ფლავი ხორცით და კომშით

ინგრედიენტები :

500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი

500 გრ.ბრინჯი

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

1 სტაფილო

ნახევარი კილო კომში

1 სუფრის კოვზი შაქარი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით

მომზადების წესები :

ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი ხორცი.

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

კომში გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ.

ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ კომშის ნაჭრები,მოვაყაროთ შაქარი და  ცოტა ძირა ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ.

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი , ცოტა რომ მოიხარშება ,დავაწყოთ კომშის ნაჭრები ,დავადოთ სიმძიმე და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანილი.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით!

 

ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

ღვიძლის სალათა – თანამედროვე ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

ქათმის ღვიძლი -500 გრ.

პამიდორი – 350 გრ.

წითელი ხახვი- 60 გრ

ნიორი 2 კბილი

ფქვილი –  2 სუფრის კოვზი

მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი- 2 სუფრის კოვზი

შავი დაფქული წიწაკა – 1/4 ჩაის კოვზი

ნიგოზი – 50 გრ

ნახევარი ბროწეული

ქინძი – 30 გრ

წითელი წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ქათმის ღვიძლი გავრეცხოთ,  გავჭრათ 2 ნაწილად ,ხელსახოცით გავამშრალოთ, მოვაყაროთ ფქვილი  და შევწვათ  ცხელ ზეთში 3-3 წუთი ორივე მხრიდან.

ნიგოზი მსხვილად გავატაროთ .

ქინძი დავჭრათ .

პამიდორი დავჭრათ 8 – 10 ნაწილად.

ნიორი გავატაროთ

ხახვი დავჭრათ გრძლად.

თასში ჩავყაროთ დაჭრილი პამიდორი,მწვანილი, ხახვი,გატარებული ნიგოზი,ნიორი,მოვასხათ ზეითუნის ზეთი,მარილი და სუნელი მოვაყაროთ,ამოვურიოთ.

მიღებულ პამიდვრის სალათს დავაყაროთ  შემწვარი ღვიძლი,კიდევ ერთხელ ავურიოთ ,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 10 წუთი.

მზა სალათს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები

 

 

 

 

 

 

 

გებჟალია-მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

500 მლ. რძე

500 გრ.სულგუნი

100 გრ.არაჟანი

200 გრ.ნადუღი

1 პატარა კონა პიტნა

ბროწეულის მარცვლები

მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები:

პიტნის შიგთავსის მომზადება;

ნახ. კონა პიტნის ფოთლები დავჭრათ ძალიან წვრილად და დავნაყოთ მარილთან ერთად;

რძე ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ .

სულგუნი ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ გაცხელებულ რძეში და მოვხარშოთ რძესთან ერთდ.

მოვურიოთ ,სულგუნი გახდება წელვადი , შეერთდება,მოვაგუნდავოთ და მივიღებთ სულგუნის ცომის ერთგვაროვანი მასა.

სულგუნის ცომი სველ  ხის დაფაზე 1 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ  და ცხელსვე წავუსვათ წინასწარ მომზადებული პიტნის შიგთავსი .

სულგუნის ცხელი ფირფიტა გადავახვიოთ რულეტივით  და გავაციოთ.

რულეტი დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ  სოუსში.

სოუსის მომზადება:

ნადუღი მოვათავსოთ თასში და დავუმატოთ არაჟანი,თვალზომით პიტნის გულსართი(დაახლოებით 2 ჩ.კოვზი),მარილი,ყველის ნახარში.

ნარევი აუცილებლად დავაბლენდეროთ(ნადუღის კოშტები არ იგრძნობოდეს).

სოუსი დავასხათ გებჟალიას ნაჭრებს და მოვრთოთ პიტნით,ბროწეულის მარცვლებით

 

 

 

ლეღვის მურაბა

ინგრედიენტები :

2 კგ.ლეღვი

1,600 გრ.შაქარი

6 ცალი მიხაკის ბუტკო

1  ნაჭერი ლიმონი

3 -4 ჩ.კოვზი ბალზამიკოს ძმარი  თუ სურვილი გვაქვს

 

მომზადების წესები ;

მურაბის მოსამზადებლად შევარჩიოთ მკვრივი და პატარა ზომის ლეღვები.

