ინგრედიენტები :
1 ჭიქა მინერალური წყალი
400- 450 გრ.ფქვილი
25 გრ.შაქარი
1 ჩ.კოვზი მარილი
1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი
2 ს.კოვზი ზეთი
9 გრ.საფუარი
ზემოდან წასასმელად ;
3 კბილი ნიორი
1/2 მარილი ან გემოვნებით
მწვანილი სურვილისამებრ
50 გრ.გაგრილებული გადადუღებული წყალი
2 ს.კოვზი ზეთი
მომზადების წესები :
უკრაინაში ნივრიან პამპუშკებს მიირთმევენ ბორშთან ერთად.
თბილ მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქარი,ლიმონის წვენი,ზეთი,ფქვილის ნახევარი .
დავიწყოთ ცომის მოზელვა და შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი,მარილი.მოვზილოთ რბილი ცომი,რომელიც მსუბუქად ეწეპება ხელს.
ცომს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად..
გაორმაგებული ცომი დავყოთ გუნდებად,დავალაგოთ ახლოახლოს ღუმელის ტაფაზე (დაფენილია საცხობი ქარალდი),გადავაფაროთ ტილო და კიდევ გავაჩეროთ ამოფუებამდე.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.
ცხელ ფუნთუშებს გადავასხათ ნივრიანი წვენი.
ნივრიანი წვენის მომზადება :
გადადუღებულ წყალში გავცხსნათ გატარებული ნიორი,მარილი,ზეთი და წვრილად დაჭრილი მწვანილი სურვილისამებრ.