ტრადიციული ხარჩოს წვნიანი

ინგრედიენტები:

1 კგ საქონლის ( ბატკნის)  ნეკნები  ან მკერდის ხორცი

2 თავი ხახვი

1 ცალი სტაფილო

ნიორი 3-4 კბილი

1 ცალი დაფნის ფოთოლი

5-6 ცალი პამიდორი

80 გრ.გატარებული ნიგოზი( სურვილისამებრ)

ნახ,ჭიქა ბრინჯი

ქინძი , ოხრახურში,ნიახური

მშრალი აჯიკა/გემოვნებით

ტყემალი ან ტყლაპი.

მარილი/გემოვნებით

მწიკვი ქონდარი, ხმელი სუნელი.

მომზადების წესები :

გარეცხილი, გასუფთავებული ხორცი ცივ წყალში მოვხარშოთ.ხარშისას წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ.

ბულიონში ჩავამატოთ სტაფილო,დაფნის ფოთოლი,ქინძისა და ოხრახურშის ღეროების  კონა(წინასწარ შევკრათ ძაფით) ,1 გაფცქვნილი მთლიანი ხახვი,მარილი,შავი წიწაკის მარცვლები.

ქვაბს თავი დავახუროთ,ცეცხლს დავუწიოთ და ბულიონის მოხარშვა 1 საათი გავაგრძელოთ.

მოხარშული ხორცი ქვაბიდან ამოვიღოთ,ბულიონის წვენი გავწუროთ .

სუფთა ბულიონის წვენში მოვხარშოთ ბრინჯი.

ხორცი გავაციოთ,ძვლები გამოვაცალოთ და წვრილად დავჭრათ.

ხახვი წვრილად დავჭრათ.

პამიდორი გავხახოთ ან კანი გავაცალოთ და კუბებად დავჭრათ.

ღრმა ტაფაში ხახვი ზეთში შევწვათ.შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხორცი და ისიც ვშუშოთ ხახთან ერთად.

ხორცს დავუმატოთ ტომატ- პასტა, კუბებეად დაჭრილი პამიდორი , 1სუფრის კოვზი ტყემალი და სუნელები,დაჭრილი ნიორი ,გატარებული ნიგოზი  სურვილისამებრ მოვაყაროთ.ცეცხლს დავუწიოთ და ხორცის მოშუშვა გავაგრძელოთ.

ხორცი გადავიტანოთ ბულიონში,წამოვადუღოთ.მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები და გამოვრთოთ.კერძი მზადაა.

სააღდგომო კექსი “შოკოლადის ბაჭია”

ინგრედიენტები:
500 გრ.ფქვილი
250 გრ.კარაქი ან მარგარინი
440 გრ.შაქარი
4 კვერცხი
250 მლ.რძე
ვანილი
ნახ. ჩ. კოვზი სოდა

3 ს.კოვზი კაკაო
2 ს კოვზი შაქარი

მომზადების წესები :
ფორმას  წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ფქვილი.
მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.
კარაქი შაქართან ერთად მიქსერით ავთქვიფოთ, ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი. დავამატოთ ჯერ რძე,შემდეგ  ფქვილი, მოვზილოთ თხელი ცომი.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად.
1 ნაწილს დავუმატოთ 3 ს.კოვზი კაკაო და 2.ს.კოვზი შაქარი.

პირველად  ყავისფერი კექსი 170 გრადუსზე 45 წუთი გამოვაცხოთ.

კექსი დავჭრათ თხელ ფირფიტებად და თითოეულიდან ამოვჭრათ ორცხობილის ფორმებით ბაჭიები.

ბისკვიტის ბაჭიები ჩავაწყოთ ფორმაში მჭიდროდ ,როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე  ჩანს, დავასხათ თეთრი ცომი და 170 გრადუსზე 45 წუთი გამოვაცხოთ.

 

 

 

 

 

 

სააღდგომო ტორტი ”ბაჭია ”

ინგრედიენტები :

1 ცალი ბისკვიტი

ცივი კარაქის კრემი

თეთრი,ვარდისფერი,შავი შაქრის მასტიკა

ხის ჩხირები

მომზადების წესები:

შაქრის მასტიკისაგან გავაკეთოთ ბაჭიას ყურები.

