tort

ტორტი ” ოტელო ”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

200 გრ.ნაღების კარაქი

500 მლ. მაწონი

400 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი კაკაო

600 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ( სავსე)

კრემი:

400 გრ.კარაქი

2 ქილა შესქელებული რძე

ვანილი

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები  ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ გაზზე გამდნარი  და გაგრილებული კარაქი ,მაწონი.

შემდეგ შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

ფორმაში ჩავაფინოთ  ცხიმიანი ქაღალდი. ფორმას წავუსვათ  გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი და 1 საათი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

კრემის მომზადება:

400 გრ.კარაქი მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ, ზემოდან ერთი ფენა ავაჭრათ,რომ გავასწოროთ,გავყოთ 2-ან 3 ნაწილად და ფენებს შორის და გვერდებზე  კრემი წავუსვათ.

ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები ან მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

პოპულარული,გემრიელი სალათი მიმოზა – მხიარული თაგვები

ინგრედიენტები : 2 მსხვილი სტაფილო 4 კარტოფილი 5-6 კვერცხი ნახევარი თავი ხახვი 1 ორაგულის  ან სარდინის კონსერვი 1  პატარა  მაიონეზი 1 ს.კოვზი ძმარი შაქარი მწიკვი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია