Сациви-из-индейки-768x445

საახალწლო ინდაურის საცივი – გამოცდილი დიასახლისების რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 ცალი ინდაური

700 გრ.ნიგოზი

2 თავი ხახვი

2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 ჩაის კოვზი ზაფრანა(ყვითელი ყვავილი)

დანის წვერით  დარიჩინი სურვილისამებრ

4-5 მიხაკის ბუტკო სურვიისამებრ

4-5 კბილი ნიორი

1 დაფნის ფოთოლი

4-5 მარცვალი ბაჰარი

2 კონა ცოცხალი ქინძი

ძმარი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ინდაური მოვხარშოთ და მოვაყაროთ მარილი. ამის შემდეგ თუ სურვილი გვაქვს ინდაური გამოვაცხოთ ღუმელში.

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ინდაურის ნახარშის თავზე მომდგარ ცხიმში და ცოტა კარაქში.კარაქი აძლევს ძალიან კარგ გემოს..ხახვს მოხრაკვის დროს მოვაყაროთ მარილი.

ხახვი გავწუროთ ოთხფენა მარლაში.წვენი შევინახოთ.

ცალკე თასში მოვათავსოთ გატარებული ნიგოზი,ნიორი  , სუნელები,კარგად შევურიოთ , გამოვხადოთ ზეთი და მოვათავსოთ ცალკე ჭიქაში.

ნიგოზს დავასხათ ინდაურის ნახარში,მოშუშული ხახვის წვენი .

ნიგვზის  მასა დავდგათ ცეცხლზე,დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ჩავყაროთ ბაჰარი ,მიხაკის ბუტკო,დავუმატოთ ნახარში  და მივიყვანოთ ადუღებამდე .

ქინძი დავნაყოთ ,მარლაში გავწუროთ და წვენი ჩავასხათ საცივში.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,ჩავალაგოთ ინდაურის ხორცის დაჭრილი ნაჭრები,ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ დარიჩინი,წიწაკა სურვილისამებრ.

გაციებულ საცივს ჩავამატოთ გადადუღებული და გაგრილებული  ძმარი გემოვნებით.

გადადუღებული ძმარი საცივს მუქ ფერს არ აძლევს.

ფქვილი საცივის მომზადებისას არ გამოვიყენოთ.თუ საცივი თხელი გამოგვივიდა,იგი გავასქელოთ კვერცხის გულით.აღნიშნული რაოდენობის ინგრედიენტებს დაახლოებით დაჭირდება 3-4 ცალი კვერცხის გული.

კვერცხის  გული კარგად დავაბლენდეროთ ან ავთქვიფოთ მიქსერით,შევურიოთ საცივის წვენს და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი საცივს არ უმატებს ყვითელ ყვავილს . ამ შემთხვევაში საცივს აქვს თეთრი ფერი.

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

როგორ მოვამზადოთ მსუბუქი და ჰაეროვანი ზეფირი სახლის პირობებში

ინგრედიენტები : 2 დიდი ზომის ვაშლი 1 კვერცხის ცილა 200 გრ.შაქარი სიროფისათვის: 80 მლ.წყალი 220 გრ.შაქარი 4 გრ.აგარ-აგარი მომზადების წესები : გარეცხილი ვაშლი გავჭრათ შუაზე,გული

პიცა “პროშუტო ფუნგი” ( ლორი,სოკო)- იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები : პიცის ცომი 800 გრ.კონსერვირებული პამიდორი თავისივე წვენით 30 მლ.ზეითუნის ზეთი 450 გრ.ყველი მოცარელა 450 გრ.ლორი 240 გრ.სოკო შამპინიონი ორეგანო იგივე თავშავა,იყიდება სუპერმარკეტებში შავი

“ესკიმო” – მსუბუქი და გემრიელი ტორტი ნაყინის არომატით

ინგრედიენტები : 4 კვერცხი 120 გრ.ფქვილი 130 გრ.შაქარი 80 გრ.რძე 30 გრ.კარაქი 10 გრ.შაქრიანი ვანილი 3 გრ.გამაფხვიერებელი მწიკვი მარილი (0,5 გრ) ინგრედიენტები კრემისათვის: 300 მლ.რძე

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია