მწვანე პამიდორი ნიგვზით- მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კგ.მწვანე პამიდორი

2 კგ.წითელი ბულგარული

1 კგ.სტაფილო

1 კგ.ხახვი

1 თავი ნიორი

0,5 ლიტრი ზეთი

0,5 კგ ნიცოზი

1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი

1 სუგრის კოვზი ყვითელი ყვავილი

0,5 სუფრის კოვზი ხმელი  სუნელი

ცოტა ორეგანო

 100 გრ.ძმარი  ან 2 ცალი ბროწეულის მარცვლები

2,4 სუფრის კოვზი მარილი

2 სუფირს კოვზი შაქარი

1 სუფრის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

თხელ ფირფიტებად დაჭრილ მკვახე პომიდორს დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ გაგრილებამდე,შემდეგ გავწუროთ ხელით ან დავადოთ სიმძიმე .

დაჭრილი გვაქვს ხახვი,ნიორი,ბულგარული და სტაფილო. ბოსტნეული მოვშუშოთ ზეთში.

გავატაროთ ნიგოზი.

მწვანე პამიდორი,მოშუშული ბოსტნეული,ნიგოზი,ნიორი,სანელებლები,ძმარი ან ბროწეულის მარცვლები შევურიოთ ,  დავუმატოთ ასპირინი ან გავუკეთოთ სტერილიზაცია 15-20 წუთი.

გემრიელიად მივირთვათ მჭადთან ერთად!

 

 

 

 

 

კომბოსტოს მწნილი ჭარხლით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები ორი სამკილოიანი ქილისათვის :

3კგ.კომბოსტო

1 დიდი ზომის ჭარხალი

3-4 კბილი ნიორი

1 პატარა კონა ნიახური

მარინადისათვის:

3 ლიტრი წყალი

1 ჭიქა შაქარი

9 სუფრის კოვზი მარილი

50 მლ.70% ძმარი

5 დაფნის ფოთოლი

7 ბაჰარის მარცვალი

10 შავი წიწაკის მარცვალი

მომზადების წესები :

კომბოსტო გავჭრათ 8 ნაწილად.თითოეულს ამოვაჭრათ მურკი.

ჭარხალი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ თხლად.

ნიორი გავფცქვნათ, წიწაკას თესლი გამოვაცალოთ, დავჭრათ და ნიახური გავრეცხოთ.

მზა ინგრედიენტები ფენებად ჩავაწყოთ ქილაში : კომბოსტო,ჭარხალი,ნიახური,წიწაკა,ნიორი

მოვადუღოთ მარინადი თ ადუღებულ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი,ჩავაგდოთ დაფნის ფოთლები და ვადუღოთ ერთი წუთი. მარინადი გადმოვიღოთ ცეცხლიდან,  დაფნის ფოთლები ამოვიღოთ,გავაჩეროთ 10 წუთი და ჩავასხათ ძმარი.მოვურიოთ კარგად.

ცხელი მარინადი დავასხათ კომბოსტოს,ისე რომ სითხემ მთლიანად დაფაროს ბოსტნეული,დავაფაროთ თავსახური ( არ მოვხუფოთ),გავაჩეროთ 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე.ამის შემდეგ მწნილი მზადაა.

 

აჯაფსანდალი ყველით

ინგრედიენტები :

ბადრიჯანი 1 კგ

პამიდორი 1 კგ

სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა – 3 ცალი 

 სტაფილო – 1 ცალი

ზეთი 200 მლ

ნიორი 200 გრ

სულგუნი 200 გრ.

რაჰანი(ბაზილიკი) მწვანე და წითელი 100 გრ

ქინძი 100 გრ

პილპილი,მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გარეცხეთ ბადრიჯანი და პამიდორი.

ბადრიჯანი გათალეთ , პამიდორი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

ბადრიჯანი ნახევრად შეწვით ზეთში ცალ-ცალკე.

დაუმატეთ კუბებად დაჭრილი პამიდორი, სურვილისამებრ გახეხილი სტაფილო და მრგვლად დაჭრილი ბულგარული  და შუშეთ 5 -10 წუთი.

მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანილი, პილპილი, მარილი ,შუშეთ 2- 3 წუთი  და გადმოდგით ცეცხლიდან.

მზა აჯაფსანდალი მოვათავსოპთ კეცზე.

ყველი სულგუნი დავჭრათ თხლად, დავაწყოთ ბოსტნეულზე და შევდოთ გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან მოიბრაწება.

