წიწაკის ქარვისფერი მწნილი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კილო სამწნილე წიწაკა

3 სუფრის კოვზი თავდადგმული მარილი 2 ლიტრიანი ქილიასათვის

4 სიმინდის ფუჩეჩი 2 ლიტრიანი ქილისათვის. სწორედ რომ,სიმინდის ფუჩეჩი აძლევს კარგ ქარვისფერს.

2 ქოლგიანი კამა 2 ლიტრიანი ქილისათვის

5 დაფნის ფოთოლი

მომზადების წესები :

წიწაკა მაგიდაზე გაშლილად დავაწყოთ და 2-3 დღე გავაჩეროთ,რომ შეჭკნეს.

შემჭკნარი წიწაკები გავრეცხოთ,  ჩანგლით დავჩხვლიტოთ  ან ბოლოები ჩავუჭრათ,ყუნწები ცოტათი წავაჭრათ და ფენა-  ფენა ჩავაწყოთ ქილებში,ფენებს შორის ჩავაყოლოთ კამა,დაფნის ფოთოლი ,სიმინდის ფუჩეჩი.

ცივ წყალში გავხსნათ არაიოდიზირებული მარილი და სითხით შევავსოთ წიწაკით სავსე ქილები,დავადოთ სიმძიმე ,დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 10 დღე.

მე-11 დღეს წიწაკები დავაწყოთ თუშფალანგზე,დავწრიტოთ,წყალი გადავღვაროთ და იგივე წესით მოვამზადოთ ახალი მარილწყალი.

დაწრეტილი წიწაკები ნაზად ჩავტკეპნოთ ქილებში,რომ არ გაიხეს,დავასხათ მარილწყალი ,ზემოდან მოვასხათ 1 სუფრის კოვზი გადადუღებული  ძმარი ან მოვაყაროთ  ცოტა ლიმონმჟავა,დავაფაროთ სიმინდის ფუჩეჩი და დავაფაროთ პლასტმასის თავსახური.

ცალკე გადავინახოთ მარილწყალი,,რადგანაც წიწაკები დაიწევს და ამ სითხით შევავსებთ სიცარიელეს.ამავე დროს ს თავიდან ავიშორებთ წიწაკის  ზედა ფენის გაშავებას

 

 

 

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

1 კილოგრამი  მწვანე ლობიო

4 კბილი  ნიორი

1 ლიტრი  წყალი

100 მლ. სუფრის ძმარი

3 სუფრის კოვზი  მარილი

5 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადების წესები :

მწვანე ლობიო  გავრეცხოთ ცივ გამდინარე წყალში.

პარკი ლობიოს ბოლოები მოვკვეთოთ ისე, რომ მარილწყალმა  თავისუფლად შეაღწიოს და გაჯერდეს იგი გემოთი და არომატით.

მოვამზადოთ  ორი ჭურჭელი წყალი.ერთში წყალი  ცივი უნდა დარჩეს და მეორში მივიყვანოთ  ადუღებამდე.

მოვათავსოთ  ლობიო საწურში და მივცეთ კონტრასტული აბაზანა, მონაცვლეობით ჩავყაროთ  ლობიო მდუღარე წყალში და ცივ წყალში.
ეს გახდის მას ხრაშუნასა და სასიამოვნო იქნება საჭმელად.

გავასტერილოთ ოთხი ნახევარლიტრიანი ქილა.
განვათავსოთ  ლობიო მათში რაც შეიძლება ვერტიკალურად, თითოეულ ქილაში თითო-თითო კბილი ნიორი ჩავდოთ.

ამის შემდეგ, მარილწყალი მოვამზადოთ.

გავხსნათ  ძმარი, მარილი და შაქარი ერთ ლიტრა წყალში და ავადუღოთ.

როგორც კი სითხე ადუღდება, ჩავასხათ ქილებში , სტერილური თავსახური დავახუროთ  და მოვხუფოთ.აღნიშნული წესით მომზადებულ ლობიოს კონსერვს არ ჭირდება სტერილიზაცია,მაგრამ თავდაცვის მიზნით  ქილები  გავასტერილოთ ცხელ წყალში 5-10 წუთი.

ბანკები თავდაყირა გავაგრილოთ და შევინახოთ ზამთრისათვის.

როგორ მოვამზადოთ და გავყინოთ მწვანე ლობიო ზამთრისათვის

1. მომზადებამდე  მოვაცილოთ ლობიოს ბოლოები. მისი წყალში ჩაყრა შეგვიძლიათ რამდენიმე საათის განმავლობაში.

2.წყალი, რომელშიც ლობიო მოიხარშება, უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. მომზადებამდე ლობიო სწრაფად გავრეცხოთ ცხელი წყლის ქვეშ.

