ინგრედიენტები :
2,5 ჭიქა(600 მლ.)რძე
600 გრ. შავი შოკოლადის ფილა
2,5 ჭიქა( 600 მლ.)ნაღები 33%
აღნიშნული ინგრედიენტებით გამოდის 18-20 პორცია
რძე მივიყვანოთ ადუღებამდე.
შოკოლადის ფილა დავტეხოთ.
რძე დავასხათ შოკოლადის ფილას,კარგად მოვურიოთ და გავაციოთ ყინულიან წყალში.
ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ შოკოლადში.სულ ესაა შოკოლადის მუსი მზადაა.
რჩევა:
თუ ვამზადებთ ტორტს შოკოლადის მუსით, ჩავამატოთ ჟელატინი.
ჟელატინის მომზადება:
30 გრ( 3.ს.კოვზი) ჟელატინი
150 მლ.წყალი ოთახის ტემპარატურის
ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი გასაბერად.აფუებული ჟელატინი შევათბოთ ცეცხლზე,დავადნოთ და ჩავასხათ მუსში,სწრაფად ვურიოთ,რომ არ გაჩნდეს კოშტები.
0