ინგრედიენტები:
1 კგ.კარტოფილი
1 ს.კოვზი მარილი (1 ლიტრა მარილწყალის მოსამზადებლად)
1 პატარა კონა კამა
2-3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი
მომზადების წესები :
თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა წყალი,ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი,ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი.მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.
მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.
ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით,მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.
გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა მხრიდან.
ცხელს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
0