 

    საკონდიტრო ტომარაში ჩავდოთ კრემი.

ტორტი გვერდები და ზემოდან გავაფორმოთ ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

სულ ესაა! ასე მარტივად მოვამზადეთ სააღდგომო ტორტი ” ბაჭია”.

    

 

    

  

” ზებრა ” -მარტივი და ფუმფულა შოკოლადის ნამცხვარი

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

50 გრ.კარაქი

320 გრ.ფქვილი

250 მლ.(15 %) არაჟანი

200 გრ.შაქარი

ნახ.ჩაის კოვზი სოდა

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

2 გრ.მარილი

20 გრ.კაკაო

მომზადების წესები :

ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი.

ფქვილი,მარილი,სოდა,გამაფხვიერებელი ერთმანეთს შევურიოთ.

ავთქვიფოთ კვერცხი  შაქართან ერთად  ,შევათქვიფოთ გაზზე გამდნარი,გაგრილებული კარაქი და არაჟანი.

თხევად მასას შევურიოთ  მომზადებული ფქვილი.

ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად.ერთერთს დავუმატოთ კაკაო.

საცხობ ფორმაში მონაცვლეობით  დავასხათ ერთი სუფრის კოვზი თეთრი და შავი ცომი, ისე როგორც, ეს სურათებზე  არის ნაჩვენები.

წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ  160 გრადუსზე 45-50 წუთი.

 

 

 

ვარდის ფორმის ხაჭოს ვატრუშკები – რუსული სამზარეულო

ინგრდიენტები :

700 გრ.ფქვილი

300 მლ.რძე

3 კვერცხი

4 ჩ.კოვზი საფუარი

40 გრ.კარაქი ან მარგარინი

2 ს.კოვზი შაქარი

მარილი მწიკვი

გულსართი:

1 კვერცხის გული

600 გრ.ხაჭო

1 ჭიქა ქიშმიში

გულსართში შესარევად:

1 – 2 შაქრის ნატეხი

4-5 წვეთი ვარდის ესენცია(ზეთი კულინარიული)

1 ნატეხ შაქარს დავაწვეთოთ 5-6 წვეთი ვარდის ესენცია,შევაშროთ და დავფქვათ.

1 ჭიქა შაქარს შევურიოთ 1 ჩ.კოვზი არომატიზირებული დაფქული შაქარი.

ზემოდან წასასმელად:

1 კვერცხის გული

1 ს.კოვზი რძე

მომზადების წესები :

თბილ რძეს დავუმატოთ შაქარი,საფუარი და მარილი.15 წუთის შემდეგ,როცა საფუარი გააქტიურდება,დავუმატოთ ფქვილი და კვერცხი.

მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში, გავაგრილოთ ოთახის ტემპარატურაზე და შევურიოთ ცომს.

ცომში ჩავარჭოთ ზეთში ამოსვილი მაკარონები ,გადავაფაროთ თავზე და დაველოდოთ ამოსვლას.ცომის მოცულობა უნდა გაიზარდოს 2-3 -ჯერ.

ცომი ჩავზილოთ 3- ჯერ,ყოველ ნახევარ საათში .

გულსართის მომზადება:

ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი ,გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი,

წყალი გადავასხათ,ქიშმიში კი შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ხაჭო გავატაროთ საცერში,შევურიოთ ქიშმიში, 2 ჭიქა შაქარი ( შერეული ვარდის არომატი),კვერცხის გული.

ცომი დავყოთ 16-18 მაწილად .მოვამზადოთ 70-80 გრამიანი გუნდები.

მოვამზადოთ ვარდები ისე,როგორც სურათზე არის ნაჩვენები.

