როგორ მოვამზადოთ ფერადი ბლინები

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

250 გრ.ფქვილი

400 მლ.რძე

1 ჩ.კოვზი მარილი

1 ს.კოვზი შაქარი

3 ს.კოვზი ზეთი

მწვანე:

50 გრ.ისპანახი

წითელი:

50 გრ.ჭარხალი

ყვითელი:

1 ჩ.კოვზი კურკუმა

მომზადების წესები ;

კვერცხი მარილი და შაქარი ავთქვიფოთ ,დავუმატოთ ფქვილი და რძე.ავთქვიფოთ ისე,რომ მივიღოთ თხელი ერთგვაროვანი ცომი.

მწვანე საღებავი:

ისპანახი ჩავყაროთ ბლენდერში,დავასხათ 5-6 ს.კოვზი წყალი და დავაბლენდროთ,გავწუროთ მარლაში .

მივიღებთ ისპანახის წვენს.რეცეპტში საჭიროა 100 მლ. წვენი თუ წვენი ცოტა გამოვა,დავუმატოთ წყალი.

წითელი საღებავი:

ჭარხალი გავხეხოთ წვრილ სახეხზე და გავწუროთ მარლაში.მივიღებთ 50 მლ.წვენს და 100 მილილიტრამდე შევავსოთ წყლით.

ყვითელი საღებავი:

კურკუმას დავასხათ 100 მლ.წყალი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეულს შევურიოთ 1 ს კოვზი ზეთი და 100 მლ.საღებავი.

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ ტაფის მთელ ზედაპირზე.

ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

როგორ მოვამზადოთ საუკეთესო თხელი ბლინები

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

1 კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი ან ზეთი

მწიკვი მარილი

კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი.

მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი ან ზეთი

თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.

ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

სამარხვო თხელი ბლინები ;

2 ჭიქა მინერალური წყალი

1,5 ჭიქა ფქვილი

3 ს.კოვზი შაქარი

5 ს.კოვზი ზეთი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

ფქვილში შევურიოთ მარილი,შაქარი,დავასხათ მინერალური წყალი და ავთქვიფოთ მიქსერით.

დავუმატოთ 5 ს.კოვზი ზეთი,კვლავ ავთქვიფოთ.უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

ტაფა გავახუროთ ,მოვუსვათ ზეთი და ბლინები შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

თხელი ბლინები რძესა და მინერალურ წყალზე :

2 ჭიქა რძე

2 ჭიქა მინერალური წყალი გაზიანი

2 ჭიქამდე ფქვილი

3 კვერცხი

0,5 ს.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ს.კოვზი შაქარი

0,5 ს.კოვზი მარილი

მომზადების და გამოცხობის წესი იგივეა.

ბლინების რეცეპტი რძესა და მდუღარე წყალზე :

1 ჭიქა რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

მარილი გემოვნებით

2 ს.კოვზი ზეთი

1 ჭიქა მდუღარე წყალი

ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად და თან (თქვეფა არ შევაჩეროთ) წვრილი ჭავლით ჩავასხათ მდუღარე წყალი,შემდეგ ცივი რძე და ჩავყაროთ ფქვილი.

მიქსერით ავთქვიფოთ ისე,რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ცომს ბოლოს დავუმატოთ ზეთი.

ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

თხელი ბლინები კეფირით ან მაწვნით ;

250 მლ.მაწონი

1/4 ჩ.კოვზი სოდა

1 ჭიქა ცხელი წყალი

3 ს.კოვზი ზეთი

2 კვერცხი

1 ჭიქა ფქვილი

მარილი

2 ს.კოვზი შაქარი

მაწონში გავხსნათ სოდა.

ფქვილი,მარილი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.

ავთქვიფოთ კვერცხი,შევურიოთ მაწონი სოდასთან ერთად ,შევათქვიფოთ ფქვილი.

ერთგვაროვან ცომს შევურიოთ ზეთი და ჩავასხათ მდუღარე წყალი წვრილი ჭავლით და თან სწრაფად ვთქვიფოთ.

შემდეგ გამოვაცხოთ ისე,როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი.

