ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის:

10 კვერცხის ცილა

7 კვერცხის გული

6 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესები :

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  3 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას

ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის  ბუშტუკები.

ბისკვიტის ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და თავის დიამეტრი უნდა იყოს 2 სანტიმეტრი.

დავსვათ ცხიმწასმულ ქაღალდზე ერთნაირი ზომის და ფორმის ბურთულები.გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15-20 წუთი.

კარგად გაციებული ბურთულები ავაცილოთ ქაღალდიდან და  ორი ცალი მივაწებოთ კრემით.

კრემი :

75 მლ.წყალი

143 გრ.შაქარი

55 გრ.შედედებული რძე

235 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

წყლისა და საქრისგან მოვამზადოთ სიროფი.სიროფი მოვადუღოთ 110 გრადუსზე,შევურიოთ შედედებული რძე და გავაგრილოთ.

ავთქვიფოთ კარაქი და შევურიოთ  თხევადი მასა მიქსერით.კრემი

ზემოთა ნაწილი დავნამოთ  ჩვენთვის სასურველი სიროფით და ნამცხვარი რომ არ დაგვეშალოს გავაჩეროთ ერთი საათი.შემდეგ კი ზედა ნაწილი ამოვსვაროთ  შოკოლადის მინანქარში ან გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

“იქსი ”არაჟნის ტორტი -რეცეპტი დედების წიგნიდან

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

200 გრ.შაქარი

200 გრ. არაჟანი

2 ჩაის კოვზი სოდა

360 -400 გრ.ფქვილი 

100გრ.კარტოფილის სახამებელი

ვანილი

კრემი :

200 გრამი კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.არაჟანი

მომზადების წესები :

კვერცხი გათეთრებამდე ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

არაჟანში გავხსნათ სოდა.არაჟანი აფუვდება და შევურიოთ გოგლი- მოგლს.

მასას სევურიოთ დაცრილი ფქვილი და კარტოფილის სახამებელი.

მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

ფორმას მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი და გადავიტანოთ ცომის ერთი ნაწილი.გამოვაცხოთ 170 გრადუსზე .ფირფიტები მალე ცხვება.

კრემისათვის არაჟანი წინასწარ გავწუროთ დოლბანდში.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს შევათქვიფოთ შაქარი,უმჯობესია შაქრის პუდრა და ხის კოვზით შევურიოთ გაწურული არაჟანი.

200 გრ.ნიგოზი დავჭრათ.

ფენებს გვერდები ავათალოთ  და დავაქუცმაცოთ.

ავაწყოთ ტორტი   ; ფირფიტა-კრემი-დაჭრილი ნოგოზი.

ტორტს მოვაყაროთ თავისივე ნამცეცები.არაჟნის ტორტს ძალიან უხდება ასევე მონანქრიტაც გაფორმება.

 

შოკოლადის ტორტი მინანქრით

დესერტი სახელწოდებით  ” ობამა ” – ფაფუკი და არომატული შოკოლადის ბისკვიტები გაჟღენთილი  მინანქრით  ძალიან პოპულარულია დასავლეთ საქართველოში,კერძოდ კი სამეგრელოში. ნამცხვარი ძალიან მარტივი მოსამზადებელია  ნებისმიერი  ასაკის დიასახლისისათვის.

ინგრედიენტები  ერთი ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

6 სუფრის კოვზი შაქარი

6 სუფრის  ფქვილი

5 სუფრის კოვზი კაკაო

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

2 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესები :

მოვამზადოთ მშრალი ინგრედიენტები :  ფქვილი და კაკო ერთად გავცრათ.

კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე,შემდეგ შევურიოთ თაფლი სოდა ძმრით და ფქვილი.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცოტა ცხიმი,გადავიტანოთ ცომი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

იგივე წესით და იმავე  რაოდენობის ინგრედიენტებით გამოვაცხოთ მეორე  შოკოლადის ბისკვიტი.

გაგრილებული ბისკვიტები გავჭრათ შუაზე.

ბისკვიტის ფირფიტები ერთმანეთზე დავაწყოთ.ფენებს შუა მოვასხათ ცხელი მინანქარი.რომ კარგად გაიჟღინთოს. მინანქარი მოვიტოვოთ და უკვე გაგრილებული გადავასხათ ნამცხვარს ზემოდან. ტორტი გავაფორმოთ სურვილისამებრ.

შოკოლადის მინანქარი :

400გრ.მოხარშული შედედებული რძე

200 გრ.კარაქი

12  სუფრის კოვზი შაქარი

2 სუფრის კოვზი კაკაო

100 მლ.წყალი

1 სუფრის კოვზი ზეთი ( სიპრიალისთვის)

1 ფილა შოკოლადი სურვილისამებრ

მომზადების წესები :

კაკო გავხსნათ წყალში.

მოხარშული შედედებული რძე, კარაქი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს და 1-2 წუთი მოვადუღოთ, ჩავასხათ თხევადი კაკო,ზეთი  და ერთი წუთი  კიდევ ვადუღოთ.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და თუ სურვილი გვაქვს ,ოდნავ გაგრილებულში ჩავყაროთ შოკოლადის დატეხილი ფილა.

.

 

 

 

იტალიური დესერტი პანაკოტა

ინგრედიენტები :

500 მლ 35% ნაღები

1 ვანილის ჩხირი ან შაქრიანი ვანილი

130 მლ.რძე

50 გრ.შაქარი

10 გრ.ჟელატინი

50 მლ.წყალი

ხილის სოუსი :

250 გრ.ხილი

1,5 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა წყალი

ვანილი

ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ნაღები ,დავუმატოთ რძე, შაქარი , ვანილი და გავაცხელოთ.

ნარევი არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე.

ცხელ ნაღებში ჩავდოთ აფუებული ჟელატინი.

პანაკოტა ჩავასხათ მინის ჭიქაში, გადავაფაროთ პლასტიკი და 1 საათი შევდოთ მაცივარში.

ხილის სოუსი:

1 ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.სიროფი ვადუღოთ 10 წუთი.

ცხელ სიროფში ჩავყაროთ ხილი,დავახუროთ თავსახური და გავაციოთ.

პანაკოტას ჭიქიდან ამოსაღებად,ჭიქა 1-2 წუთი მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე,დავაფაროთ

თეფში და გადმოვაბრუნოთ.პანაკოტა გავაფორმოთ პიტნითა და ალუბლის ან კენკროვანის სოუსით.

ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

შოკოლადის თაფლაკვერი, იგივე “პრიანიკი “

ინგრედიენტები :

200 მლ.რძე

50 გრ.თაფლი ( 1,5 სუფრის კოვზი)

20 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი –  პირველი ნაწილი

200 გრ.შაქარი

40 გრ.კვერცხის გული

1 ჩაის კოვზი დარიჩინი

1 ჩაის კოვზი მშრალი ჯანჯაფილი

1/3 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი

250 გრ.ფქვილი მეორე ნაწილი

60 გრ.კაკაო მაღალი ხარისხის

7 გრ. სოდა

აისინგი :

60 გრ.კვერცხის ცილა

250 გრ.შაქრის პუდრა

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

შაქრი და  100 გრ. ფქვილი (პირველი ნაწილი ) შევურიოთ ერთმანეთს.

რძეში ჩავყაროთ სანელებლები ( დარიჩინი,ჟანჯაფილი, მუსკატი )., შევურიოთ თაფლი და გაზზე გამდნარი კარაქი.

რძიანი მასა ,როგორც კი ადუღდება ,გადმოვდგათ და დავაყაროთ საქრისა დაფქვილის ნარევი.ცხელ რძეში ფქვილი მოიხარშება, შაქარი გადნება.ცოტა ხნით გავჩეროთ გაგრილებამდე.

შევურიოთ  მეორე ნაწილი ფქვილი,კაკაო და სოდა ერთმანეთს.კაკაო უნდა ავიღოთ ძალიან ხარისხიანი,რონ თაფლაკვერს გემო არ შეუცვალოს.

თხელ ცომს დავუმატოთ კვერცხის გულები ,მოვურიოთ და ამის შემდეგ შევათქვიფოთ  დანარჩენი.მშრალი ინგრედიენტები. მივიღებთ მუქი ფერის წებოვან ცომს. ცომი ხელზე მიგვეკვრება,მაგრამ ფქვილის დამატება არ შეიძლება.

