ინგრედიენტები :
300 მლ.მაწონი
1 კვერცხი
0,5 ჩ.კოვზი მარილი
0,5 ჩ.კოვზი სოდა
2 ჩ.კოვზი შაქარი
1 ჭიქა ფქვილი( ყურადღება მიაქციეთ სისქეს)
დაკეპილი პიტნა და ქონდარი
მომზადების წესები ;
მწვანილი გავრეცხოთ,შევამშრალოთ და დავკეპოთ.
მაწონს დავუმატოთ კვერცხი,მარილი,სოდა,შაქარი დავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი უნდა გამოგვივიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის და წელვადი.
ცომს შევურიოთ დაკეპილი ქონდარი და პიტნა ( სურვილისამებრ).
ტაფაზე დავასხათ ზეთი და მაჭკატები შევწვათ ორივე მხრიდან.ყველაზე გემრიელი და არომატული მაჭკატები მზადაა !
0