kartofilissendvishi
5/5

კარტოფილის სენდვიჩი – კორეული სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

400 გრ.კარტოფილი

6 ტოსტის პური

1 ნედლი კიტრი

3 კვერცხი

100 მლ.არაჟანი

60 მლ.მარცვლოვანი მდოგვი

2 კბილი ნიორი

2 ღერი კამა

3 სალათის ფურცელი

2 გრ.მარილი

25 გრ.შაქარი

1 გრ.შავი დაფქული წიწაკა

 

მომზადების წესები :

 

კარტოფილი გავთალოთ,გავრეცხოთ ,კუბებად დავჭრათ და მოვხარშოთ.

კვერცხი მოვხარშოთ და ოთხკუთხედებად დავჭრათ.

კიტრი გავთალოთ,კუბებად დავჭრათ და ცოტა მარილი მოვაყაროთ.მარილი კიტრიდან გამოიტანს ზედმეტ სითხეს,რომ სენდვიჩი არ დაგვისველოს.კიტრი მარლაში გავწუროთ.

ტორტის პურები დავაწყოთ თუნუქის ფირფიტაზე და 180 გრადუსზე ოდნავ გამოვაშროთ ღუმელში.

კარტოფილი დავჭყლიტოთ,დავუმატოთ 1 ს.კოვზი შაქარი,კიტრი,კვერცხი,5 ს.კოვზი არაჟანი,2 ს.კოვზი მდოგვი,მარილი.

კამა დავჭრათ წვრილად.

ნიორი გავჭრათ შუაზე და გაჭრილი მხრიდან მოვუსვათ პურს,რომ აიღოს ნივრის გემო.

პურის ნაჭრის შუაში დავდოთ კამა,სალათის ფურცლები,2 ს.კოვზი შეზავებული კარტოფილის პიურე,დავაფაროთ მეორე პურის ნაჭერი და გავჭრათ შუაზე.

ეს უგემრიელესი სენდვიჩი მზად არის! კარტოფილისაგან მომზადებული კერძების  სხვა რეცეპტები 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here