ბატკნის,ხბოს,ქათმის ხორცის ,სოკოს ჩაქაფული .

ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძია.ჩვენ გთავაზობთ ამ შესანიშნავი კერძის კლასიკურ  და არატრადიციულ რეცეპტებს.

ბატკნის ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ბატკნის ხორცი დავჭრათ . გაგრძელება >>>

ხბოს ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ. ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

ცოტა პიტნა ან წიწმატი თუ სურვილი გვაქვს

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა ან გემოვნებით.

1 თავი მწვანე ნიორი

მომზადების წესები :

ხბოს გარეცხილი  ხორცი დავჭრათ ,ჩადოთ ქვაბში.

ქვაბის ძირზე ხორცი რომ არ მიიწვას ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი,დავახუროთ თავსახური და მოვხარშოთ საკუთარ წვენში.

გაგრძელება >>>

ქათმის ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ.ქათმის ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

ნახევარი თავი ხახვი

ცოტა კარაქი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ქათმის ხორცი დავჭრათ  და თავდახურულ ჭურჭელში მოვხრაკოთ ცოტა კარაქში და  წვრილად დაჭრილ ხახვში დაბალ ცეცხლზე. დავასხათ წყალი და  მოვხარშოთ.

მწვანილები ,მწვანე ხახვი  ახალი ნიორი წვრილად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.გაგრძელება>>>

სოკოს ჩაქაფული

ინგრდიენტები:

1 კგ.სოკო

1 კონა მწვანე ხახვი

3 თავი თეთრი ხახვი

1 მუჭა ტყემალი

100 გრ ტარხუნა

გაგრძელება>>>

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბადრიჯნისა და სოკოს კუჭმაჭი – ქართული სამარხვო კერძი

ინგრედიენტები:

4 ბადრიჯანი

1 წითელი ხახვი

2 კბილი ნიორი

1 პატარა ზომის წითელი ბულგარული ( შეგვიძლია არც დავუმატოთ)

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

100  მლ.ზეთი

0,5 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი

0,5 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ბადრიჯანი დავჭრათ მსხვილ კუბებად,მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 30 წუთი.

ბადრიჯანი გამოუშვებს მწარე წვენს  და სითხე გადავწუროთ.

ტაფაზე დავასხათ ზეთი  ( ბადრიჯანს უნდა ფარავდეს)და მასში შევწვათ ბადრიჯანი.

კუბებად დავჭრათ წითელი ხახვი,ნიორი და ბულგარული.

შემწვარ ბადრიჯანს დავაყაროთ დაჭრილი ხახვი,ნიორი და ბულგარული და ერტად ვშუშოთ.

მოშუშული ბოსტნეული შევაზავოთ მარილით, წიწაკით, სუნელებით და მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.

სოკოს კუჭმაჭი

2კგ.ხის სოკო

300 გრ.ნიგოზი

5 კბილი ნიორი

სუნელები

100 გრ.კონსერვირებული არტიშოკი,თუ სურვილი გვაქვს

2 ჩ.კოვზი ხარჩოს სუნელი

1 ჩ.კოვზი ქონდარი

მარილი და  დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ხის სოკო დავჭრათ და მოვხალოთ სქელძირიან ტაფაში მაღალ ცეცხლზე,მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვშუშოთ.

ნიგოზი და ნიორი დავაბლენდეროთ,გავათხელოთ წყლით და შევურიოთ სუნელები: ქონდარი,ყვითელი ყვავილი,ხმელი ქინძი და უცხო სუნელი.

ხის სოკოს დავასხათ სოუსი,მოვაყაროთ არტიშოკი,მარილი, დაღერღილი წიწაკა,მოვურიოთ და ბოლოს  მოვაყაროთ ბროწეული და დაჭრილი ქინძი.

 

 

 

 

 

საქონლის ენისა და სოკოს კუჭმაჭი. ელარჯის ჩხირები

ინგრედიენტები 4 ულუფისათვის :

800 გრ.საქონლის ენა

250 გრ.ხის სოკო

100 გრ.ხახვი

50 გრ.პამიდორი

5 გრ.აჯიკა

25 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

მოხარშული ენა დავჭრათ გრძლად და წვრილად.

ასევე გრძლად დაწვრილად დავჭრათ ხის სოკო.

კუბებად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,ჯერ დავუმატოთ დაჭრილი პამიდორი და აჯიკა,შემდეგ ხის სოკო და დაჭრილი მოხარშული ენა.ყველაფერი ერთად ჩავთუშოთ და ბოლოს მოვაყაროთ  მარილი,დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

ამ კერძს ძალიან უხდება ელარჯის  ჩხირები .

