ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :
600 გრ. ისპანახი
2 კვერცხი
200 გრ.შაქარი
2 ს.კოვზი ლიმონის წვენი და 2 ჩ.კოვზი ცედრა
200 გრ.ფქვილი ან ცოტა მეტი
150 გრ.კარაქი
2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
ვანილი
მარწყვი,ჟოლო,მოცხარი გასაფორმებლად.
მომზადების წესები :
საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და მოვუსვათ ცხიმი.
ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.
ფქვილში შევურიოთ ვანილი და გამაფხვიერებელი.
ისპანახი გავრეცხოთ ,ფოთლები გავამშრალოთ და დავაბლენდეროთ დავუმატოთ ლიმონის წვენი და გავატაროთ საცერში .შემდეგ ვუმატებთ კვერცხს,კარაქს,ლიმონის ცედრას და შაქარს.ვაბლენდერებთ .
მიღებულ პიურეში ვამატებთ მშრალ ინგრედიენტებს.უნდა მივიღოთ ძალიან სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.
ცომი ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხობთ 30 წუთის განმავლობაში.
ბისკვიტი გავაგრილოთ და გავჭრათ შუაზე.
ხაჭოს კრემი :
300 მლ.ნაღები
400 გრ.ხაჭო
4 ს.კოვზი ჟელატინი
6 ს.კოვზი შაქრის პუდრა
მომზადების წესები :
ჟელატინი დავალბოთ .
ნაღები,შაქრის პუდრა,ხაჭო ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ გაბერილი და წყლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი და ვათქვიფოთ.
მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტის ფირფიტებს და მოვრთოთ ხილით ( კენკროვანებით) სურვილისამებრ.