ამ მაფინის ცომს შეგვიძლია დავამატოთ ნებისმიერი სეზონური ხილი და კენკრა. განსაკუთრებით კარგია გარგარი, ატამი და ქლიავი.
ინგრედიენტები :
300 გრ.მარწყვი
150 მლ.მაწონი
300 გრ.ფქვილი
70 გრ.მანანის ბურღული
150 გრ.ყავისფერი შაქარი
ვანილი
125+50 გრ.ნაღების კარაქი
2 დიდი ზომის კვერცხი+ 1 ცილა
2 ჩ.კოვზი გახეხილი ლიმონი ან ლაიმა
0,5 ჩ,კოვზი სოდა
მწიკვი მარილი
მომზადების წესები :
გარეცხილი, მსხვილად დაჭრილი მარწყვი 2 წუთი მაღალ ცეცხლზე 50 გრ. კარაქში შევწვათ.
მარწყვი გადმოვიტანოთ თეფშზე და გავაგრილოთ.
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.
ფქვილში შევურიოთ მარილი.
სოდა გავხსნათ მაწონში და შევურიოთ ლაიმას ცედრა.
კარაქი შაქართან ერთად ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შევათქვიფოთ ცალობით 2 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა. მასას დავუმატოთ მაწონი და ფქვილი.
ფორმას მოვუსვათ კარქი შიგნიდან,მოვაყაროთ ფქვილი,ჩავასხათ ცომი,ზემოდან დავდოთ მარწყვი, 50-60 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში.
კექსი 15-20 წუთი გავაგრილოთ ფორმაში და შემდეგ გადმოვიტანოთ სინზე.
ცომს მოვაყაროთ შაქრის პუდრა