სამარხვო შვრიის კატლეტები

ინგრედიენტები :

1 ჭიქა შვრიის ფანტელები

1 ხახვი

1 სტაფილო

1 კარტოფილი

2 კბილი ნიორი

1 პატარა კონა მწვანილი

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

 

მომზადების წესები :

შვრიის ფანტელებს დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 20 წუთი.

კარტოფილი, სტაფილო  გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ნიორი დავჭყლიტოთ.

მწვანილი  და ხახვი წვრილად დავჭრათ.

შვრიას შევურიოთ ინგრედიენტები,მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.

თუ  ჰერკულესის ფარში ძალიან თხელი გამოგვივა,დავუმატოთ შვრიის ფანტელები.

კატლეტები შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან.

სამარხვო წიწიბურას კატლეტები

ინგრედიენტები:

1 ჭიქა წიწიბურა

2 ჭიქა წყალი

2- 3 ცალი კარტოფილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მწვანილი სურვილისამებრ

 

წიწიბურას დავასხათ წყალი , წამოვადუღოთ,მოვაყაროთ მარილი,ცეცხლს დავუწიოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ.

კარტოფილი გავხეხოთ და ხელით გავწუროთ.

წიწიბურას ფაფას  დავუმატოთ გახეხილი კარტოფილი და საჭყლეტით დავჭყლიტოთ.

ფარში შევაზავოთ მარილით, შავი დაფქული წიწაკითა და მწვანილებით  სურვილისამერ.

წიწიბურას ფარშის პატარა გუნდები ამოვსვაროთ საფანელში  და  ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან.

სამარხვო წიწიბურას კატლეტები სოკოთი

ინგრედიენტები:

500 გრ.წიწიბურა

300 გრ.ქამა სოკო

1 ხახვი

10 გრ.კარტოფილის სახამებელი

კამა,ოხრახურში,მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

მოვხარშოთ წიწიბურა.

ხახვი და სოკო დავჭრათ წვრილად და ერთად მოვშუშოთ ზეთიან ტაფაზე.

სოკო,ხახვი,წიწიბურა გადავიტანოთ ბლენდერში,დავამატოთ სახამებელი,მარილი,წიწაკა,მწვანილები გემოვნებით და დავაბლენდეროთ.

წიწიბურას ფარშის პატარა გუნდები ამოვსვაროთ საფანელში  და  ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

 

 

 

აზუ თათრულად

ინგრედიენტები :

500 გრ. საქონლის ხორცის რბილობი

2 თავი ხახვი

3 მჟავე კიტრი

1 კბილი ნიორი

1 ჭიქა წყალი

1 ს.კოვზი ტომატ-პასტა

3 პამიდორი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

ოხრახურში

 

მომზადების წესები ;

ხორცის თხელი ფირფიტები მსუბუქად დავბეგვოთ და დავჭრათ 3-4 სმ-ის წვრილ ზოლებად.

ზეთიან ღრმა ტაფა-ქვაბში   მოვბრაწოთ ხორცი,შემდეგ დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი , ნიორი, ცეცხლს დავუწიოთ და ერთად მოვშუშოთ.

ხორცს დავასხათ წყალში გახსნილი ტომატ-პასტა, დავაყაროთ კუბებად დაჭრილი პამიდორი, მჟავე კიტრი.

ქვაბს თავზე დავაფაროთ და ვშუშოთ ხორცის მომზადებამდე.

ცალკე ტაფაზე შევწვათ მსხვილ ზოლებად   დაჭრილი კარტოფილი.

შემწვარი კარტოფილი გადავიტანოთ კერძში, წამოვადუღოთ,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და ოხრახურში.

 

 

 

 

 

ხორცის “ჟარკოე” ბოსტნეულით

ინგედიენტები :

800 გრ.ნებისმიერი ხორცი

1,2 კგ კარტოფილი

400 გრ.პამიდორი

200 გრ.სტაფილო

1 ჩ.კოვზი ყავისფერი შაქარი

150 გრ.წითელი ბულგარული

1 თავი ხახვი

3 ს.კოვზი ზეთი

1,5 ჭიქა წყალი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მწვანე ხახვი,ოხრახურში,სუნელები გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ზეთში შევწვათ  ორივე მხრიდან.

