ფრანგული ბაგეტი

წაიკითხეთ,თუ როგორ უნდა გამოვაცხოთ ფრანგული პური სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

350 მლ. წყალი

500 გრ. ფქვილი

6 გრ. საფუარი

0,5 ჩაის კოვზი შაქარი

0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

წყალი გავაცხელოთ 32 გრადუსამდე,ჩავყაროთ საფუარი,გავაჩეროთ 15-20 წუთი,დაველოდოთ ბუშტუკების გაჩენას.

მომზადებულ სითხეში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და სანამ ცომი თხელია,შევურიოთ მარილი.

ცომი გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და დავამუსაოთ,მივიღებთ ნაზ და ელასტიურ ცომს.

ფქვილის რაოდენობა ჩვენ თვითონ განვსაზღვროთ.თავდაპირველად ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.დამუშავების შემდეგ კი უნდა მივიღოთ რბილი და ელასტიური ცომი.

ბაგეტის მომზადებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიას.ცომი ხელით უნდა გავწელოთ , და გადავკეცოთ ასე უნდა გავიმეოროთ 2 – ჯერ.

ცომისგან მოვამზადოთ გუნდა.ცერი თითით გავუკეთოთ ჩაღრმავება,თუ ცომი ფორმას სწრაფად აღიდგენს,ესე იგი მზად არის.

ცომი გავაჩეროთ თბილ ადგილას 30 წუთი,რომ ამოვიდეს და გავყოთ 4 ნაწილად.

ბაგეტის ფორმირება ხდება ორი მეთოდით.პირველ შემთხვევაში ცომი გავაბრტყელოთ და გადავახვიოთ რულეტივით.

მეორე შემთხევაში ცომის ბურთულებს ძეხვის ფორმა მივცეთ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ტილო,ბლომად მოვაყაროთ ფქვილი და დავდოტ ბაგეტები.ბაგეტები ერთმანეთისაგან ტილოს ნაკეცით გამოვყოთ

ბაგეტები გავაჩეროთ თბილ ადგილზე 15-20 წუთი.შემდეგ ტილო გამოვაცალოთ,ფუნჯით ზედმეტი ფქვილი გადავფერთხოთ და ხის ჯოხით დავსეროთ.

ბაგეტები გამოვაცხოთ 12-15 წუთი 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ბაგეტმა ხრაშუნა ქერქი რომ გაიკეთოს ,აუცილებლად ცხობისას ღუმელის ტაფის ქვეშ შევდგათ ცხელი წყლით სავსე თასი.ამ მეთოდის გამოყენებით ბაგეტის ქერქი იქნება ხრაშუნა,შიგნით კი რბილი.

12 -15 წუთის შემდეგ 220 გრადუსზე დავწიოთ ტემპერატურა და გამოვაცხოთ კიდევ 5 წუთი.

ფრანგული ბაკეტი მზად არის და მივირთვათ გემრიელად.

პიტა- აღმოსავლეთური პური

თუ თქვენ ეძებთ ქუჩის შაურმის ან ჰოთ-დოგის ალტერნატივას, სცადეთ პიტა, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი გულსართით. 

პიტა ბრტყელი პურია. მას  იყენებენ ქუჩის საკვების ალტერნატივად, სენდვიჩების, ღვეზელების და ჰოთ-დოგების ნაცვლად.  შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერი სალათი და ამით შევავსოთ პიტა, ასევე  გავატანოთ ბავშვს სკოლაში.

დღეს მე გასწავლით, როგორ გამოვაცხოთ პური ტაფაზე.

ინგრედიენტები :

350 გრ.ფქვილი

200მლ.  ცხელი წყალი (80 გრადუსამდე გაცხელებული )

1 სუფრის კოვზი ზეთი

1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ.

წყალი გავაცხელოთ 80 გრადუსამდე. ( საიდუმლო1)

ცხელ წყალში გავხსნათ მარილი და დავასხათ ფქვილს.

მოვზილოთ ცომი,ცომი შეიკვრება ერთ გუნდად და ვზილოთ 7-10 წუთი.( საიდუმლო 2)

მოზელილი ცომი აუცილებლად  ( საიდუმლო 3)მოვათავსოთ პარკში,მოვუკრათ თავი და გავაჩეროთ 20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

ცომი დავყოთ 8 ნაწილად და მოვამზადოთ გუნდები.

ტაფა ძალიან გავახუროთ და ზეთი არ მოვუსვათ.( საიდუმლო 4)

სამუშაო მაგიდას აუცილ;ებლად მოვუყაროთ ზეთი ან ფქვილი, ( საიდუმლო 5)გავაბრტყელოთ მრგვლად( 15-16 სმ დიამეტრი).თუ სამუშაო მაგიდას ზეთს არ მოვასხამთ,მაშინ დაზიანდება ცომის ზედაპირი და პურის “ჯიბე ” არ წარმოიქმნება.