 

ბულკებს მოვუსვათ კვერცხის გულში შერეული რძე და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით

25-35 წუთი.გავაგრილოთ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

“ვატრუშკები ”ალუბლით და შტრეიზელით

ინგრდიენტები :

ცომი:

360 გრ.ფქვილი

190 მლ.რძე

3 ს.კოვზი შაქარი

3 კვერცხი+ 1კვერცხის გული

1/4 ჩ.კოვზი მარილი

60 გრ.ნაღების კარაქი

4 გრ.საფუარი

გულსართი :

1 კვერცხის გული

250 გრ.ხაჭო

1 ჭიქა ქიშმიში

4 გრ.შაქრიანი ვანილი

3-4 ს.კოვზი შაქარი

30 გრ.ნაღების კარაქი

გულსართზე ზემოდან დასადებად  :

70 გრ.ალუბალი

0,5 ს კოვზი სახამებელი

ზემოდან მოსაცხებად  :

0,5 ს.კოვზი რძე

1 კვერცხი.

შტრეიზელი :

50 გრ.ფქვილი

30 გრ.კარაქი

2,5 ს.კოვზი შაქარი

4 გრ.ვანილიანი შაქარი

მომზადების წესები :

თბილ რძეს დავუმატოთ1 ს.კოვზი შაქარი,საფუარი. 15 წუთის შემდეგ საფუარი გააქტიურდება.

მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში, გავაგრილოთ ოთახის ტემპარატურაზე.

ფქვილში შევურიოთ დარჩენილი შაქარი და მარილი,გავაკეთოთ ჩაღრმავება,ჩავასხათ გააქტიურებული საფუარი,დავუმატოთ კვერცხი და კვერცხის გული,მოვზილოთ ცომი .

ცომს შევაზილოთ გამდნარი მარგარინი.მივიღებთ თხელ ცომს.

თუ გვინდა ფუნთუშები ფუმფულა გამოგვივიდეს ფქვილი არ დავუმატოთ.

ცომი ვზილოთ 5-10 წუთი და დაველოდოთ ამოსვლას.

შტრეიზელის (კროშკა) მომზადება :

ფქვილში შევურიოთ შაქარი,ვანილიანი შაქარი და ცივი ნაღების კარაქი,ავაფხვიეროთ ხელით.

ალუბალი დავკურკოთ,წვენი გადავწუროთ და მოვაყაროთ სახამებელი.

გულსართის მომზადება :

საცერში გატარებული ხაჭო , 2 ჭიქა შაქარი ( შერეული ვარდის არომატი),კვერცხის გული,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული ნაღების კარაქი .

ცომი დავყოთ 16-18 მაწილად .მოვამზადოთ 70-80 გრამიანი გუნდები.

გუნდები დავალაგოთ ღუმლის ტაფაზე( დაფენილია ქაღალდი),გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ ამოფუებამდე. ჭიქის ძირს მოვუსვათ ზეთი და ცომის ბურთულებს გავუკეთოთ ჩაღრმავება.

მოვათავსოთ 1 ს.კოვზი გულსართი,ზემოდან ალუბალი დავაწყოთ ,წავუსვათ გათქვეფილ კვერცხში შერეული რძე,ზემოდან მოვაყაროთ შტრეიზელი.

ვატრუშკები გამოვაცხოთ 190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25 წუთი.

ვატრუშკები უსაფუარო ცომით

ინგრედიენტები 12 ულუფისათვის:

3 ჭიქა ფქვილი
250 მლ.არაჟანი
2 კვერცხი
1/2 ჩაის კოვზი სოდა
1 სუფრის კოვზი შაქარი
3 ს კოვზი ნაღების კარაქი
მარილი
გულსართისათვის:

500 გრ.ხაჭო
1 კვერცხის გული
3-4 ს.კოვზი შაქარი
1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
1/2 ჭიქა ქიშმიში
მარილი
1 კვერცხი გული ზემოდან წასასმელად

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ ,ჩავყაროთ თასში,გავუკეთოთ ჩაღრმავება.

ღრმულში ჩავყაროთ სოდა, შაქარი,მარილიჩავდოთ კვერცხი,არაჟანი და მოვზილოთ ცომი.

ცომს შევაზილოთ კარაქი.თუ ცომი ცოტა მშრალი გამოგვივა,შესაძლებელია დავუმაოთ არაჟანი ან რძე.

