.

ავოკადოს ნაყინი თაფლით

ინგრედიენტები

500 მლ.ნაღები 35%

3 კვერცხის გული

300 გრ.შაქარი

2 ავოკადო

50 გრ.თაფლი

1 ლაიმა

1 ლიმონი

მარილი

 

ავოკადოს რბილობი,  თაფლი,შაქარი,ლიმონი და ლაიმას წვენი,ცედრა  და  მარილი ერთად დავაბლენდეროთ.

კვარცხის გული გავთქვიფოთ,დავასხათ ნაღები , შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე ,მივიყვანოთ ადუღებამდე.როგორც კი პირველივე ბუშტუკები გაჩნდება გადმოვდგათ. ნაყინის მოსამზადებლად დაგვჭირდება მთლიანი მასის 500 მლ.

250 მლ. ნაღები ჩავასხათ ბლენდერში და დავაბლენდეროთ ავოკადოს მასასთან ერთად,რომ გახდეს ერთგვაროვანი.შემდეგ შევურიოთ ნაღების მეორე ნახევარი.თხევადი ნაყინი გადავიტანოთ ჭიქებში და საყინულეში 2 საათი გავყინოთ.

.

 

 

 

ყავის ნაყინი

ინგრდიენტები :

4 კვერცხის გული

20 გრ.უნალექო ყავა

80 გრ.შაქარი

200 მლ.რძე

200 მლ.33% ნაღები

მომზადების წესები :

ჭურჭელში რძე ჩავასხათ, უნალექო ყავა დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ.

კვერცხის გულებისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი.

გოგლიმოგლი ჩავასხათ მოდურებულ რძეში,ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ გასქელებამდე,არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ  და  ეს მასა გასაციებლად მაცივარში შევდოთ.

ასევე მოგეწონებათ კაკაოს ნაყინის რეცეპტი.

ძალიან კარგად გაციებული ნაღები ამოვიყვანოთ ,შევურიოთ მოდუღებული მასა და გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში,მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.

შოკოლადის ნაყინი “ჯელატო” – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

200 მლ.ნატურალური რძე

250 მლ.მაღალპროცენტიანი ნაღები

4 კვერცხის გული

150 გრ.შაქარი

50 გრამი შავი შოკოლადის ფილა

50 გრ.კაკოს ფხვნილი

ვანილი

მომზადების წესები :

რძე და ნაღები ერთმანეთში  შევურიოთ,დავუმატოთ 75 გრ. შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე.სითხე ოდნავ გავაგრილოთ.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ დანარჩენ შაქართან ერთად,დავუმატოთ ვანილი, კაკოს ფხვნილი, დავასხათ სითხე, ვთქვიფოთ მიქსერით, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე,განუწყვეტლივ ვურიოთ შესქელებამდე,არ უნდა ავადუღოთ.შესქელებული მასა გავატაროთ საცერში.ცხელშივე ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადის ფილა და კარგად მოვურიოთ.

ქვაბი წყლიან ჭურჭელში მოვათავსოთ და ისე გავაგრილოთ,შემდეგ გასაყინ ფორმაში გადავიტანოთ და შევდოთ საყინულეში.ყოველ ერთ საათში ერთხელ გამოვიღოთ მაცივრიდან,ავურიოთ და 6 საათში ნაყინი მზად არის.

იტალიური ნაყინი – ”ჯელატო”

ინგრედიენტები :

250 მლ.ნატურალური რძე

250 მლ.მაღალპროცენტიანი ნაღები

4 კვერცხის გული

150 გრ.შაქარი

ვანილი

მომზადების წესები :

რძე და ნაღები ერთმანეთში  შევურიოთ,დავუმატოთ 75 გრ. შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე.სითხე ოდნავ გავაგრილოთ.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ დანარჩენ შაქართან ერთად,დავუმატოთ ვანილი,დავასხათ სითხე, ვთქვიფოთ მიქსერით, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე,განუწყვეტლივ ვურიოთ შესქელებამდე,არ უნდა ავადუღოთ.შესქელებული მასა გავატაროთ საცერში.

ქვაბი წყლიან ჭურჭელში მოვათავსოთ და ისე გავაგრილოთ,შემდეგ გასაყინ ფორმაში გადავიტანოთ და შევდოთ საყინულეში.ყოველ ერთ საათში ერთხელ გამოვიღოთ მაცივრიდან,ავურიოთ და 6 საათში ნაყინი მზად არის.

ნაყინი პლომბირი შედედებული რძით

ინგრედიენტები:

400 გრ.მაღალპროცენტიანი ნაღები

200 გრ.შედედებული რძე

მწიკვი ვანილი.

 

ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე.მიღებული ნაყინის მას გადავიტანოთ კონტეინერში,დავახუროთ თავზე და მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.

ნაყინი პლომბირი

ინგრედიენტები:

4 კვერცხის გული

90 გრ.შაქარს პუდრა

250 მლ.რძე (6%)

350 მლ.33% ნაღები

ვანილი

 

ჭურჭელში რძე ჩავასხათ, ვანილი დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ.

კვერცხის გულებისა და შაქრის პუდრისაგან  გავაკეთოთ გოგლიმოგლი.

გოგლიმოგლი ჩავასხათ მოდურებულ რძეში,ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ გასქელებამდე,არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ  და  ეს მასა გასაციებლად მაცივარში შევდოთ.

ძალიან კარგად გაციებული ნაღები ამოვიყვანოთ ,შევურიოთ მოდუღებული მასა და გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში,მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.