ინგრედიენტები :
240 გრ.ფქვილი
250 მლ.მინერალური წყალი
50 გრ.ნაღების კარაქი
3 გრ.მარილი
მომზადების წესები :
ფქვილში შევურიოთ მარილი დავასხათ მინერალური წყალი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავაბრტყელოთ (0,5 სმ-ის სისქე),წავუსვათ 50 გრ.ძალიან დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე კარაქი, დავჭრათ ზონრებად, დავალაგოთ ერთმანეთზე,დავახვიოთ რულეტივით და ისევ გავაბრტყელოთ .
ასე გადავახვევთ ,გავაბრტყელებთ კიდევ 5-ჯერ.შევდოთ 2-3 საათი მაცივარში და შემდეგ გამოვიყენოთ.
0