ინგრედიენტები :
100 გრ.მარწყვი ან ჟოლო
1 ს.კოვზი შაქრის პუდრა
400 მლ.წყალი
15 გრ.ჟელატინი
მომზადების წესები :
გარეცხილი გასუფთავებული მარწყვი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში მოვადუღოთ 10-15 წუთი. 2-3 წუთით ადრე ჩავყაროთ შაქრის პუდრა.ნახარში გავატაროთ საცერში.
ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 40 წუთი გავაჩეროთ გასაბერად.
ჟელატინი ცეცხლზე გავადნოთ.შევეცადოთ არ ადუღდეს.
მარწყვის წვენში წვრილი ჭავლით ჩავსხათ ჟელატინი,კარგად მოვურიოთ,გადავიტანოთ სილიკონის ფორმებში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი.
მარწყვის ჟელე შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ტორტებისა და დესერტების გასაფორმებლად.
რჩევა :მარწყვის ჟელე შეგვიძლია დავამზადოთ მურაბისგანაც.წაიკითხეთ რეცეპტი
0