ინგრედიენტები :
ფენოვანი ცომი
მასკარპონეს კრემი
გულსართი :
200 გრ.მარწყვი
2 ვაშლი
100 გრ.წითელი მოცხარი
1 ლიმონი
1 კონა პიტნა
0,75 ჭიქა შაქარი
მომზადების წესები ;
პიტნა დავნაყოთ,გავწუროთ მარლაში.ნაწური გაწურულ ფოთლებს,
დავასხათ 0,75 მლ.წყალი და შევდოთ მაცივარში 2 საათი.ისევ გავწუროთ,
პირველად და მეორედ მიღებული ნაწური შევაერთოდ,ჩავყაროთ შაქარი და
ვხარშოთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. სიროფი გავაგრილოთ.
ვაშლი და მარწყვი დავჭრათ ნაჭრებად,მოვასხათ ლიმონის წვენი და პიტნის სიროფი.
გამოვაცხოთ 3 ნაპოლეონის ფირფიტა.რეცეპტი
მოვამზადოთ ნაპოლეონის კრემი . რეცეპტი
ან შეგვიძლია მოვამზადოთ კრემ ჩიზი ( მასკარპონეს კრემი)
ფირფიტებს წავუსავთ კრემი,დავალაგოთ ხილი.ფირფიტები ერთმანეთზე დავაწყოთ, და ზემოდან მოვაყაროთ
შაქრის პუდრა ან გავაფორმოთ სურვილისამებრ.
0