ინგრედიენტები :
2 მსხვილი სტაფილო
4 კარტოფილი
5-6 კვერცხი
ნახევარი თავი ხახვი
1 ორაგულის ან სარდინის კონსერვი
1 პატარა მაიონეზი
1 ს.კოვზი ძმარი
შაქარი მწიკვი
ოხრახურში
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
ხახვი დავჭრათ წვრილად, დავასხათ მდუღარე წყალი,გავაჩეროთ 5 წუთი და შემდეგ გადავღვაროთ.ხახვს მოვასხათ ძმარი,მოვაყაროთ შაქარი,მარილი და გავაჩეროთ მარინადში 10-15 წუთი.
კვარცხი,კარტოფილი,სტაფილო მოვხარშოთ.
გასუფთავებული და მოხარშული სტაფილო, კარტოფილი გავხეხოთ წვრილად სახეხზე.
ასევე წვრილად გავხეხავთ ცალ-ცალკე კვერცხის გულსაც და ცილასაც.
კონსერვირებულ ორაგულს მოვაცილოთ რბილი ფხები და ჩანგლით დავანაწევროთ.
ინგრედიენტები დავალაგოთ ფენებად.
პირველი ფენა – დანაწევრებული თევზი,მეორე ფენა – ხახვი ,მესამე ფენა – კარტოფილი,მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ მაიონეზი,მეოთხე ფენა – სტაფილო,მოვახათ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი,მეხუთე ფენა არის გახეხილი კვერცხის ცილა და მეექვსე ფენა – გახეხილი კვერცხის გული.
პატარა თაგუნიერბის დასამზადებლად.მოხარშული კვერცხი შუაზე გავჭრათ,მაგარი ყველისაგან გამოვჭრათ ყურები და კუდი,თვალები გავუკეთოთ მიხაკის ბუტკოთი და ულვაშები ოხრახურშის ღეროებით.