ინგრედიენტები ;
500 გრ.ხაჭო ან ყველი მასკარპონე
200 მლ.არაჟანი
2 ბანანი
2 კვერცხი
2 ს.კოვზი შაქარი
50 გრ.კარაქი
200-300 გრ.ორცხობილა
მწიკვი დარიჩინი
1 ლაიმის ცედრა
ზემოდან მოსართავად:
შოკოლადი
მარწყვი
ან
200 გრ.მარწყვის ან ჟოლოს მურაბა
10 გრ.ჟელატინი
მომზადების წესები :
ორცხობილა “პეჩენია” დავაბლენდეროთ , დავუმატოთ კარქი, 2ს.კოვზი შაქარი ,დარიჩინი.
160 გრადუსზე გავახუროთ ღუმელი.
16 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი.
ჟელატინი დავალბოთ .
დაბლენდერებლი მასა ხელით ჩავტკეპნოთ ფორმაში, გვერდებზეც ამოვიყვანოთ,შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 15 წუთი.
ხაჭო,ბანანი,ლაიმის ცედრა, კვერცხი,არაჟანი ერთმანეთში შევურიოთ და დავაბლენდეროთ.
გამომცხვარი ფორმა ამოვავსოთ გულსართით და ისევ შევდოთ გამოსაცხობად ღუმელში 75 წუთი.
ღუმელში ასევე შევდგათ წყლით სავსე თასი,რომ ნამცხვარი არ დაგვეწვას.
გამომცხვარი ჩიზქეიქი გავაგრილოთ , ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი მარწყვი,მოვასხათ შოკოლადი ან ზემოდან მოვრთოთ მარწყვის ჟელეთი.
ან მაწყვის ან ჟოლოს მურაბა წავმოვადუღოთ ,ჩავდოთ ჟელატინი,მოვურიოთ ,ჟელატინი შიგნით გადნება.
გაგრილებულ მასას ზემოდან დავასხათ ჟოლოს მურაბა და შევდოთ მაცივარში.