08

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

პროფიტროლები მარწყვის კრემით

ინგრედიენტები:

250 გრ.ჟოლო ან

250 გრ.შავი მოცხარი ან

250 გრ.მარწყვი ან

250 მლ.ფორთოხლის წვენი ცედრასთან ერთად

 

1,5 კოვზი (30 გრ.) ჟელატინი

40 მლ.წყალი

 

ჟელატინი დავალბოთ.

მარწყვი დავაბლენდეროთ,საცერში გავატაროთ.

მარწყვის წვენში ჩავყაროთ  2,5ს.კოვზი(70 გრ.) შაქარი,დავამატოთ 25 გრ.სიმინდის სახამებელი და მოვურიოთ.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე,ცხელშივე ჩავაგდოთ 30 გრ.კარაქი და გაბერილი ჟელატინი,სწრაფად მოვურიოთ.კონტაქტით გადავაფაროთ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში.

კრემი მაცივრიდან გამოვიღოთ და ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით.

100 მლ.ნაღები ავთქვიფოთ რბილ პიკამდე და შევურიოთ მარწყვის კრემში.

 

ინგრედიენტები;

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 -5 კვერცხი

 

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

 

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,

და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .პროფიტროლები ამოვავსოთ მარწყვის კრემით

 

 

 

ასევე ნახეთ

მწვადი ბაჟეში

ინგრედიენტები: 1 კგ. ღორის ხორცი 50 გრ.ხახვი 2 ც. დაფნის ფოთოლი რამოდენიმე მარცვალი ბაჰარი მარილი,პილპილი გემოვნებით წითელი მშრალი ღვინო გემოვნებით ან ძმარი   ინგრედიენტები ბაჟესათვის:

საქონლის ხორცი ჩინურად

500 გრ.საქონლის ხორცი(უძვლო) 2 თავი ხახვი 2 სტაფილო 1 ს.კოვზი თაფლი 35 გრ.სახამებელი 1 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა 2-3 კბილი ნიორი მარილი,წიწაკა გემოვნებით 2 ს.კოვზი

ქლიავის კრამბლი – ინგლისური დესერტი

ინგრედიენტები; 150 გრ.ფქვილი 60 გრ.შაქარი 60 გრ.შვრიის ფანტელები 100 გრ ნიგოზი 100 გრ.კარაქი მწიკვი მარილი   გულსართი: 700 გრ.ქლიავი 1 ფორთოხალი 75 გრ.შაქარი 50 გრ.კარაქი

დაბეჭდე გვერდი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
  • +995 551 402 555
  • nino.mshvenieradze@gmail.com

სასარგებლო

  • დახმარება
  • მასტერ კლასები
  • დაგვიკავშირდით
  • რეკლამა

პოპულარული

  • კულინარია
  • ქსოვა
  • ქარგვა
  • კერვა

Livemaster.ge © ყველა უფლება დაცულია

error: შიგთავსი დაცულია