გარეცხილი ლეღვი დავჩხვლიტოთ, დავაწყოთ თუშფალანგზე, რომ დაიწრიტოს,ჩავაწყოთ ქვაბში და ფენა-ფენა დავაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ რამოდენიმე საათი, რომ წვენი  გამოვიდეს.

ქვაბი დავადგათ საშუალო ცეცხლზე,როგორც კი ადუღდებ, ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 10 წუთი.გადმოვდგათ ცეცხლიდან,გადავაფაროთ პირსახოცი და  სიროფში 8-10 საათი გავაჩეროთ.

ამ დროს გავლის შემდეგ ისევ ვადუღებთ 10  წუთი,ვუმატებთ  ნახევარი ლიმონის ცედრას და 1 ნაჭერ ლიმონს , ,მიხაკის ბუტკოს   და ისევ ვაჩერებთ სიროფში 8-10 .

მესამედ ვადუღებთ 10-15 წუთი,ჩავასხამთ სტერილურ ქილებში,მოვხუფავთ,გადმოვაბრუნებთ,შევახვევთ პირსახოცში გაცივებამდე და . შევინახავთ გრილ ადგილას.

 

 

“ტყემალი” – გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები:

5 კგ. წითელი და ყვითელი  ტყემალი .

10  თავი ახალი ნიორი

5  პატარა კონა აყვავებული  ქინძი

5  პატარა კონა ცერეცო ან კამა

1-2  კონა ომბალო ,შეგიძლიათ არ დაუმატოთ

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები:

ტყემალი მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

გარჩეული ნიორი, გარეცხილი მწვანილი, მოვათავსოთ ბლენდერში. დავასხათ ტყემლის  ნახარში და დავაბლენდეროთ.

საცერში გატარებულ ტყემალს დავასხათ დაბლენდერებული მასა, დავუმატოთ წიწაკა, მარილი, შაქარი და კარგად მოვურიოთ.ტყემალი 

თუ სქელი გამოგვივიდა,გავათხელოთ ტყემლის ნახარშით .

ჭურჭელი ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ 20-30 წუთი. დავუმატოთ სალიცილი ან ასპირინი  და გადავიტანოთ ქილებში.მოვხუფოთ  და შევინახოთ ზამთრისთვის.

შოკოლადის თაფლაკვერი, იგივე “პრიანიკი “

ინგრედიენტები :

200 მლ.რძე

50 გრ.თაფლი ( 1,5 სუფრის კოვზი)

20 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი –  პირველი ნაწილი

200 გრ.შაქარი

40 გრ.კვერცხის გული

1 ჩაის კოვზი დარიჩინი

1 ჩაის კოვზი მშრალი ჯანჯაფილი

1/3 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი

250 გრ.ფქვილი მეორე ნაწილი

60 გრ.კაკაო მაღალი ხარისხის

7 გრ. სოდა

აისინგი :

60 გრ.კვერცხის ცილა

250 გრ.შაქრის პუდრა

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

შაქრი და  100 გრ. ფქვილი (პირველი ნაწილი ) შევურიოთ ერთმანეთს.

რძეში ჩავყაროთ სანელებლები ( დარიჩინი,ჟანჯაფილი, მუსკატი )., შევურიოთ თაფლი და გაზზე გამდნარი კარაქი.

რძიანი მასა ,როგორც კი ადუღდება ,გადმოვდგათ და დავაყაროთ საქრისა დაფქვილის ნარევი.ცხელ რძეში ფქვილი მოიხარშება, შაქარი გადნება.ცოტა ხნით გავჩეროთ გაგრილებამდე.

შევურიოთ  მეორე ნაწილი ფქვილი,კაკაო და სოდა ერთმანეთს.კაკაო უნდა ავიღოთ ძალიან ხარისხიანი,რონ თაფლაკვერს გემო არ შეუცვალოს.

თხელ ცომს დავუმატოთ კვერცხის გულები ,მოვურიოთ და ამის შემდეგ შევათქვიფოთ  დანარჩენი.მშრალი ინგრედიენტები. მივიღებთ მუქი ფერის წებოვან ცომს. ცომი ხელზე მიგვეკვრება,მაგრამ ფქვილის დამატება არ შეიძლება.

