ინგრედიენტები :
სიროფი
450 გრ.მარწყვი
50 გრ.კარაქი
10 გრ.შაქარი
20 მლ.ბალზამიკო
ალუმინის ქვაბში ჩავაწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები და მივიყვანოთ ადუღებამდე, გამოვრთავთ და დავუმატებთ ბალზამიკოს.
პირველი ბისკვიტი მზადდება ფხვიერი ცომისაგან.
140 გრ.ფქვილი
1 კვერცხი
100 გრ.კარაქი
100 გრ.შაქარი
მომზადების წესები :
ცომი გავაბრტყელოთ ქაღალდზე,ჩანგლით არ ჩავჩხვლიტოთ და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე.
მოვამზადოთ ხაჭოს ბისკვიტი:
2 კვერცხი
35 გრ.ნაღები
30 გრ.შაქრის პუდრა
70 გრ.ყავისფერი შაქარი
140 გრ.ხაჭო
ნაღები და შაქრის პუდრა ერთმანეთში შევურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.
კვერცხის ცილა და გული გავაცალკავოთ.
55 გრ.კვერცხის გულს ვუმატებთ 40 გრ.ყავისფერ შაქარს და ათქვიფავთ,შევურიოთ ხაჭო და ოდნავ გაგრილებული ნაღები.
კვერცხის ცილისა და 30 გრ.ყავისფერი შაქრისაგან მოვამზადოთ ბეზე.
ხაჭოს მასას შევურიოთ ბეზე,დავასხათ საცხობ ქაღალდზე და ვაცხობთ 160 გრადუსზე.
შოკოლადის კრემი ფრანგულად
400 გრ.ნაღები
250 გრ.შოკოლადი
დატეხილ შოკოლადს დავასხათ 200 გრ.ადურებული ნაღები და მოვურიოთ.
კარგად რომ ავურევთ,შემდეგ ვუმატებთ ცივ 200 გრ.ნაღებს.შევდებთ 24 საათი მაცივარში.
კრემი მაცივრიდან გამოვიღოთ და ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ.
1 ფენა:ფხვიერი ცომი დავნამოთ მარწყვის სიროფით,წავუსვათ შოკოლადის განში ,დავალაგოთ სიოფიდან ამოღებული მარწყვები.
2 ფენა:ხაჭოს ბისკვიტს წავუსვათ ჯერ შოკოლადის კრემს ,შემდეგ გადავუსმევ წინასწარ ათქვეფილ ნაღებს.
პირველ ფენაზე მსუბუქად დავდოთ მეორე ფენა,ხელი არ დავაჭიროთ,რომ მარწყვები არ დავაზიანოთ,
მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი,დავაფორმოთ მარწყვებით,გვერდები ჩამოვაჭრათ და დავჭრათ ნაჭრებად და მივიტანოთ სუფრაზე.