ინგრედიენტები :
350 გრ. მარწყვი
1 ლაიმა
1 ვარსკვლავი ბადიანი
5 პიტნის ფოთოლი
5 ს.კოვზი შაქარი
1,5 ლ. წყალი
მომზადების წესები :
200 მლ წყლისა და შაქრისაგან მოვადუღოთ სიროფი.
150 გრ.მარწყვი და ლაიმი დავჭრათ კუბებად.პიტნის ფოთლები ხელით გავსრისოთ.
200 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ. სხვა ინგრედიენტები ჩავყაროთ მინის ქილაში,დავასხათ მარწყვის პიურე და ცხელი სიროფი.დავახუროთ თავსახური,გავაჩეროთ 20 წუთი.
ნაყენს დავასხათ დარჩენილი წყალი და შევდოთ 2-3 საათი მაცივარში.
0