3. მოვხარშოთ  ლობიო 5-6 წუთის განმავლობაში, თუ ლობიო გაყინული არის – შემდეგ 8 წუთის განმავლობაში წყალი დუღდება, ვხარშოთ ლობიო მომდევნო  8-10 წუთის განმავლობაში. თუ შემდეგ ლობიოს გაყინვას ვაპირებთ, უნდა მოვხარშოთ არაუმეტეს 2-3 წუთის განმავლობაში.

4.მოხარშული მწვანე ლობიო უნდა დარჩეს მყარი, მაგრამ არა ხრაშუნა.

5.მოხარშული ლობიო ქვაბით დაუყოვნებლივ  მოვათავსოთ ძალიან ცივი წყლით სავსე  ჭურჭელში – ეს ხელს შეუშლის ლობიოს ზედმეტად მოხარშვას და აღადგენს  ფერს და სტრუქტურას.

6. მოხარშული ლობიო შეიძლება გავყინოთ : ვჭრით ნაჭრებად და ვდებთ საყინულეში პლასტიკური ტომარით.

7. სუფრასთან მიტანის წინ ლობიო გავათბოთ ქვაბში ან ტაფაში, რომ სითხე აორთქლდეს. გემოვნებით დავუმატოთ მარილი, პილპილი და კარაქი. ასევე შეგიძლიათ დავამატოთ მწვანილი და ლიმონის წვენი.

მწვანე ლობიოს კონსერვი პომიდვრის სოუსით – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

3 კგ.მწვანე ლობიო

3 კგ. პომიდორი

2 კონა ნიახური

2  თავი ნიორი

200 მლ.ზეთი

100 გრ.მარილი

200 გრ.შაქარი

2 კგ ბულგარული წიწაკა

0,5 კგ.მწვანე წიწაკა

4 სუფრის კოვზი ძმარი

მომზადების წესები :

პარკი ლობიო გავრეცხოთ, თავი და კუდი მოვაშოროთ,დავტეხოთ 4 ნაწილად.

პომიდორი დავაბლენდეროთ.

წიწაკა  გრძლად ,ნიორი  და მწვანილები წვრილად დავჭრათ.

პამიდვრის წვენში ჩავყაროთ შაქარი  და მარილი ,ზეთი ჩავასხათ,მოვადუღოთ.

პომიდვრის წვენში ჩავყაროთ დაჭრილი ბოსტნეული,ნიორი,მწვანილი და ვშუშოთ 60 წუთი  შემდეგ დავუმატოთ ნიორი და მწვანილები,ჩავასხათ ძმარი და კვლავ ვშუშოთ 20 -30 წუთი.

მწვანე ლობიო   გადავიტანოთ სუფთა ქილებში,მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

კონსერვი  – მწვანე ლობიოს სალათი ტომატში და ზეთში შევინახოთ ზამთრისათვის გრილ ადგილას.

 

 

ბულგარული წიწაკა სტაფილოთი- მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ. წითელი   და მწვანე  ბულგარული

1 კგ.პომიდორი

2 ხახვი

2 სტაფილო

40 გრ.ოხრახურში

1 ჭიქა ზეთი

1-2 სუფრის კოვზი ძმარი

5 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა

25 გრ.მარილი

მომზადების წესები :

გარეცხილ ბულგარულებს თესლი გამოვაცალოთ და თუშფალანგზე დავწრიტოთ.

გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში.შევურიოთ ერთმანეთს და შევაზავოთ მარილით.

პომიდორს კანი გავაცალოთ,დავაბლენდეროთ ან გავხეხოთ,ვხარშოთ 15-20 წუთი. შემდეგ პომიდვრის წვენს დავუმატოთ ძმაrი,პილპილი,მარილი ,სურვილისამებრ 40 გრ.წვრილად დაჭრილი ოხრახურში და 10 წუთი კიდევ ვადუღოთ.

ზეთი წამოვადუღოთ,გავაგრილოთ 70 გრადუსამდე და ლიტრიან ქილებში 2 სუფრის კოვზი ჩავასხათ.

ბულგარულები გამოვტენოთ გულსართით,ჩავაწყოთ ქილებში,დავასხათ ცხელი პომიდვრის წვენი და  მდუღარე წყალში 60 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.

 

 

ბულგარული წიწაკა ბრინჯით “ტურისტის სადილი” – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1,5 კგ.პომიდორი

350 გრ.სტაფილო

350 გრ.ხახვი

3 ცალი ბულგარული

3 კბილი ნიორი

0,5 ჭიქა ბრინჯი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 სუფრის კოვზი მარილი

5 დაფნის ფოთოლი

2  სუფრის კოვზი ძმარი

1 ჭიქა ზეთი

მომზადების წესები :

გარეცხილი პომიდორი დავჭრათ კუბებად.

ხახვი დავჭრათ რკალისებურად.

სტაფილო გავხეხოთ.