გამოვაცხოთ პური მშრალ ტაფაზე 4-5 წუთი ორივე მხრიდან.პური იქნება მაგარი და არ შეგვეშინდეს.

შემდეგ გადმოვაბრუნოთ  და გამოვაცხოთ 2 წუთი.( საიდუმლო 6)ამ დროს უკვე დაიწყებს პური ამოსვლას და წარმოიქმნება “ჯიბე”.პურს ისევ გადმოვაბრუნებთ მეორე მხარეს და გავაჩერებთ ტაფაზე 2 წუთი.

ღუმელში გამომცხვარი პიტა :

ინგრედიენტები :

3 ჭიქა ფქვილი

2 ჭიქა ცეხვილი ფქვილი

2 ჭიქა  წყალი

1/3 ჭიქა  ზეთი

1 ჩაის კოვზი შაქარი

2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

1 ჭიქა თბილი წყალი ოთახის ტემპერატურაზე, ჩავასხათ  თასში, დავამატოთ შაქარი, საფუარი და მოვურიოთ ,გავაჩეროთ  5-10 წუთის განმავლობაში.

თასში ჩავყაროთ  ორი სახის ფქვილი, გავუკეთოთ  ცენტრში ჩაღრმავება და ჩავასხათ  საფუარის ნარევი, ზეითუნის ზეთი და დარჩენილი ჭიქა თბილი წყალი და ვზილოთ  5-10 წუთის განმავლობაში.ცომს მოვასხათ ზეთი,გადავაფაროთ სუფთა ტილო და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში.

ცომი გადავზილოთ და გავაჩეროთ 30 წუთი თბილ ადგილას.

ცომი დაყოთ გუნდებად,გავაბრტყელოთ  ( დიამეტრი 15-16 სმ ),გადავაფაროთ და გავაჩეროთ 1 საათი.ამ პერიოდში ცომი არ ამოვა,უფრო მომზადედება “ჯიბის” ” გასაკეთებლად.

ღუმელი გავაცხელოთ 220 გრადუსზე.

ღუმელის ტაფაზე გადავიტანოთ პიტა,მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და გამოვაცხოთ 5-7 წუთი.

გამომცხვარი პიტა 4-5 წუთი შევახვიოთ ტილოში და შემდეგ გამოვიყენოთ.

 

 

 

 

 

შინდის მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ შინდი

300 მლ. წყალი

1,5 კილო შაქარი

მომზადების წესები :

შინდი გავრეცხოთ და ერთი წუთი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში.

შინდი  საცერით ან ქაფქირით ამოვიღოთ წყლიდან.

მოვხარშოთ სიროფი და   შინდი ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ,ვხარშოთ 7 წუთი.შინდის ტკბილი სიროფი ბოლომდე  გავაგრილოთ, პერიოდულად მოვხადოთ ქაფი. ასე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ.

ცხელი შინდის მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

 

 

მსხლის ჯემი

ინგრედიენტები :

1 კგ. მკვრივი და  პატარა ზომის მსხალი

500 გრ.შაქარი

1 შაქრიანი ვანილი ან 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

მსხალი გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავაბლენდეროთ. შეგვიძლია,რომ მსხლები არც გავთალოთ.

მსხლის პიურეს მოვაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ 1 საათი.

პიურე შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ავადუღოთ.დაახლოებით ჭირდება 20 წუთი.

როგორც კი მასა მოდუღდება ,ცეცხლს ავუწიოთ საშუალოზე და ვხარშოთ დახლოებით 20 წუთი შესქელებამდე. ქვაბს განუწყვეტლივ  ვურიოთ ხის კოვზით,რომ ძირზე არ მიიწვას.ბოლოს დავუმატოთ ვანილი ან ლიმონის წვენი.

ჯემი გადავიტანოთ სტერილურ  მინის ქილაში და მოვხუფოთ.

 

ვაშლის დიეტური ოლადები

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

2 ვაშლი

2 სუფრი კოვზი შაქარი

2,5 -3 სუფრის კოვზი ფქვილი

200 მლ.მაწონი ან კეფირი

1 ჩაის კოვზი სოდა

50 მლ.ზეთი

5 გრ.დარიჩინი

მომზადების წესები :

ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

ვაშლი გავთალოთ,გული გამოვუღოთ და რგოლებად დავჭრათ.

კვერცხი და შაქარი ჩანგლით ავთქვიფოთ,ჩავუმატოთ ზეთი,მაწონი,მოვურიოთ.

თხევად მასას დავუმატოთ სოდა,მოვურიოთ  და  შემდეგ ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი.უნდა მივიღოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი.

ცომი აუცილებელია, გავაჩეროთ 15-20 წუთი.

ვაშლის რგოლები ამოვსვაროთ ცომში.

და ორივე მხიდან  გაცხელებულ  ტაფაში  შევწვათ .ცხელ ოლადებს მოვაყაროთ დარიჩინი.

