ინგრედიენტები ;
4 კვერცხი
4 ს.კოვზი შაქარი
3 ს.კოვზი ფქვილი
1 ს.კოვზი სახამებელი
1 შეკვრა შაქრიანი ვანილი
გულასართი;
200 გრ.მარწყვი
200 გრ.ნაღები
2 ს.კოვზი შაქრის პუდრა.
მომზადების წესები :
ფქვილი, სახამებელი,ვანილი ერთმანეთში შევურიოთ.
მოვამზადოთ მირენგა ( ბეზე) ორთქლის აბაზანაზე.
მომინანქრებული ქვაბი შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავახუროთ.
გახურებულ ქვაბში ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა,შევათქვიფოთ ულუფობით შაქარი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და შევურიოთ მიქსერით მირენგას.
კვერცხის მასას ხის ნიჩაბით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ზეთი,დავასხათ ცხიმი და წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე გამოვაცხოთ 7-10 წუთი.
ცხელი ბისკვიტი დავდოთ მშრალ ტილოზე, გადავახვიოთ რულეტივით და ასე გავაციოთ.
ავთქვიფოთ ცივი ნაღები მყარ პიკამდე,შევურიოთ შაქრის პუდრა.
გარეცხილი, გამშრალებული მარწყვი დავაბლენდეროთ შაქართან ერთად.
ბისკვიტს წავუსვათ ჯერ მარწყვის პიურე, 5-10 წუთი გავაჩეროთ,რომ შეიწოვოს, შემდეგ წავუსვათ ათქვეფილი ნაღები და გადავახვიოთ და შევდოთ მავივარში 1-2 საათი.
სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მოვრთოთ მარწყვით.
ეს დესერტი ძალიან გემრიელია !