ბლინის ცომი მაწვნით :

2,5 ჭიქა ფქვილი

3 კვერცხი

1 ჭიქა მაწონი ან კეფირი

3 ს.კოვზი ზეთი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

0.5 ჩაის კოვზი მარილი

კვერცხი ავთქვიფოთ,დავასხათ მაწონი(მასში გახსნილი გვაქვს სოდა),ჩავყაროთ მარილი, ჩავასხათ ზეთი და მიქსერით შევათქვიფოთ ფქვილი.ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი.

ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

ბლინები ალუბლით

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

1 კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი ან ზეთი

მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი.

გაგრძელება …..

ალუბლის გულსართი 10 ცალი ბლინისათვის:

400 გრ.ალუბალი

25 მლ.წყალი

1 ს.კოვზი სიმინდის სახამებელი

4 ს.კოვზი შაქარი

ალუბალი დავკურკოთ ,დავასხათ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე.

სახამებელი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ და დავაყაროთ ალუბალს.

ალუბალი ვადუღოთ 3 წუთი,გავაგრილოთ და შევახვიოთ ბლინში.

ბლინები მივირთვათ არაჟანთან ერთად.

ტორტი ”მარწყვის კოცნა”

 ინგრედიენტები  ფხვიერი ცომისთვის :

300 გრ.ფქვილი

150 გრ.შაქრის პუდრა

1 კვერცხი(60 გრ)

60 გრ.ნუშის ფქვილი

150 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

ფქვილი ( პურის და ნუშის) ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ გაყინული კარაქი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა, კვერცხი და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

ცომი გავაბრტყელოთ 2-3 სმ სისქეზე,მივცეთ მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმა.დავჩხვლიტოთ ჩანგლით გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.

კარაქის ბისკვიტი:

180 გრ.კარაქი

180 გრ.შაქარი

150 გრ.კვერცხი

5 გრ.გამაფხვიერებელი

90 გრ.ფქვილი

90 გრ.სახამებელი

2 ლიმონის ცედრა.

კვერცხი,შაქარი და კარაქი ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ ლიმონის ცედრა, ერთმანეთში შერეული მშრალი ინგრედიენტები.

ბისკვიტის ცომი გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

მარწყვის კონფიტიური:

15 გრ.ჟელატინი

500 გრ.მარწყვი

4 ს.კოვზი შაქარი

მარწყვი დავაბლენდეროთ ,შევურიოთ შაქარი და მოვხარშოთ მურაბა.

ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20 წუთი გავაჩეროთ .

მურაბა გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ ორთქლზე გამდნარი ჟელატინი.

მოხარშული კრემი პატისიერის რეცეპტი .

 

2 ს.კოვზ ჟელატინს   დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20წუთი გავაჩეროთ .

დამბალი ჟელატინი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და მიქსერით შევურიოთ კრემს.

ავაწყოთ ტორტი:

ფორმაში პირველ ფენად დავდოთ ფხვიერი ცომისაგან გამომცხვარი ბისკვიტი

დავასხათ კრემის ნახევარი,დავაფინოთ კარაქის ბისკვიტი და დავასხათ კონფიტიური.

ასე შევდოთ საყინულეში.

ზემოდან დავასხათ კრემი და ისევ შევდოთ საყინულეში.

ტორტი დავჭრათ ნაჭრებად  და მოვრთოთ მარწყვით.

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბისკვიტს აცხობს ტრადიციული რეცეპტით და ცომში ამატებს  ყაყაჩოს თესლს.

ბისკვიტის რეცეპტია;

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

80 გრ.ყაყაჩოს თესლი

 

მარწყვის ხილფაფა – კომპოტი საკუთარ წვენში

ინგრედიენტები ;

1 კგ მარწყვი

250 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

მარწყვი გავასუფთაოთ,გავრეცხოთ,დავაწყოთ საწურზე,რომ დაიწრიტოს.

გარეცხილი მარწყვი ჩავყაროთ მომინანაქრებულ ქვაბში,დავაყაროთ შაქარი და დავახუროთ თავსახური.