 

 

 

 

 

ვაშლის სამარხვო ოლადები

ინგრედიენტები :

წყალი – 250 მლ
ფქვილი – 230 გრ.
ვაშლი – 1 ც.
ცოცხალი საფუარი – 10 გრ. (მშრალი – 5 გრ.)
შაქარი – 2.5 ს.კ. 1 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი – 1/4 ჩ.კ.
სოდა – 1/4 ჩ.კ.
მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

საფუარს დავასხათ 100 მლ.თბილი წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ფქვილი გავცრათ და შვურიოთ: შაქარი,მარილი,სოდა.

მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ წყალი,1 სუფრის კოვზი ზეთი,დავუმატოთ მოსული საფუარი და მოვზილოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

თასს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ. ცომი მოცულობაში 2 ჯერ უნდა გაიზარდოს.

ვაშლი დავჭრათ კუბებად და შეწვის წინ შევურიოთ ცომს.

ოლადები შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

 

ფუმფულა ხაჭოს ოლადები ( სირნიკები ) შავი ქლიავით და ნიგვზით – საბჭოთა რეცეპტი

ხაჭოს მაჭკატები  საბჭოთა წარსულის კერძია. ზუსტად იმ დროს ხაჭო ყველასთვის ხელმისაწვდომი  და შედარებით იაფი იყო .  ამ მიზეზით,  ოჯახში დედები  ძალიან ხშირად აცხობდნენ მაჭკატებს  და შვილები მადიანად მიირთმევდნენ. ახლა ხაჭო საკმაოდ ძვირი პროდუქტია, მით უმეტეს, თუ ის სოფლისაა და ხშირად მისგან ოლადების მომზადებას ვერ შევძლებთ. თუმცა, ზოგჯერ ძალიან მოგვინდება სირნიკების დაგემოვნება .

ინგრედიენტები :

300 გრ. მშრალი ხაჭო ( 5%)

1 კვერცხი

1სუფრის კოვზი ფქვილი

1,5 სუფრის კოვზი მანანის ბურღული

25 გრ. შაქარი

5 შავი ქლიავი

50 გრ.ნიგოზი

მწიკვი მარილი

100 გრ ფქვილი სირნიკების ამოსასვრელად

მომზადების წესები :

ხაჭოს სირნიკების მომზადებისას გაითვალისწინეთ,რომ ხაჭო უნდა იყოს მშრალი , ნაკლებცხიმიანი და აუცილებლად უნდა დავიცვათ გრამაჟი.

ხაჭო გავატაროთ საცერში ან დავაბლენდეროთ.

ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი.

ცოს შევურიოთ დატეხილი ბიგოზი და დაჭრილი ქლიავი.

მაგიდაზე დავყაროთ  100 გრ.ფქვილი

ხაჭოს ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები და ამოვსვაროთ ფქვილში.

სირნიკები შევწვათ ზეთში ტაფაზე.

 

 

ბანანის ოლადები

ინგრედიენტები :

200 მლ.მაწონი

1 მწიფე ბანანი

1/2 ლიმონის წვენი

1 კვერცხი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1  ჭიქა ფქვილი

1 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი

1/2 ჩაის კოვზი სოდა

მომზადების წესები :

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

მწიფე ბანანი დავაბლენდეროთ ,ლიმონის წვენი შევურიოთ,რომ არ გამუქდეს.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

მასას დავუმატოთ მარილი.

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა, ბანანის პიურე ,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

 ბანანის ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

ბანანის ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!

 

ფუმფულა და ჰაეროვანი ალადიკი რძით

ინგრედიენტები :

1,5 ჭიქა რძე

260 გრ.ფქვილი

1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი

1 სუფრის კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

2 სუფრის კოვზი  გამდნარი სამარხვო კარაქი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი.

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი,დაველოდოთ აქაფებას.

აქაფებულ მასაში  ჩავყაროთ  ნახევარი ფქვილი ,ჩავასხათ გამდნარი კარაქი და მოვზილოთ  თხელი ცომი.

თხელ ცომს დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ წელვადი და წებოვანი ცომი.თასს გადავაფაროთ და დაველოდოთ აფუებას.ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება.

აფუებულ ცომს არ მოვურიოთ.

გაცხელებულ სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავსვათ სუფრის კოვზით ალადუშკები,შევწვათ ორივე მხრიდან.

ოქროსფერი ოლადები არაჟნით -მომზადების 7 საიდუმლო

ინგრედიენტები :

150 გრ.არაჟანი

1 კვერცხი

2 სუფრის კოვზი შაქარი

200 გრ.ფქვილი

1/2 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი

1/ 2 ჩაის კოვზი სოდა

1/2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) არაჟანი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

მასას დავუმატოთ მარილი.

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს არ უნდა მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური ( საიდუმლო ნომერი 6) და შევწვათ ორივე მხრიდან.

ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!