350 გრ.ღერღილი

250 გრ.სიმინდის ფქვილი

850 გრ.ყველი სულგუნი

 წაიკითხეთ ელარჯის მომზადების წესები.

ელარჯი დავჭრათ  ჩხირებად და შევწვათ ოთხივე მხრიდან კარაქში.

თეფშზე დავაწყოთ შემწვარი ელარჯის ჩხირები,კუჭმაჭი და მოვასხათ ალუბლის შარბათი.

 

რეცეპტის ავტორია  რუსეთში მოღვაწე შეფმზარეული იზო ძანძავა

 

 

ქათმის ფილეს,სოკოს,კიტრის და პამიდვრის საზაფხულო სალათა “მარწყვი”

გემრიელი და ამავე დროს უჩვეულო სალათი “მარწყვი” მზადდება უბრალოდ.  ეს კერძი თავისი უჩვეულო ფორმისა და დეკორაციის წყალობით სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა, სტუმრები დააფასებენ თქვენს ძალისხმევას.

ინგრედიენტები :

300 გრ.ქათმის ფილე

200 გრ.ქამა სოკო

3 პამიდორი

1 კიტრი

1 ხახვი

100 გრ.ყველი

30 მლ.ზეთი

200 გრ.მაიონეზი

მომზადების წესები :

ქათმის ფილე მოვხარშოთ და გავაგრილოთ.

სოკო დავჭრათ და ტაფაზე შევწვათ.წვის პროცესის შუაში დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და  მოვაყაროთ მარილი.

ბრტყელ თეფშზე ავაწყოთ სალათი: პირველი  ფენა ქათმის ფილე,მეორე-სოკო და ხახვი,მესამე კი გახეხილი ყველი.ასე ავაწყობთ ბოლომდე,სანამ ინგრედიენტები არ გამოგველევა.ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი. ინგრედიენტები დავაწყოთ ისე,რომ მივიღოთ მარწყვის ფორმა.

ბოლოს სალათი ზემოდან დავფაროთ დაჭრილი პომიდვრით და გავაფორმოთ კიტრით

 

გემრიელი ქათმის კატლეტები სოკოთი და ახალი კარტოფილის გარნირით

     აბა, რომელ ჩვენგანს არ გვიყვარს კოტლეტი? კოტლეტი ახალი კარტოფილის გარნირით იოლი მოსამზადებელია და  გემრიელია.

ინგრედიენტები :

1 კილო ქათმის ხორცი

300 გრ.სოკოს

1 პომიდორი

1-2 კბილი ნიორი

1-2 თავი ხახვი

ხარჩოს სუნელი

საფანელი

ორეგანო და ჯანჯაფილი სურვილისამებრ

ქინძი,კამა სურვილისამებრ

მარილი  და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ქათმის ხორცი მოვხარშოთ და დავძენძოთ.

ხახვი და ნიორი დავაბლენდეროთ.

სოკო ძალიან წვრილად დავჭრათ.

პომიდორი წვრილად დავჭრათ.

მოხარშულ  და დაძენძილ ხორცს  შევურიოთ დაჭრილი და დაბლენდერებული ინგრედიენტები,საფანელი,სანელებლები,მარილი და წიწაკა.

ფარშისაგან დავამზადოთ კატლეტები და ჩვეულებრივი წესით შევწვათ ზეთში.

ახალი კარტოფილის გარნირი

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

1 ს.კოვზი მარილი (1 ლიტრა  მარილწყალის მოსამზადებლად)

1 პატარა კონა კამა

2-3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი, ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი, ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი. მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.

ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი გემოვნებით, მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

ცხელს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

 

ჩაშუშული – ახალი კარტოფილი რეჰანით,სატაცურით და სოკოთი

სოკოსა და ახალი კარტოფილის ჩაშუშული ქართული ტრადიციული  სეზონური კერძია მთელი ოჯახისათვის.

ინგრედიენტები :

700 გრ.ახალი კარტოფილი

300 გრ.სატაცური

500 გრ.სოკოს ხის ან ქამა

6 კბილი ნიორი

2 დიდი თავი ხახვი

2 ცალი მწარე მწვანე წიწაკა  ან გემოვნებით

50 გრ.რეჰანი

კამა

ზეთი და კარაქი( თუ მარხვაზე არ ვართ) შესაწვავად

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გარეცხილი კარტოფილები ჩავყაროთ  ღრმა ტაფაში,მოვასხათ ზეთი,დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 20 წუთი(ათი წუთის შემდეგ ამოვურიოთ).ჩანგლით შევამოწმოთ კარტოფილის მზაობა( შიგნით უნდა იყოს რბილი),გადავხადოთ თავსახური ,ავუწიოთ ცეცხლს და შევწვათ.