კარტოფილი გავთალოთ,გავჭრათ 4-6 ნაწილად , დავაყაროთ ხორცს და ერთად შევწვათ  მაღალ ცეცხლზე  4-5 წუთი.

შემწვარ ხორცსა და კარტოფილს  მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და დავაყროთ მსხვილად დაჭრილი  ბულგარული,ხახვი,სტაფილი,ნიახურის ძირები,მოვაყაროთ ხმელი ქინძი  ან ჩვენთვის სასურველი სუნელები.ხორცი  და ბოსტნეული  მაღალ ცეცხლზე კიდევ შევწვათ 4-5 წუთის განმავლობაში,თან ხშირად ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.

კერძს დავასხათ წყალი,დავამატოთ დაჭრილი პამიდორი,ყავისფერი შაქარი,დავახუროთ თავსახური,დავუწიოთ ცეცხლს და კიდევ  ვშუშოთ  1სთ 20 წუთი .

 

მზა კერძს მოვაყაროთ  დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახურში.

 

 

 

 

 

 

 

 

საქონლის ხორცი ჩინურად

ინგრედიენტები :

500 გრ.საქონლის ხორცი(უძვლო)

2 თავი ხახვი

2 სტაფილო

1 ს.კოვზი თაფლი

35 გრ.სახამებელი

1 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა

2-3 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

2 ს.კოვზი სოიოს სოუსი

ზეთი

 

მომზადების წესები :

ხორცი დავჭრათ გრძელ და წვრილ ნაჭრებად.

მარინადისათვის სოიოს სოუსში შევურიოთ თაფლი.

ხორცის ნაჭრები ამოვსვაროთ სახამებელში და დავამარინადოთ.

ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად,სტაფილო და ბულგარული კი წვრილად და გრძლად.ნიორი გავხეხოთ.

ვოკში ჩავასხათ ზეთი და გავახუროთ,ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები,შევწვათ.

შემწვარი ხორცი თეფშზე გადმოვიტანოთ.

იმავე ტაფაში ზეთში მოვშუშოთ ბოსტნეული შემდეგი თანმიმდევრობით: ნიორი,ხახვი,სტაფილო ბულგარული.

შემდეგ მოშუშულ ბოსტნეულს შევურიოთ შემწვარი ხორცი ,მოვაყაროთ სანელებლები და ცეცხლზე გავაჩეროთ 1-2 წუთი.

 

სალათი “ცეზარი”

ინგრედიენტები :

სალათი

499 გრ.ქათმის ფილე

1 შეკვრა სალათის ფურცელი

400 გრ.პამიდორი ჩერი

100 გრ.ყველი

1/2 ბატონი პური

2 კბილი ნიორი

3 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

დანის წვერი შაქარი

მარილი

მომზადების წესები :

2 კბილი ნიორი დავჭყლიტოთ . შევურიოთ 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი   და

2 ს.კოვზ სოიოს სოუსი.,მოვაყაროთ მარილი და მასში მოვათავსოთ ქათმის ფილე.

სოუსი :

2 კვერცხი

60 მლ ზეითუნის ზეთი

2 კბილი ნიორი

2 ჩ.კოვზი მდოგვი

3 ს.კოვზი ლიმონის წვენი

50 გრ.ყველი პარმეზანი

მარილი

3 ანჩოუსი

მზა ინგლისური ,იგივე

 ვუსტერსული  სოუსი(1 ჩ.კოვზი)

 

სოუსი ცეზარის მოსამზადებლად, აუცილებელია ,კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის.

კლასიკურ რეცეპტში უმატებენ ანჩოუს და ვუსტერსკის სოუსს,თუ არ გვაქვს,

მოვამზადოთ ამ ინგრედიენტების  გარეშე.

