ინგრედიენტები :
125 მლ. წყალი
125 მლ.რძე
1/2 ჩ . კოვზი შაქარი
150 გრ.ფქვილი
მწიკვი მარილი
4-5 კვერცხი
100 გრ.კარაქი
ცომის მე-2 ვერსია :
250 მლ.წყალი
100 გრ.კარაქი
170 გრ.ფქვილი
1/3 ჩ.კოვზი მარილი
4 -5 კვერცხი
მომზადების წესები :
რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.
ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით. უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .
თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის ფორმა.
შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.
თუ საკონდიტრო შპრიცი არ გვაქვ,შუ ფირფიტაზე დავსათ კოვზითაც.
ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ამოსვლა.
ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .
დესერტები ამ რეცეპტით მომზადებული მოხარშული ცომით ძალიან გემრიელია !