საქონლის ჩალაღაჯი ბროწეულის სოუსით, სტაფილოს პიურე

ინგრედიენტები;

საქონლის ჩალაღაჯი(სტრიპლოინი)

20 გრ.ზეთი

მარილი,პილპილი გემოვნებით

ბროწეულის სოუსი:

1 ცალი დიდი ზომის ბროწეული

1 კბილი ნიორი

20 მლ შავი ბალზამიკო

1/4 თავი ხახვი

1 ს/კ შაქარი

მარილი ,პილპილი გემოვნებით

სტაფილოს პიურე:

2 ცალი სტაფილი

30 მლ.ნაღები

პილპილი,მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები;

კარგად მოხარშული სტაფილო მოვათავსოთ თასში,ნაღები დავასხათ,მარილი,პილპილი მოვაყაროთ და ჩავწყლიტოთ.

ტაფაზე ბროწეულის მარცვლები,წვრილად დაჭრილი ხახვი,ორად გაჭრილი ნივრის კბილი  მოვათავსოთ ,ბალზამიკო მოვასხათ,მარილი,პილპილი მოვაყაროთ ,გადავიტანოთ შეკაზმულ  სტაფილოში და სოუსი ვადუღოთ ცოტა ხნით დაბალ ცეცხლზე.

საქონლის ჩალაღაჯს ორივე მხრიდან მარილი და პილპილი  მოვაყაროთ .

ტაფაზე ზეთი დავასხათ და კარგად გავახუროთ.სტრიპლოინი ორივე მხრიდან 3-3 წუთი შევწვათ და შემდეგ გამოვაცხოთ ღუმელში.

თეფშზე გადავიტანოთ სტაფილოს პიურე და სტრიპლოინი.მოვასხათ პროწეულის სოუსი.გემრიელად მიირთვით.

 

 

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია,26 მაისი 2015 წელი

 

 

 

 

სალათი ”ოლივიე” – კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები:

4 კარტოფილი

5 კვერცხი

3 მჟავე კიტრი

1 ნედლი კიტრი

2  დიდი ზომის მჟავე მწვანე ვაშლი (სურვილისამებრ)

600 გრ.ქათმის ფილე ან ძეხვი ”დოქტორსკი”

1 პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა

3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

200 გრ. მაიონეზი

1 პატარა კონა კამა ,მწვანე ხახვი ნახ. კონა

მარილი,დაფქული შავი წიწაკა

 

კარტოფილი და სტაფილო კარგად გავრეცხოთ, ბოსტნეული ქერქიანად მოვხარშოთ,კარგად გავაცივოთ და ქერქი მოვაცილოთ .

კვერცხი და ქათმის ფილე მოვხარშოთ.

ვაშლი გავთალოთ ,გამოვუღოთ გული .მჟავე ვაშლი სალათს ძალიან უხდება.შესაძლებელია ,რომ ეს ინგრედიენტი საერთოდ არ გამოვიყენოთ.  .

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი პატარა წომის კუბებად დავჭრათ და  ერთმანეთში შევურიოთ.

ინგრედიენტები გადავიტანოთ დიდი ზომის თასში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,ბარდა და მაიონეზი მოვასხათ.

თასში ყველა ინგრედიენი კარგად შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.

 

 

კომბოსტოს ღვეზელები კეფირის ცომით

ინგრედიენტები :

250 მლ. კეფირი

1 კვერცხის გული

50 მლ. არაჟანი

1 ს.კოვზი შაქარი

1 ჩაის კოვზი მარილი

1ჩ.კოვზი სოდა

400 გრ.ფქვილი

35 მლ.ზეთი

ინგრედიენტები კომბოსტოს  გულსართისათვის :

250 გრ კომბოსტო
70 გრ.ხახვი
75 გრ.სტაფილო
2 ს.კოვზი ტომატ- პასტა
2 გრ.მარილი
2 გრ.შავი დაფქული წიწაკა
35 მლ ზეთი
20 გრ.ნაღების კარაქი

მომზადების წესები :

კეფირი შევათბოთ ცეცხლზე .თბილ კეფირს დავუმარტოთ კვერცხის გული,არაჟანი, სოდა,ზეთი,მარილი,შაქარი,ფქვილი  და მოვზილოთ ნაზი ფაფუკი ცომი.

ცომი დავასვენოთ და დავყოთ გუნდებად.

თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი,მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

კომბოსტოს  გულსართის მომზადება :

კუბებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში და კარაქში

ხახვს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო,გახეხილი სტაფილო ,ტომატ- პასტა.ტაფას თავსახური დავაფაროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

გულსართს ბოლოში დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

ისპანახის სოუსი

ინგრედიენტები:

ისპანახი 1/3 კ

ზეითუნის ზეთი 30 მლ

1 კბილი ნიორი

მარილი,პილპილი 2-2 გრ

150 გრ.მოხარშული სპაგეტი

ისპახანის სოუსის მომზადება:

ისპანახი დავჭრათ უხეშად და ტაფაზე გამდნარ კარაქში მოვწალოთ.მოვაყაროთ წიწაკა, მარილი.ისპახანი დაახლოებით 2 წუთში მოიწალება ,ფერს შეიცვლის.

ბლენდერში გადავიტანოთ ისპახანი,ნიორის 1 კბილი,ჩავასხათ ზეითუნის ზეთი(მასის ერთგვაროვნობისათვის ).

მოხარშულ სპაგეტს მოვასხათ ისპახანის სოუსი  და კარგად ამოვურიოთ.მივირთვათ გემრიელად

რაჭული ლობიანი

ინგრედიენტები:

ცომი

1 კგ.ფქვილი

500 მლ თბილი წყალი

10 გრ.საფუარი

მარილი გემოვნებით

ნახ. ჭიქა ზეთი

ზეთი ჩასაზელად

შიგთავსი:

2 ს.კ.ღორის მუცლის ქონი

500 გრ.ლობიო

მარილი,პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესები:

ფქვილი ჩავყაროთ თასში,დავუმატოთ მარილი,საფუარი,თბილი წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

უკვე მოზელილ ცომს დავუმატოთ ზეთი,გადავზილოთ,დავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

ამოფუებული ცომი ჩავზილოთ ზეთიანი ხელით 2-ჯერ ,15 წუთის შუალედით.

შიგთავსის მოზადება:

მოხარშული ლობიო ამოვლესოთ ,დავუმატოთ ქონი და მარილი.

მუცლის ქონს სპეციფიკური სუნი არ ააქვს.ქალაქში მისი შოვნა ძალიან ძნელია.ამიტომ ლობიოს ხარშვისას ღორის ქონი ან წვრილად დაჭრილი ლორი ჩავაყოლოთ.

თუ ლორი ნაკლებ ცხიმიანია,დავუმატოთ ზეთი.

რაჭულ ლობიანს არ უმატებენ ქონდარს,ნიორს,ხახვს,წიწაკას და სუნელებს.

ამოსული ცომი დავყოთ გუნდებად.თითოეული გავაბრტყელოთ წრიული მოძრაობებით,ჩავდოთ ლობიო და მოვუკრათ თავი.

ლობიანი დავდოთ გახურებულ ტაფაზე,თავი დავახუროთ და გამოვაცხოთ.

შემდეგ  გამოცხობა დავასრულოთ ზედა წვაზე ღუმელში.გამომცხვარ ლობიანს წავუსვათ ღორის ცხიმის ნაჭერი ან კარაქი(ზეთი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლობიო ლორით-რაჭული სამზარეულო

ინგრედიენტები:

500 გრ.ლობიო

150 გრ.ლორი

3 თავი თეთრი ხახვი

3-4  კბილი ნიორი

4 ფოთოლი დაფნა

15 გრ ქინძი

მარილი,დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები:

ლობიო მოვხარშოთ მარილიან წყალში დაფნის ფოთოლთან ერთად.

გახურებულ ტაფაზე დავყაროთ წვრილად დაჭრილი ლორი.

ლორი ცხიმს გამოუშვებს და მასში  მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.

მოხარშულ ლობიოს გადავუწუროთ წყალი ცალკე ჭურჭელში,ამოვლესოთ მარცვლები,ამოლესილ ლობიოს დავუმატოთ ხახვი,ნიორი,წიწაკა,მარილი,ლორი,ლობიოს ნახარში(იმდენი,რა სისქისაც გვინდა).

ჭურჭელი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

მოხრაკულა-რაჭული სამზარეულო

ინგრედიენტები:

3 კვერცხი

150 მლ წყალი ან რძე

200 გრ.ფქვილი

200 გრ.ყველი

ნახ.ჩ.კ.სოდა

1 ს.კოვზი არაჟანი

1 დიდი კარტოფილი

1 ბულგარული

1 დიდი პამიდორი

წითელი აჯიკა გემოვნებით

1 ჩ.კოვზი შაქარი

2  ს.კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი (სურვილისამებრ)

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები:

კარტოფილი გავხეხოთ,ყველი დავფშვნათ,ხახვი , პამიდორი  და ბულგარული დავჭრათ.

თასში ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად,დავუმატოთ არაჟანი,წყალი,შევათქვიფოთ ფქვილი და მასში შერეული სოდა.

თხელ ცომში ჩავყაროთ კარტოფილი,ყველი,ხახვი,პამიდორი,დავუმატოთ ზეთი.კარგად შევურიოთ კოვზით.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ცომი და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

ლობიო ოჯახურად შებოლილი ლორით და პურით

ინგრედიენტები:

რუხი პურის ფქვილი 500 გრ

წყალი 250 მლ

გამაფხვიერებელი 10 გრ

ქონდარი 1 ჩ.კოვზი

მარილი

ზეთი 10 მლ

შიგთავსი :

ლობიო 300 გრ

ლორი 200 გრ

ხახვი 1/2

ნიორი 2 კბილი

პამიდორი 1 ცალი

ზეთი 50 მლ

ქინძი 10 გრ

მარილი

პილპილი

მო ზადების წესები:

პირველ რიგში გამოაცხვეთ  რუხი პური.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შეურიეთ,დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი.ზელვის პროცესში დაუმატეთ ქონდარი.

ცომი გააჩერეთ ასაფუებლად 30 წუთი.

სანამ ცომი ამოვა მოამზადეთ შიგთავსი.გახურებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ დაჭრილი ხახვი,ნიორი და ეტაპობრივად დააყარეთ ჯერ დაჭრილი ლორი,შემდეგ მოხარშული ლობიო,კანგაცლილი , წვრილად დაჭრილი პამიდორი.

ლორის და ლობიოს შიგთავსი შეაზავეთ მარილი,პილპილით,დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ტაფას თავსახური  დაახურეთ .შიგთავსი შუშეთ ტაფაზე მომზადებამდე

პურის ცომს ზემოდან ზეთიანი ხელი გადაუსვით.გამოსაცხობ ფორმას ძირში მოაყარეთ ფქვილი,ჩადევით ცომი და 200 გრადუსზე 20-25 წუთი  გამოაცხვეთ.

გამომცხვარ პურს შუაგული ამოუღეთ  და შიგნით მოათავსეთ ლობიო ლორით.

 

 

 

წყარო: იუთუბი, გადაცემა გურმანია 2015 2 მაისი

კატლეტები აზიურად

ინგრედიენტები :

ღორის ხორცი 600 გრ

ანანასი 120 გრ

წითელი ბულგარული 2 ცალი

ნიორი 2 კბილი

ხახვი 1/2 თავი

მწვანე ხახვი 1 კონა

ოხრახურში 1 კონა

ჯინჯერი 10 გრ

მარილი 2 გრ

პაპრიკა 2 გრ

ზეთი 50 მლ

სოიოს გლაზური :

სოიოს სოუსი 150 მლ

ყავისფერი შაქარი  50 მრ.

სერვირება

მოხარშული ბრინჯის ლაფშა 150 გრ

კოტლეტი

მწვანე ხახვი 5 გრ.

მომზადების წესები :

ანანასი,ბულგარული ,ხახვი დავჭრათ წვრილად და შევურიოთ ფარშს.

ფარშში ჩავახეხოთ ნიორი,ჯინჯერი და შევკაზმოთ მარილითა და პაპრიკით.

მოვამზადოთ ფარშის ბურთები და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

სანამ კოტლეტი შეიწვება მოვამზადოთ სოიოს სოუსი:

ცალკე ღრმა ტაფაზე დავასხათ სოიოს სოუსი,ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.შაქარი გადნება და მასა გასქელდება.

თეფშზე დავდოთ წინასწარ მოხარშული ბრინჯის ლაფშა ,კოტლეტები,მოვაყაროთ მწვანე ხახვი და მოვასხათ სოიოს გლაზური.

რჩევა:

კატლეტის ფარშს შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

 

წყარო:იუთუბი,გურმანია 16, 2015