ფქვილმოყრილ მაგიდაზე ცომი  5-6 მმ სისქზე გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ სასურველი ფორმები ან დავყოთ გუნდებად და თითოეულს მივცეთ ბურთულის ფორმა.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი, დავაწყოთ ცომის ბურთულები, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

გაგრილებული პრიანიკები ამოვსვაროთ აისინგში.

აისინგის მომზადება : კვერცხის ცილა, შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი შევურიოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორცხობილა მაზურკა – პოლინური სამზარეულო

ინგრედიენტები :

  • 2 ცალი კვერცხი
  • 130 გრ ქიშმიში
  • 100 გრ ნიგოზი
  • 180 გ შაქარი
  • 120 გრ ფქვილი
  • 1.5 ჩ / კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთი.წყალი გადავწუროთ და ქიშმიში შევამშრალოთ.

ნიგოზი მოვხალოთ და დანით დავჭრათ.

ფქვილში ავურიოთ გამახვიერებელი.

ორი კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შევათქვიფოთ შაქარი და შევურიოთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.ბოლოს დავუმატოთ ქიშმიში და ნიგოზი.

საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, დავასხათ ცომი და წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ  15- 20 წუთი.

გამომცხვარი ორცხობილა დავჭრათ რომბებად ან ჩვენთვის სასურველ ფორმებად.

 

ღუმელში გამომცხვარი ზარმაცი ბლინები” Pannukakku “-ფინური სამზარეულო

ფინური სტილის ზარმაცი ბლინები – Pannukakku, ცომეულია მათთვის, ვისაც უყვარს კარგი ჭამა და არ სურს გაზქურასთან იდგეს მთელი დღის განმავლობაში..ფაქტია, რომ დესერტს ერთ ფენად  აცხობენ საცხობ ფირფიტაზე, შემდეგ კი ნაჭრებად დაჭრიან ან ახვევენ.

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

3 კვერცხი

250 გრ.ფქვილი

3 სუფრის კოვზი შაქარი

გამაფხვიერებელი დანის წვერით

50 გრ.გაზზე გამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

გულსართი:

200 გრ.ხაჭო, 2 უსფრის კოვზი შაქარი და ალუბალი

ან ნებისმიერი სურვილის მიხედვით

მომზადების წესები :

თუმელის ფირფიტაზე დავაფიმოთ ქაღალდი, მოვუსვათ ცხიმი.

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე.

მოვამზადოთ ბლინის ცომი, დავასხათ ღუმელის ფირფიტაზე და გამოვაცხოთ 15-20 წუთი.

გულსართის მომზადება :  ხაჭო დავაბლენდეროთ,შევურიოთ შაქარი და ალუბალი.

ოდნავ გაგრილებულ ბლინს წავუსვათ ხაჭოს გულსართი და გადავახვიოთ.

პანუკაკუ დავჭრაათ ნაჭრებად და მივირთვათ გემრიელად!

 

 

ბლინები უკრაინულად

ინგრედიენტები :

300 მლ. რძე

2 სუფრის კოვზი ზეთი

2 კვერცხი

1 სუფრის კოვზი შაქარი

140 გრ.ფქვილი

ალუბლის მურაბა ან შესქელებული რძე

მომზადების წესები :

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ,დავუმატოთ რძე ფქვილი და ზეთი.

ტაფას თხლად მოვუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ თხელი ბლინები .

ბლინებსა მოვასხათ  შესქელებული რძე და ოთხად გადავკეცოთ.

ზემოდანაც მოვასხათ შესქელებული რძე და ალუბლის მურაბით მოვრთოთ.

 

ხაჭოს ბუთხუზები – ორცხობილა ბავშვებისათვის

ინგრედიენტები  :

  • 500 გრ.ხაჭო
  • 400 მლ.არაჟანი
  • 6 კვერცხის გული
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 5-6 ჭიქა ფქვილი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი

მომზადების წესები :

ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი შევურიოთ.

ხაჭოს შევათქვიფოთ კვერცხის გულები და არაჟანი.

მიღებულ თხევად მასას შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი.

ცომი შევინახოთ 1 საათი მაცივარში.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსამდე,შემდეგ დავუწიოთ 150 გრადუსამდე და შევდგათ გამოსაცხობად ცომისაგან დამზადებული  თანაბარი ზომის ბურთულები.

ვაცხობთ დაახლოებით 20 წუთი დაბრაწვამდე.