ცომს ტილო გადავაფაროთ და გავაჩეროთ 1 საათი.

მოვამზადოთ გულსართი:

ხაჭოს შევურიოთ შაქარი,კვერცხის გული,წინასწარ გარეცხილი და დარბილებული ქიშმიში,შაქრიანი ვანილი.

ამოსული ცომი დავყოთ გუნდებად, დავალაგოთ ღუმელის ქაღალდდაფენილ ტაფაზე,თითოეულს გავუკეთოთ ჩაღრმავება.

ჩაღრმავებაში ჩავდოთ გულსართი,გადავუსვათ კვერცხის გული და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10-15 წუთი.

ალუბლის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები:

200 გრ. ორცხიბილა

100 გრ.ნაღების კარაქი

 

გულსართი:

200 გრ.დაკურკული ალუბალი

4 ს.კოვზი შაქარი

30 გრ.ჟელატინი

200 მლ.ალუბლის წვენი

250 გრ.ხაჭო

250 გრ.არაჟანი

ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და დავდოთ 20 წუთი ასაფუებლად.

დასაშლელ ფორმაში ჩავაფინოთ ცელოფანი.

ორცხობილა დავაბლენდეროთ,შევურიოთ გამდნარი კარაქი.

ბისკვიტი გადავიტანოთ ფორმაში და ხელით ან კოვზით ფსკერზე ჩავტკეპნოთ.

ფორმა ბისკვიტით შევდოთ მაცივარში 20 წუთი.

ხაჭო დავაბლენდეროთ,შევურიოთ არაჟანი,შაქარი,ორთქლზე დამდნარი ნახევარი ჟელატინი.

გულსართი დავასხათ ბისკვიტს და შევდოთ მაცივარში 2 საათი.

ალუბლის წვენი კარგად გავაცხელოთ. მასში გავხსნათ  ჟელატინი და დავასხათ ჩიზქეიქს, მოვაყართ დაკურკული ალუბალი.ჩიზქეიქი შევდოთ მაცივარში 2-3 საათი.

შოკოლადის ორცხობილა ალუბლით

ინგრედიენტები :

1.კვერცხი

150 გრ.კარაქი

2 ს.კოვზი კაკაო

200 გრ.შაქარი

1 შაქრიანი ვანილი

1ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

225 გრ.ფქვილი

200 გრ.ალუბალი

100 გრ.შავი შოკოლადი

 

მომზადების წესები :

ფქვილი,კაკაო და ვანილი ერთმანეთში შევურიოთ.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით.

შევათქვიფოთ ჯერ კვერცხი და შაქარი, შემდეგ კი ნახევარი მშრალი ინგრედიენტები.

დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები შევაზილოთ ხელით.

ცომისაგან დავამზადოთ პატარა ბურთულები.თითოეულ ბურთულას გავუკეთოთ ჩაღრმავება.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი და დავაწყოთ ბურთულები.ჩაღრმავებაში ჩავდოთ ალუბალი.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შავი შოკოლადი და კოვზით დავასხათ ალუბლის მარცვალს ისე,რომ დვფაროთ.

ორცხობილები გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთი.

შემდეგ გავაგრილოთ და მოვრთოთ თეთრი შოკოლადით.

საახლწლო შოკოლადის ორცხობილა

ინგრედიენტები :

1 კვერცხი

100 გრ.კარაქი

400 გრ.ფქვილი

40 გრ.სახამებელი

50-70 გრ.შაქარი

20 მლ.ცივი წყალი

20-30 გრ.კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესები :

200 გრ.ფქვილში ჩავახეხოთ ცივი, კუბებად დაჭრილი კარაქი და ხელით ავაფხვიეროთ.

შევურიოთ სახამებელი,შაქარი,კვერცხი და წყალი.სწრაფად მოვზილოთ ცომი.

ბოლოს დავუმატოთ ჯერ კაკოს ფხვნილი და შემდეგ დარჩენილი 200 გრ.ფქვილი.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათი.

ცომი გავაბრტყელოთ,დავჭრათ ფორმებად და გამოვაცხოთ .