მარწყვი წვენს გამოუშვებს,შემოვდგათ ცეცხლზე და მოვადუღოთ. დუღილის დროს წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ.

გავასტერილოთ ბანკები და თავსახური,ასევე ჩამჩას გადავავლოთ ქაფქაფა ცხელი წყალი.

მარწყვის კომპოტი ჩამჩით გადავიტანოთ ქილებში ,მჭიდროდ დავახუროთ თავსახური,გადმოვაბრუნოთ,შევამოწმოთ ჰერმენტულობა და შევფუთოთ შალის ადიალაში ან მარწყვის კომპოტი გადავიტანოთ ქილებში, დავახუროთ თავსახური და გავაგრილოთ.კომპოტს გავუკეთოთ სტერილიზაცია 15 წუთი და მოვხუფოთ.

მარწყვის სმუზი

ინგრედიენტები 1 ულუფისათვის :

10 მარწყვი

1 ს.კოვზი შაქრის პუდრა ან თაფლი

100 მლ იოგურტი

ყინულის კუბიკი

 

მომზადების წესები :

გარეცხილი გასუფთავებული მარწყვი დავაბლენდეროთ,შევურიოთ იოგურტი,

თაფლი,ჩავასხათ ჭიქაში და შევდოთ მაცივარში.

შოკოლადის შუ

შოკოლადის მოხარშული ცომიы ინგრედიენტები :

125 მლ.წყალი

125 მლ.რძე

100 გრ.კარაქი

135 გრ.ფქვილი

15 გრ.კაკაო

5-6 კვერცხი

1 ჩ.კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

135 ფქვილს +15 გრ.კაკაო=150გრ.

მომზადების წესები :

მოვამზადოთ მოხარშული ცომი და გამოვაცხოთ შუ.

მომზადების წესი 

გამომცხვარი შუ ამოვავსოთ ნაღების კრემით ან შოკოლადის კრემი მუსლინით

500 გრ.მოხარშული კრემი

300 გრ.შოკოლადი

150 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

მოხარშულ კრემს შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ,გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე და შევათქვიფოთ ულუფობით კრემს.

 

შაქრის მინანქარი

ინგრედიენტები :

200 მლ.წყალი

500 გრ.შაქარი

100 გრ.საკონდიტრო გლუკოზა ან ინვენტური სიროფი

თასი წყლით.

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

 

მომზადების წესები :

ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ  გლუკოზა,შაქარი და დავასხათ წყალი,მოვადუღოთ სიროფი .

სიროფის წვეთი ჩავასხათ ცივ წყალში.თუ წყალში წარმოიქმნა რბილი ბურთულა,მაშინ სიროფი მხადაა.

ამის შემდეგ ჩავასხათ ლიმონის წვენი და მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ მასის გაგრილებამდე და გათეთრებამდე.

შეგვიძლია დავუმატოთ კულინარიული საღებავი.

კარამელის ქაფქეიქები

ინგრედიენტები 12 ცალი ქაფქეიქისათვის ;

70 გრ.ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი

90გრ.შაქარი

მწიკვი მარილი

2 კვერცხი

130 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

50 მლ.რძე

60გრ.კარამელი

მომზადების წესები :

კარაქი  ავთქვიფოთ შაქართან და მარილთან ერთად მაღალ სიჩქარეზე მიქსერით,ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი და ვთქვიფოთ 2-3 წუთი.

მასას შევურიოთ ფქვილის ნახევარი გამაფხვიერებელთან ერთად,რძე, შემდეგ დარჩენილი ფქვილი და კარამელი.

ფორმებში ჩავაფინოთ ქაღალდები,1/3 ავავსოთ ცომით და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 18-20 წუთი.

კარამელის კრემი :

300 გრ.ნაღების ყველი მასკარპონე

2 ს.კოვზი კარამელი

მასკარპონე ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ კარამელი.

კარამელის კრემის სხვა ვერსიები .

კარამელის მომზადება .

ქაფქეიქს გამოვუღოთ გული,ჩავასხათ კარამელი და ზემოდან მოვრთოთ კრემით,მოვასხათ კარამელი.

 

 

ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.