ხის სოკო დავჭრათ უხეშად.

ხახვი დავჭრათ წვრილად.

სატაცური დავჭრათ არც თუ ისე წვრილად.

ხახვი და ხის სოკო ცალკე მოვშუშოთ. დავაყაროთ სატაცური და ვაშუშოთ სოკოსთან და ხახვთან ერთად.

თუ ქამა სოკო გვაქვს,ფეხები მოვაშოროთ .ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ ხახვი,დაჭრილი ფეხები და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 7-8 წუთი.შემდეგ დავაყროთ ქუდები,დავახუროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 15 -20 წუთი.მომზადებამდე 5-10  წუთით ადრე დავაყაროთ სატაცური.

ამასობაში დავჭრათ ნიორი,რეჰანი,წიწაკა.

კარტოფილს დავაყაროთ მოშუშული სოკო,ხახვი და სატაცური ,ნიორი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და ცეცხლზე გავაჩეროთ 2 წუთი.მოვაყაროთ დაჭრილი კამა და რეჰანი.

ეს კერძი ძალიან გემრიელია და გურმანებს მოეწონებათ!

 

ჟულიენი ბოსტნეულით – ფრანგული სამზარეულო

ინგრედიენტები :

100 გრ.სტაფილო

150 გრ. ქამა სოკო

60 გრ ყველი გაუდა

150 გრ ხახვი

30 მლ.ზეითუნის ზეთი

30 გრ. კარაქი

50 მლ.თეთრი მშრალი ღვინო

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

სოკო და ბოსტნეული დავჭრათ.

ხახვი და სტაფილო ერთად მოვშუშოთ ზეთში და  კარაქში.

მოშუშულ ბოსტეულს ვუმატებთ სოკოს და კიდევ 5 წუთი ვშუშავთ.

მოშუშულ მასას დავასხათ ღვინო ,კიდევ 5 წუთი ვშუშავთ და შემდეგ ქაღალდის ხელსახოცზე გადავიტანოთ.როგორც კი ქაღალდის ხელსახოცი გაიჟღინთება ზედმეტი ცხიმით, ჩავყაროთ თასში,მოვასხათ სოუსი ბეშამელი “,გადავანაწილოთ თიხის ქოთნებში,მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ 15-20 წუთი. ასევე წაიკითხეთ “ჟარკოე “

 

 

 

 

გემრიელი და ნოყიერი ჟულიენი ქათმითა და სოკოთი

ინგრედიენტები :

150 გრ.ქათმის ფილე

150 გრ. ქამა სოკო

60 გრ ყველი გაუდა

80 გრ ხახვი ჩასაშუშად და 145 გრ.ბულიონისათვის

15 მლ.ზეითუნის ზეთი

15 გრ.ნაღების კარაქი

50 მლ.თეთრი მშრალი ღვინო

1 დაფნის ფოთოლი

1 მიხაკის ბუტკო

10 გრ. ( 2 ჩა.კოვზი) მარილი

1 მარცვალი ბაჰარი

მომზადების წესები :

მოვხარშოთ ქათმის ფილე.ბულიონში ჩავახარშოთ მიხაკი,დაფნის ფოთოლი,ბაჰარი,ხახვი.

სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად.

ხახვი კარაქში და ზეთში მოვშუშოთ,დავასხათ ღვინო და ვშუშოთ 5 წუთი.

მშრალად შევწვათ ( გამოვაშროთ) სოკო.

თასში დაჭრილი ქათმის ფილე,ხახვი ,სოკო დავყაროთ,მოვასხათ სოუსი ბეშამელი და მოვურიოთ.

თიხის ან კერამიკულ ქოთნებში გადავიტანოთ ხორციანი მასა,სქლად მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 200 გრადუსზე 10 15 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში.

ინგრედიენტები ბეშამელის სოუსისათვის :

800-1000 ლ. რძე
100 გრ. კარაქი
150- 200 ფქვილი
მუსკატის კაკალი
პილპილი
მარილი

მომზადების წესები ;

კარაქი  სქელძირიან ქვაბში გავადნოთ.

500 მ ლ რძე და ფქვილი დავაბლენდერეთ .  დავუმატოთ დამდნარი   კარაქი და  განუწყვეტლივ ვურიოთ, დარჩენილი რძით შევავსოთ

და  მუსკატის კაკალით( გახეხილი). პილპილითა და მარილით შევზავოთ.