ბევრი ახალგაზრდა მზარეული აჯაფსანდალს მწვანილებიდან  უმატებს მხოლოდ და მხოლოდ ორეგანოს, რომელიც კერძს განსხვავებულად გემრიელ გემოს აძლევს.

 

 

 

გამომცხვარი ჭარხლის წითელი მხალი – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

500 გრ. წითელი მხალი

1 ჭიქა ნიგოზი

3 ჭარხალი

2 თავი ხახვი

6 კბილი ნიორი

1 დიდი კონა ქინძი

1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი

1 სუფირს კოვზი ყვითელი ყვავილი

ძმარი

მარილი

წიწაკა

მომზადების წესები :

ჭარხალი მოვხარშოთ,  გავფცქვნათ , საშუალო ზომის ფირფიტებად დავჭრათ,დავაწყოთ თუნუქის ფირფიტაზე და 10 -15 წუთი ჰაერღმელში შევწვათ.

წითელი მხალი  მდუღარე  მარილიან წყალში მოვხარშოთ,გავაგრილოთ და გავწუროთ.

ხახვი  ძალიან წვრილად დავჭრათ.

წითელი ფხალი, ქინძი ,ნიორი  და ნიგოზი გავატაროთ, შევურიოთ ძმარი,ხახვი,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი, ხელით ავზილოთ და მივცეთ სასურველი ფორმა.

 

ჩაქაფული-ქართული საგაზაფხულო კერძი

ინგრედიენტები:

2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ბატკნის ხორცი დავჭრათ .

მწვანილები ,მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.

ქვაბში ჩავასხათ წყალი ( ძირზე ხორცი რომ არ მიიწვას) და  ხორცი მწვანილთან ერთად  ფენა-ფენა ჩავაწყოთ.ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი,წიწაკა .ზემოდან  მოვასხათ ღვინო.ქვაბს თავი დავახუროთ და წამოდუღებისთანავე ცეცხლს დავუწიოთ. ხორცი ნახევარზე მეტად რომ მოიხარშება ,დავაყაროთ ტყემალი.

როცა კერძი მზად იქნება,ხის კოვზით მთელი მასა ჩავკეპოთ,ცეცხლს დავუწიოთ და კიდევ რამდენივე წუთი ვადუღოთ.

 

 

 

ბატკნის,ხბოს,ქათმის ხორცის ,სოკოს ჩაქაფული .

ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძია.ჩვენ გთავაზობთ ამ შესანიშნავი კერძის კლასიკურ  და არატრადიციულ რეცეპტებს.

ბატკნის ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ბატკნის ხორცი დავჭრათ . გაგრძელება >>>

ხბოს ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ. ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

ცოტა პიტნა ან წიწმატი თუ სურვილი გვაქვს

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა ან გემოვნებით.

1 თავი მწვანე ნიორი

მომზადების წესები :

ხბოს გარეცხილი  ხორცი დავჭრათ ,ჩადოთ ქვაბში.

ქვაბის ძირზე ხორცი რომ არ მიიწვას ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი,დავახუროთ თავსახური და მოვხარშოთ საკუთარ წვენში.

გაგრძელება >>>

ქათმის ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ.ქათმის ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

ნახევარი თავი ხახვი

ცოტა კარაქი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ქათმის ხორცი დავჭრათ  და თავდახურულ ჭურჭელში მოვხრაკოთ ცოტა კარაქში და  წვრილად დაჭრილ ხახვში დაბალ ცეცხლზე. დავასხათ წყალი და  მოვხარშოთ.

მწვანილები ,მწვანე ხახვი  ახალი ნიორი წვრილად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.გაგრძელება>>>

სოკოს ჩაქაფული

ინგრდიენტები:

1 კგ.სოკო

1 კონა მწვანე ხახვი

3 თავი თეთრი ხახვი

1 მუჭა ტყემალი

100 გრ ტარხუნა

გაგრძელება>>>

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი კარტოფილი არაჟნით – საზაფხულო რეცეპტი

ინგრედიენტები :

  • 1 კგ ახალგაზრდა კარტოფილი,
  •  2 კბილი ნიორი,
  • რამოდენიმე კამა,
  •  100 გრ კარაქი და 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • 300 გრ არაჟანი,
  • მარილი გემოვნებით.

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი, ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი, ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი. მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში. გავაჩეროთ ცოტა ხნით.

არაჟანს შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი , დაჭრილი კამა და მარილი გემოვნებით

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით, მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი, ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

შემწვარი კარტოფილები გადმოვიტანოთ ქვაბში,  გადავასხათ არაჟნის სოუსი.,ქვაბს ტავზე დავახუროთ და გავაჩეროთ 7-10 წუთი.

