ინგრედიენტები ;
1 ჩ.კოვზი საფუარი
160 მლ წყალი 220 გრამი ცომისათვის
120 მლ წყალი ფინიკების დასალბობად
20 გრ.მოსაყრელად
20 გრ.ქატო
1/3 ჩ.კოვზი მარილი
30 გრ.ყავისფერი შაქარი( ცომში)
2/3 ჩა.კოვზი კურკუმა( ცომში)
გულსართი:
10 ცალი მშრალი ფინიკი
ნახ. ბანანი
ზემოდან მოსაყრელად:
10 გრ.ნუში
1/4 ჩ.კოვზი კვლიავი
მომზადების წესები :
თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი,გავაჩეროთ 10-15 წუთი.
გააქტიურებულ საფუარს შევურიოთ ფქვილი,კურკუმა,ქატო,მარილი.
დავუმატოთ ზეითუნის ზეთი,ყავისფერი შაქარი და მოვზილოთ ცომი.
ცომს გადავაფაროთ პლასტიკი და დაველოდოთ სანამ მოცულობაში 2-ჯერ გაიზრდება.
გულსართი:
ფინიკს დავასხათ მდუღარე წყალი ,ვაჩეროთ 10 წუთი,გადავწუროთ, კურკები გამოვაცალოთ, დავაქუცმაცოთ და დავაბლენდეროთ ბანანთან ერთად.მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
ფუნთუშაში გულსართი ჩავდოთ ისე,როგორც ღვეზელ ”ბომბებში”,ზემოდან მოვაყაროთ ნუში და დაველოდოთ კიდევ ამოფუებას.
გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე 15-17 წუთი.