ინგრედიენტები 1 პორციისათვის:
1 ფუნთუშა
1 კვერცხი
10 გრ.ლორი
10 გრ.მჟავე კიტრი
20 გრ.კარაქი
რძე
მარილი, შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მწვანილი
მომზადების წესები :
ფუნთუშას მოვაჭრათ თავი ,გამოვუღოთ გული და დავასველოთ რძით.
ფუნთუშის ფორმის ძირზე დავდოთ კარაქი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ლორი და მჟავე კიტრი,ზემოდან დავახალოთ კვერცხი.მოვაყაროთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა.
ფუნთუშა გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 5 წუთი,შემდეგ ღუმელს დავუწიოთ 180 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 10 წუთი.
0