ბულგარული დავჭრათ გრძლად.

ნიორი დავწრათ წვრილად.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და  პირველ ფენად ჩავაწყოთ პომიდორი,შემდეგ კი დავაწყოთ  სტაფილო, ბულგარული , ხახვი და ნიორი.

ბრინჯი გავრეცხოთ.

ბოსტნეულს შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და შიგნით ჩავდოთ ბრინჯი,მოვაყაროთ შაქარი,მარილი და დაფნის ფოთოლი.ბულგარული წიწაკის სალათი მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე(30-35 წუთი) ბრინჯის მოხარშვამდე.მომზადების პერიოდში კერძს კოვზით არ უნდა მოვურიოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ბრინჯი ქვემოთ ჩავა და ქვაბის ძირზე მიიწვება.

ბოლოს ჩავასხათ ძმარი.

ბულგარული წიწაკის სალათი ბრინჯით და სტაფილოთი მზად არის!

სალათი ცხე-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,იქვე მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

 

 

 

 

 

ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის ლეჩო -მოვემზადოთ ზამთრისათვიოს საბჭოთა რეცეპტი

დღეს გთავაზობთ ბევრისათვის საყვარელ  ლეჩოს  საბჭოთა რეცეპტს. ამ რეცეპტით მომზადებული ბულგარული წიწაკა პომიდორში შეგვიძლია,მივირთვათ დამოუკიდებელი კერძად და ასევე გამოვიყენოთ ბორშის და სხვა მრავალი კერძის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები :

700 მლ.პომიდვრის წვენი ( სახლში მომზადებული)

400 გრ. წითელი ბულგარული

1 სუფრის კოვზი მარილი

80 მლ.ზეთი

80 გრ.შაქარი

4 შავი პილპილის მარცვალი

1 სუფრის კოვზი 9% ძმარი

მომზადების წესები :

პომიდვრის წვენი და ზეთი  ჩავასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი,მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და ძმარი,ვხარშოთ 20 წუთი.

თუ ჩვენ არ გვაქვს პომიდვრის წვენი,მაშინ პამიდორი გავხეხოთ და გავატაროთ საცერში.პომიდვრის წვენს არ უნდა გაყვეს კანი და თესლები.

მოდუღებულ პომიდვრის წვენში ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 40 წუთი.ბოლოს ჩავუმატოთ ძმარი.

პომიდვრისა და ბულგარულის ლეჩო ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,ბოლომდე ავავსოთ და იქვე მოვხუფოთ.

 

კომბოსტოს მაჭკატები ( ოლადები ) მაწვნით

ინგრედიენტები ;

900 გრ.კომბოსტო

1 კვერცხი

150 მლ.მაწონი

1/2 ჩაის კოვზი სოდა

1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კომბოსტო დავჭრათ წვრილად.

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ  მარილი გემოვნებით.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა, ჩავყაროთ კომბოსტო ,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

კომბოსტოს  ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

კომბოსტოს ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!

 

 

 

კომბოსტოს ალადუშკები

ინგრედიენტები :

200 გრ.კომბოსტო

2 კვერცხის გული

60 გრ.ფქვილი

10 გრ.გამაფხვიერებელი

ზეთი შესაწვავად

5 გრ. დაფქული მუსკატის კაკალი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

კომბოსტო გავრეცხოთ , დავჭრათ წვრილად,მოვაყაროთ მარილი და ხელით ავსრისოთ.

კომბოსტოს  დავუმატოთ კვერცხის გული,მოვაყაროთ მუსკატის კაკალი,ფქვილი,გამაფხვიერებელი  და მოვამზადოთ ალადუშკების ცომი.

გაცხელებულ სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეთი,სუფრის კოვზით დავსვათ ალადუშკები და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

 

პომიდვრის ოლადები

ინგრედიენტები:

პამიდორი – 500 გრ

ოხრახურში – 5 ტოტი

კამა – 5 ტოტი

კვერცხი – 1 ცალი

ფქვილი – 250 გრ

სოდა – 6 გრ

შაქარი – 25 გრ

მარილი – 5 გრ

დაფქული შავი წიწაკა – 2 გრ

ზეთი – 40 მლ

მომზადების წესები:

  1. პამიდოს კანი გავაცალოთ და დავაბლენდეროთ.მას დავუმატოთ კვერცხი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა,წვრილლად დაჭრილი ოხრახურში ,კამა ,ფქვილი შაქართან ერთად და მოვურიოთ.
  2. ცომს დავუმატოთ სოდა,კარგად მოვურიოთ და გავაჩეროთ 15 წუთი.
  3. შეწვის წინ ცომს არ უნდა მოვურიოთ.შევწვათ ოლადები  სქელძირიან ტაფაზე  ზეთში ორი წუთი ორივე მხრიდან .