 

 

 

 

ბოსტნეულით ფარშირებული კარტოფილი ბეკონით

ინგრედიენტები :

900 გრ.კარტოფილი

150 გრ.ინდაურის ფილე ან ქათმის ფილე

150 გრ.ძროხის ხორცი

300 გრ.ქამა სოკო

500 მლ.რძე

12 ცალი ბეკონი

2 თავი ხახვი

1 სტაფილო

1 წითელი ბულგარული

2-3 ღერი მწვანე ხახვი

100 გრ.კონსერვირებული სიმინდის მარცვლები

3 კბილი ნიორი

10 ღერი ოხრახურში

5 ტოტი ქინძი

20 გრ.კარაქი

40 მლ.ზეთი

30 მლ.არაჟანი

3 გრ.ხმელი ბაზილილი

7 გრ.შავი დაფქული წიწაკა

3 გრ.წითელი დაფქული წიწაკა

17 გრ.მარილი

500 მლ.წყალი

 

მომზადების წესები :

პირველ რიგში მოვამზადოთ ხორცის გულსართი:

საქონლი ხორცი ,ინდაურის ფილე, 1თავი ხახვი,1 კბილი ნიორი,1 სტაფილო გავატაროთ ხორცსაკეპში.შევურიოთ წვრილად დაჭრილი ქინძი,5 გრ.მარილი(ნახ.ჩაის კოვზი) ,3 გრ.ხმელი ბაზილიკი, ნახ.ჩაის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა და იგივე რაოდენობის შავი დაფქული წიწაკა.ფარშს გადავაფაროთ თავზე და ნახევარი საათი სევდოთ მაცივარში.

მოვამზადოთ სოკოსა და ბოსტნეულის გულსართი:

300 გრ.ქამა სოკო დავჭრათ კუბებად.

ერთი თავი ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად.

ავიღოთ ორი ტაფა და თითოეულში ჩავასხათ 2 ს.კოვზი ზეთი.

ერთ ტაფაში მოვსუშოთ ხახვი,მეორეში კი სოკო.პარალელურად დავჭრათ კუბებად ბულგარული,ოხრახურში და მწვანე ხახვი წვრილად.

მოშუშულ სოკოს დავუმატოთ 1 გრ.შავი დაფქული წიწაკა და 2 გრ.მარილი.ბოლოს კი შევურიოთ არაჟანი

მოშუშულ ხახვს დავუმატოთ სიმინდის მარცვლები,1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დავუმატოთ მწვანილი და ბულგარული წიწაკა.ვშუშოთ  3-4 წუთი.

რძეში ჩავასხათ წყალი,ჩავდოთ კარაქი,დავუმატოთ ნახ.შ.კოვზი მარილი და ავადუღოთ.

6 ცალი წითელი კარტოფილი გავთალოთ,თავი  და ბოლო მოვაჭრათ,გამოვუღოთ გული და მივიღებთ კარტოფილის კასრებს.კარტოფილის კასრები  ნახევრად მოვხარშორ რძეში.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

ნახევრად მოხარშული კარტოფილები დავწრიტოთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ კარტოფილები,ავავსოთ  სხვადასხვა სახეობის ფარშით.თოთოეულს შემოვახვიოთ ორი ცალი ბეკონის ,რომლებსაც დავამაგრებთ ხის ჯოხით და შევდებთ 40 წუთი ღუმელში.

ეს არის საოცრად გემრიელი კერძი მზად არის!

 

 

 

 

ფრიტატა სოკოთი – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

300 გრ. ქამა სოკო

1 ხახვი

1 ს.კოვზი გახეხილი პარმეზანი

ზეთი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

თუ არ იცით რა უნდა გააკეთოთ საუზმეზე, გთავაზობთ ფრიტატას რეცეპტს. სოკოთი მომზადებული  იტალიური ომლეტი არის  გემრიელი და მსუყე, უფრო მეტიც, იგი მზადდება მარტივად,  რაც მთავარია – სწრაფად!

მომზადების წესები :

სოკო  და ხახვი დავჭრათ წვრილად.

ზეთში ერთად მოვშუშოთ სოკო და ხახვი,ვუმატებთ მარილს და წიწაკას გემოვნებით.

კვერცხები ავთქვიფოთ,შევურიოთ გახეხილი პარმეზანი,დავასხათ ხახვთან ერთად მოშუშულ სოკოს და შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი გამოსაცხობად.

ცხელ კერძს მოვაყაროთ მწვანილი, გახეხილი ყველი და დავჭრათ ულუფებად