ფქვილმოყრილ მაგიდაზე ცომი  5-6 მმ სისქზე გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ სასურველი ფორმები ან დავყოთ გუნდებად და თითოეულს მივცეთ ბურთულის ფორმა.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი, დავაწყოთ ცომის ბურთულები, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

გაგრილებული პრიანიკები ამოვსვაროთ აისინგში.

აისინგის მომზადება : კვერცხის ცილა, შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი შევურიოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლეღვის ჩირი

ინგრედიენტები :

2 კგ.ლეღვი

2 ჭიქა წყალი

1 ჭიქა შაქარი.

მომზადების წესები :

მწიფე ლეღვებს  მოვაშოროთ ყუნწები,  ჩავაწყოთ წყალში და გავეცხოთ, შემდეგ დავაწყოთ თუშფალანგზე დასაწრეტად.

5 ლიტიან ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე, ქვეშ გამანაწილებელი დავუდოთ ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ შაქარი და საშუალო ცეცხლზე  მოვადუღოთ სიროფი.

ადუღებულ სიროფში ჩავყაროთ ლეღვები,დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 5-7 წუთი.

5-7 წუთის შემდეგ  ცეცხლიდან გადმოვდგათ ,გავაციოთ .

თითოეული მათგანი მოვაქციოთ ხელისგულებს შორის   და ოდნავ გავაბრტყელოთ.

გაწურული ლეღვები დავალაგოთ ბადეზე ( თუ არ გვაქვს,მაშინ ფიცარზე) და გადავაფაროთ მარლა და მზეზე 4-5 დღე გავაშროთ.

50-60 სმ სიგრძის ძაფზე ავასხათ ლეღვები ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ, დავკიდოთ გაშლილად, რამდენიმე დღეში იქნება მზად.

თუ 2 ჭიქა წყალში ჩავყრით 2 ჭიქა შაქარს და ლეღვს მოვხარშავთ 12-15 წუთი, მაშინგამოშრობის შემდეგ მივიღებთ ცუკატებს.

ორცხობილა მაზურკა – პოლინური სამზარეულო

ინგრედიენტები :

  • 2 ცალი კვერცხი
  • 130 გრ ქიშმიში
  • 100 გრ ნიგოზი
  • 180 გ შაქარი
  • 120 გრ ფქვილი
  • 1.5 ჩ / კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთი.წყალი გადავწუროთ და ქიშმიში შევამშრალოთ.

ნიგოზი მოვხალოთ და დანით დავჭრათ.

ფქვილში ავურიოთ გამახვიერებელი.

ორი კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შევათქვიფოთ შაქარი და შევურიოთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.ბოლოს დავუმატოთ ქიშმიში და ნიგოზი.

საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, დავასხათ ცომი და წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ  15- 20 წუთი.

გამომცხვარი ორცხობილა დავჭრათ რომბებად ან ჩვენთვის სასურველ ფორმებად.

 

ქლიავის წვენი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კგ . მწიფე შავი ქლიავი

50-100 გრ. შაქარი ყოველ ლიტრა წვენზე

სუფთა და სტერილური ქილები 

მომზადების წესები :

ქლიავი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკები, ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე .  რომ ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და  ქლიავი ვხარშოთ 5 წუთი. ქაფი არ მოვხადოთ.

ხელის ბლენდეროთ მასა დავაბლენდეროთ, გავატაროთ საწურში.

წვენი თავიდან ჩავასხათ ქვაბში.დაახლოებით გამოგვივა 4 ლიტრა სითხე.

ყოველ ერთ ლიტრა სითხეს შევურიოთ 100 გრამი შაქარი. ჩვენ შემთხვევაში შევურიეთ 400 გრამი. თუ წვენი სქელია, მაშინ გავათხელოთ ცოტა წყლით.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ 10 წუთი .პერიოდულად მოვქაფოთ.

ცხელი და ქაფქაფა ქლიავის წვენით გავაპიპინოთ სტერილური ქილა და იქვე მოვხუფოთ.

ქილები გავაგრილოთ  და  შევინახოთ ზამთრისათვის.

ეს წვენი ძალიან გემრიელია!