ინგრედიენტები მარწყვის მურაბისათვის :
1 კგ.მარწყვი
1 კგ შაქარი
ნახ. ჭიქა წყალი
მომზადების წესები :
მარწყვი გავრეცხოთ და გადავარჩიოთ. ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში. ფენებს შორის მოვაყაროთ შაქარი.
გავაჩეროთ გრილ ადგილას რამდენიმე საათით . მარწყვი წვენს გამოუშვებს და ცალკე გადავწუროთ .
მარწყვის წვენში ჩავასხათ წყალი და მოვადუღოთ,სანამ შაქარი არ გადნება.
ცხელ სიროფში ჩავყაროთ მარწყვი და გავაჩეროთ 4-5 საათი.
ჭურჭელი შემოვდგათ ცეცხლზე და მარწყვი მოვხარშოთ.ვადუღოთ 10-15 წუთი.გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
ასეთივე პროცედურა ჩავატაროთ კიდევ ორჯერ.
გავუკეთოთ ქილებს პასტერილიზაცია.წყლით სავსე ჭურჭელში მოვათავსოთ თავსახურავები,ქილები თავით ქვემოთ.ვადუღოთ 10-15 წუთი.
პასტერილიზებულ ქილებში მოვათავსოთ მარწყვის მურაბა,,თავი მოვუხუფოთ და გადმობრუნებული დავდოთ მაგიდაზე გაცივებამდე.
მარწყვის ჯემი ვანილის საოცარი არომატით
- ინგრედიენტები:
- 2 კგ.მარწყვი
- 900 გრ.შაქარი
- 2 შეკვრა შაქრიანი ვანილი
- 2 ს.კოვზი ლიმონის წვენი
- ლიმონის ცედრა
- მომზადების წესები :
- მარწყვი გავრეცხოთ,ყუნწები მოვაშოროთ,ჩავყაროთ ქვაბში,დავაყაროთ შაქარი,ლიმონის ცედრა,მოვასხათ ლიმონის წვენი.
- ჭურჭელი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე,ვადუღოთ 5 წუთი,დავუმატოთ ვანილი და გავაგრძელოთ დუღილი ,მანამ სანამ მარწყვი არ გახდება რბილი .ჯემს ვურიოთ ხის კოვზით..ვადუღოთ გასქელებამდე.
- ჯემი გავაცივოთ,გადავიტანოთ სტერილურ ბანკებში და მოვხუფოთ.