2 კვერცხი 1 წუთი ჩავდოთ მდუღარე წყალში,ამოვიღოთ 10 წუთი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

ნიორი გავატაროთ,პარმეზანი წვრილ სახეხზე გავხეხოთ.

ბლენდერის ჭიქაში ჩავდოთ კვერცხის გული ,ანჩოუსი,ნიორი,მდოგვი მოვაყაროთ მარილი,ჩავასხათ  ლიმონის წვენი, დავაბლენდეროთ.

შემდეგ ჩავყაროთ გახეხილი პარმეზანი.

დავასხათ ზეითუნის ზეთი,ვუსტერსული სოუსი  და 2-3 წუთი დავაბლენდეროთ.

სოუსი “ცეზარი “მზად არის.

თეთრი პური კუბებად  დავჭრათ.

1 ს.კოვზ ლიმონის წვენში გავხსნათ დანის წვერით შაქარი და მოვასხუროთ პურის ნაჭრებს.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავყაროთ პურის კუბები და შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 10-15 წუთი.

ზეითუნის ზეთში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი,დავასხათ ტაფაზე და 10 -15 წამის შემდეგ დავაყრით პურის კრუტონებს,მოვურევთ ხის კოვზით და გადავიტანთ ცალკე თეფშზე.

კრუტონებს გაუჯდებათ ნივრისა და ზეითუნის ზეთის არომატი.

ფილე ამოვიღოთ მარინადიდან,შევამშრალოთ,მოვაყაროთ მარილი.

ტაფაზე დავასხათ ზეთი,3-3 წუთი ორივე მხრიდან შევწვათ ქათმის ფილე.

დავჭრათ გრძელ ნაჭრებად.

ფოლგაზე დავდოთ 10 გრ.კარაქი,დავდოთ  ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე,მოვაყაროთ მარილი,შევახვიოთ,ისე როგორც ვარენიკი, მოვათავსოთ ღუმელის ტაფაზე და 150 გრადუსზე შევწვათ 20 წუთი.

სალათის ფურცლები მოვათავსოთ 20 წუთი წყალში, დავტეხოთ, მოვასხათ სოუსი ცეზარი.

1 საშუალო ზომის თეფშზე ავაწყოთ 1 პორცია სალათი.

თეფშის შუაში დავდოთ სალათის ფურცლები,მოვაყაროთ 5-8 კრუტონი,დავდოთ 5 ნაჭერი ფილე.

სურვილისამებრ ირგვლივ მოვუწყოთ პამიდორი ჩერი ან ყველი პარმეზანის 5 თხელი ფირფიტა.

 

 

 

 

მჟაუნას წვნიანი – ქართული საგაზაფხულო კერძი

ინგრედიენტები:

1 კგ ძვლიანი ხორცი

2 კონა მჟაუნა

2 თავი ხახვი

4 კარტოფილი

2 სტაფილო

2- 3 ს.კოვზი შვრია

ქინძი,კამა,ოხრახურში,მწვანე ხახვი

მარილი გემოვნებით

არაჟანი ან სამარხვო მაიონეზი

 

მომზადების წესები:

იგივე წესით შეგვიძლია, მოვამზადოთ უხორცოთ მჟაუნას სამარხვო წვნიანი

ხორცი მოვხარშოთ ,გავაცალოთ ძვალი,დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.

ცალკე ქვაბში ჩავყაროთ ხორცი,წვრილად დაჭრილი ხახვი ,გახეხილი სტაფილო ,დავასხათ 1-2 ს.კოვზი ზეთი და ერთად მოვშუშოთ. დავასხათ ბულიონი ან წყალი, ჩავყაოთ 4-ად გაჭრილი კარტოფილი და ვხარშოთ 5 წუთი.

კერძს დავუმატოთ  წვილად დაჭრილი მჟაუნა და ვხარშოთ 15 წუთი” სიმჟავის” გამოსვლამდე.შემდეგ დავუმატოთ მარილი.

კერძის მომზადებამდე 2-3 წუთით  ადრე ჩავყაროთ შვრია,წვრილად დაწრილი მწვანილები.

