79834a1e1852a00028111db3920b9944 (1)

პროფიტროლები მარწყვის კრემით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

250 გრ.ჟოლო ან

250 გრ.შავი მოცხარი ან

250 გრ.მარწყვი ან

250 მლ.ფორთოხლის წვენი ცედრასთან ერთად

1,5 კოვზი (30 გრ.) ჟელატინი

40 მლ.წყალი

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ.

მარწყვი დავაბლენდეროთ,საცერში გავატაროთ.

მარწყვის წვენში ჩავყაროთ  2,5ს.კოვზი(70 გრ.) შაქარი,დავამატოთ 25 გრ.სიმინდის სახამებელი და მოვურიოთ.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე,ცხელშივე ჩავაგდოთ 30 გრ.კარაქი და გაბერილი ჟელატინი,სწრაფად მოვურიოთ.კონტაქტით გადავაფაროთ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში.

კრემი მაცივრიდან გამოვიღოთ და ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით.

100 მლ.ნაღები ავთქვიფოთ რბილ პიკამდე და შევურიოთ მარწყვის კრემში.

 

ინგრედიენტები;

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 -5 კვერცხი

 

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,

და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .პროფიტროლები ამოვავსოთ მარწყვის კრემით

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

საახალწლო ინდაურის საცივი – გამოცდილი დიასახლისების რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 ცალი ინდაური 700 გრ.ნიგოზი 2 თავი ხახვი 2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი 2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი ზაფრანა(ყვითელი ყვავილი) დანის წვერით

სამარხვო კარტოფილის ღვეზელები

ინგრედიენტები : ფქვილი 500 კგ საფუარი 5 გრ წყალი ან კარტოფილის ნახარში 250 მლ გულსართისათვის : კარტოფილი  5 ცალი ხახვი 1  თავი ზეთი მარილი,პილპილი გემოვნებით

სალათი ” შანხაი “

ინგრედიენტები : 350 გრ.ქათმის ფილე 350 გრ.ქამა სოკო 150 გრ.სიმინდის მარცვალი 250 გრ.კონსერვირებული ანანასი 50 გ.ზეთის ხილის დაკურკული მარცვლები 2 ს.კოვზი  მაიონეზი (სავსე) მარილი გემოვნებით

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია