Без названия (46)
5/5

მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი მარწყვის ღვეზელები

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

500 გრ.მარწყვი

100 გრ.შაქარი

50 გრ.სახამებელი

1 კვერცხი

240 გრ.ფქვილი

250 მლ.მინერალური წყალი

50 გრ.ნაღების კარაქი ან მარგარინი

350 მლ ზეთი

3 გრ.მარილი

მომზადების წესები :

4 ს.კოვზი შაქარი დავაყაროთ კუბებად დაჭრილ მარწყვს და გავაჩეროთ 10 წუთი წვენის გამოშვებამდე.

მარწყვს დავუმატოთ 2 ს.კოვზი სიმინდის სახამებელი და კარგად შევურიოთ.გადავიტანოთ ალუმინის ქვაბში,შემოვდგათ ცეცხლზე,შეუჩერებლად ვურიოთ,წამოვადუღოთ და ცოტა ხანი  ვადუღოთ,სანამ სახამებლის გემო გაქრება.ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ფქვილში შევურიოთ მარილი დავასხათ მინერალური წყალი და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ (0,5 სმ-ის სისქე),წავუსვათ ძალიან დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე კარაქი,დავჭრათ ზონრებად,დავალაგოთ ერთმანეთზე,დავახვიოთ რულეტივით და ისევ გავაბრტყელოთ.ასე გავაკეტებთ კიდევ 5-ჯერ.

დავჭრათ  ოთხკუთხებად.სულ უნდა გამოგვივიდეს 6 ნაჭერი.

კვერცხი ავთქვიფოთ და ცომს კიდეებზე წავუსვათ.დავდოთ 2 ს.კოვზი გულსართი კიდეზე,გადმოვკეცოთმეორე ნახევარი,კიდეები შევაწებოთ ჩანგლის კბილანებით,წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.

გავაცხელოთ ზეთი დიდი ზომის ტაფაზე  და შევწვათ 3-3 წუთი ორივე მხრიდან.

გადმოვიღოთ კულინარიულ ქაღალდის ხელსახოცზე დასაწრეტად და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here