წვნიანი დიდხანს არ ვხარშოთ,რომ მწვანილებმა ფერი არ შეიცვალოს.

უგემრიელესი წვნიანი მივირთვათ არაჟანთან ერთად.თუ მარხვაზე ვართ, არაჟანი შევცვალოთ სამარხვო მაიონეზით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბოსტნეულის სამარხვო სალათი”შუბა”

ინგრედიენტები :

3 მოხარშული კარტოფილი

3 მოხარშული სტაფილო

2 მოხარშული ჭარხალი

1 ვაშლი

მწვანე ხახვი,კამა.

250-300 გრ. სამარხვო მაიონეზი

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი,ვაშლი ,სტაფილო,ჭარხალი ცალ-ცალკე გავხეხოთ.

თეფშზე ფენა ფენა დავალაგოთ კატროფილი,მწვანე ხახვი,კამა ,ვაშლი ,სტაფილო,ჭარხალი.

ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.

უკრაინული წითელი ბორში

ინგრედიენტები :

300 გრ. ძვლიანი ძროხის ხორცი

300 გრ. ძვლიანი  ღორის ხორცი

4 ცალი კარტოფილი

200 გრ.ჭარხალი

1 თავი ხახვი

400 გრ.კომბოსტო

1 სტაფილო

1 ს.კოვზი შაქარი

1 პამიდორი

2 ს.კოვზი ტომატი

30-50 გრ.ღორის ცხიმი( ე.წ. სალა)

3-4 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი ლიმონი ან ვაშლის ძმარი.

ოხრახურში

1 ს.კოვზი ფქვილი

1 დაფნის ფოთოლი

მწვანილი

 

მომზადების წესები :

მარილი,აჯიკა,ცხარე წითელი წიწაკა,არაჟანი გემოვნებით

ქვაბში ჩავდოთ ძროხის ხორცი და  შემოვდოთ ცეცხლზე,20 წუთის შემდეგ ჩავამატოთ ღორის ხორცი და როგორც კი წამოდუღდება,გადავაქციოთ ნახარში,დავასხათ ცივი წყალი,დავამარილოთ და მოვხარშოთ ბულიონი.დროდადრო ქაფი მოვხადოთ.თუ წყალი ძალიან ამოშრება,მაშინ ჩავამატოთ ადუღებული წყალი.

ხორცის მოხარშვამდე 10 წუთით ადრე დავჭრათ გათლილი კარტოფილი მსხვილ კუბებად ,ჭარხალი და სტაფილო ზოლებად,ხახვი წვრილად.,კომბოსტო წვრილ  ზოლებად.

ბულიონიდან ამოვიღოთ ხორცი, ჩავყაროთ კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა.

ხორცს მოვაშოროთ ძვლები და ჩავაბრუნოთ ბულიონში.

ჭარხალს მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი.ამ მეთოდის გამოყენებით  მივიღებთ წითელ ბორშს.

ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი ზეთი,დავყაროთ ჭარხალი,მოვაყროთ შაქარი ,დავუმატოთ ტომატი და მოვშუშოთ.

ცალკე ტაფაზე სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ ერთად ზეთში.შევურიოთ ფქვილი და 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ

კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი.მოვაყაროთ მარილი,წიწაკა.ვშუშოთ 5-10  წუთი.

მოშუშული ჭარხალი და სტაფილო გადავიტანოთ ბულიონში.

ნიორი, მწვანილი და ცხიმი( ე.წ. სალა) დავნაყოთ და ჩავდოთ ბულიონში,დავუმატოთ კომბოსტო და ვადუღოთ 10-15 წუთი.

ბოლოს ჩავუმატოთ 1 კბილი ნიორი,დაფნის ფოთოლი,აჯიკა. გადმოვდგათ ცეცხლიდან,ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ნიორი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივირთვათ არაჟანთან ერთად.

უკრაინული ბორში აუცილებლად უნდა მივირთვათ ნივრიან “პამპუშკებთან”