შვედეთში დარიჩინის ფუნთუშები ნამდვილი ეროვნული საგანძურია 1999 წლის 4 ოქტომბრიდან ქვეყანა ყოველწლიურად ზეიმობს დარიჩინის ფუნთუშების (Kanelbullensdag) დღეს .
მე გირჩევთ ,არ დაელოდოთ შემოდგომას და ახლავე გამოაცხვეთ და დააგემოვნეთ ეს სურნელოვანი დარიჩინის ფუნთუშები.
ინგრედიენტები ცომისათვის:
500 გრ.ფქვილი
80 გრ.კარაქი
280 მლ.რძე
1 ს.კოვზი საფუარი
1/2 ჩ.კოვზი მარილი
1 ჩ.კოვზი ილი
100 გრ.შაქარი
ინგრედიენტები გულსართისათვის :
150 გრ.კარაქი
150 გრ.შაქარი
1 ს.კოვზი დარიჩინი
მომზადების წესები :
ფქვილს შევურიოთ ილი და მარილი.
ცალკე ჯამში ჩავასხათ რძე,ჩავყაროთ შაქარი და ჩავაგდოთ კარაქი.ჯამი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ვურიოთ და როგორც კი კარაქი გადნება გადმოვდგათ.
სითხე გავაგრილოთ 37 გრადუსამდე,გავხსნათ მასში საფუარი,5-10 წუთი ვაცადოთ გააქტიურება , შემდეგ დავუმატოთ ფქვილი ,მოვზილოთ ცომი
ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ვზილოთ 10 წუთი,შემდეგ გადავაფაროთ ტილო და ვაცადოთ ამოფუება.
ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ კარაქი,დარიჩინი და შაქარი.
გაბრტყელებულ ცომს მთელ ზედაპირზე წავუსვათ გულსართი, დავკეცოთ და ისე,როგორც სურათზეწ არის ნაჩვენები.
დაკეცილი ცომი გავაბრტყელოთ 45 სმ სიგრძეზე და დავჭრათ ერთი სანტიმეტრის სიგანის ბაფთებად.
ცომი ხელით დავახვიოთ ისე, როგორც არის სურათზე ნაჩვენები , 15 წუთი ვაცადოთ ამოსვლა ,ფუნჯით ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული.
შვედური ფუნთუშები გამოვაცხოთ 35 წუთი 180 გრადუსზე.