გემრიელიად  მივირთვათ!

ღუმელში გამომცხვარი ახალი კარტოფილი ყველით

ინგრედიენტები :

1 კგ.ახალი კარტოფილი

250 გრ.ყველი

60 გრ.კარაქი

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ამ კერძის მოსამზადებლად  ავირჩიოთ   მრგვალი  და პატარა კარტოფილი.

კარტოფილებს  ქერქი გავაცალოთ და თითოეული კარტოფილი შუა ნაწილამდე ჩავჭრათ რამდენიმე ადგილას.

კარტოფილები ჩავდოთ ცხიმწასმულ ჭურჭელში,  მოვაყაროთ მარილი და პილპილი და თითოეულზე  დავდოთ  კარაქის ნაჭერი. ზემოდან კი  მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

მოვათავსოთ  კერძი 180 ° C ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ  40 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი.

 

ბოსტნეულის ბულიონი

ინგრედიენტები :

1 მსხვილი სტაფილო

2 ცალი ხახვი

2 ცალი ნიახურის ძირი

1 პრასის ღერო

2-3 ტოტი ოხრახუში

2-3  ქონდარი

2-3 ცალი. დაფნის ფოთოლი

4-5  მარცვალი  შავი პილპილი

1 ს.კ. მარილი

მომზადების წესები :

გავასუფთაოთ ხახვი და სტაფილო.

გავრეცხოთ ხახვი, სტაფილო, მწვანილი.

ცტაფილო სიგრძეზე გავჭრათ,ხახვი კი მსხვილად დავჭრათ.

ტაფა ძალიან გავახუროთ და უზეთოტ შევწვათ  ხახვი,სტაფილო,

ქვაბში ჩავასხათ ლიტრანახევარი წყალი. შიგნით ჩავყაროთ მშრალად შემწვარი ბოსტნეული,პრასი და ნიახურის ძირები, ვხარშოთ 30 წუთი.

მოხარშვამდე 3-5 წუთით ადრე ჩავყაროთ დაფნის ფოთლები,ქონდარი,სავი წიწაკის მარცვლები და დავამარილოთ.

ცხელ ბულიონს თავზე დავახუროთ და 1-2 საათი გავაჩეროთ.

ბულიონი გავატაროთ საცერში ან მარლაში .

 

წიწაკის ქარვისფერი მწნილი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კილო სამწნილე წიწაკა

3 სუფრის კოვზი თავდადგმული მარილი 2 ლიტრიანი ქილიასათვის

4 სიმინდის ფუჩეჩი 2 ლიტრიანი ქილისათვის. სწორედ რომ,სიმინდის ფუჩეჩი აძლევს კარგ ქარვისფერს.

2 ქოლგიანი კამა 2 ლიტრიანი ქილისათვის

5 დაფნის ფოთოლი

მომზადების წესები :

წიწაკა მაგიდაზე გაშლილად დავაწყოთ და 2-3 დღე გავაჩეროთ,რომ შეჭკნეს.

შემჭკნარი წიწაკები გავრეცხოთ,  ჩანგლით დავჩხვლიტოთ  ან ბოლოები ჩავუჭრათ,ყუნწები ცოტათი წავაჭრათ და ფენა-  ფენა ჩავაწყოთ ქილებში,ფენებს შორის ჩავაყოლოთ კამა,დაფნის ფოთოლი ,სიმინდის ფუჩეჩი.

ცივ წყალში გავხსნათ არაიოდიზირებული მარილი და სითხით შევავსოთ წიწაკით სავსე ქილები,დავადოთ სიმძიმე ,დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 10 დღე.

მე-11 დღეს წიწაკები დავაწყოთ თუშფალანგზე,დავწრიტოთ,წყალი გადავღვაროთ და იგივე წესით მოვამზადოთ ახალი მარილწყალი.

დაწრეტილი წიწაკები ნაზად ჩავტკეპნოთ ქილებში,რომ არ გაიხეს,დავასხათ მარილწყალი ,ზემოდან მოვასხათ 1 სუფრის კოვზი გადადუღებული  ძმარი ან მოვაყაროთ  ცოტა ლიმონმჟავა,დავაფაროთ სიმინდის ფუჩეჩი და დავაფაროთ პლასტმასის თავსახური.

ცალკე გადავინახოთ მარილწყალი,,რადგანაც წიწაკები დაიწევს და ამ სითხით შევავსებთ სიცარიელეს.ამავე დროს ს თავიდან ავიშორებთ წიწაკის  ზედა ფენის გაშავებას