b8afb55e
5/5

ნოყიერი ჰამბურგერი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

მზა ჰამბურგერის პურები

500 გრ.საქონლის ხორცი

200 გრ.ხახვი

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

ჰამბურგერის ასაწყობად ;

6 ჰაბმურგერის პური

6 ნაჭერი  მაგარი ყველის თხელი ფირფიტა

6 სალათის ფურცელი

6 ბიფშტექსი

20 გრ.მდოგვი

100 გრ.პამიდვრის სოუსი

დამარინადებული წითელი ხახვის რგოლები

2 მჟავე კიტრი

 

პამიდვრის  სოუსის რეცეპტი :

4 პომიდორი

2 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი შაქარი

1 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1-2 დაფნის ფოთოლი

3 გრ.მარილი

3 ფოთოლი რეჰანი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

 

გამოვაცხოთ ჰამბურგერის პურები.რეცეპტი იხ.აქ http://livemaster.ge/772/

კანგაცლილი პამიდრი და ნიორი დავაბლენდეროთ, საწურში გავატაროთ.

ნივრიანი პამიდვრის წვენი წამოვადუღოთ დავუმატოთ ზეითუნის ზეთი,დაფნის ფოთოლი,მარილი წიწაკა.ბოლოს შავუმატოთ

წვრილად დაჭრილი რეჰანის ფოთლები.

2.  წითელი ხახვი დავამარინადოთ.ყინულიან წყალში ჩავაწყოთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი,ჩავასხათ 1 ს.კოვზი ძმარი და გავაჩეროთ 10 წუთი.ამოვიღოთ ხახვი მარინადიდან და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

პამიდორი დავჭრათ ალყა-ალყად,კიტრი კი თხელ ნაჭრებად.

 

ჰამბურგერის პურები გავჭრათ შუაზე ,(ორივე ნახევარი შედა მხრიდან  შევაპრუწკუნოთ ზეთში ტაფაზე) და  ერთ ნახევარს(პურის ძირს) წავუსვათ

სოუსი,მეორეს კი მდოგვი. ავაწყოთ შამბურგერი:

პურის პამიდვრიან ნახევარზე   დავდოთ სალათის ფუცელი, ყველი სურვილისამებრ,შემდეგ ბიფშტექსი,ხახვის რგოლები,1 პომიდვრის თხელი ნაჭერი,

მჟავე კიტრის ნაჭერი,სურვილისამებრ ისევ სალათის ფურცელი,დავაფაროთ პურის  მდოგვიანი ნახევარი.

 

ჰამბურგერის მეორე ვერსია 

400 გრ.ხორცის ფარში

1  კიტრი

1 პამიდორი

1 ხახვი

50 გრ.იოგურტი

50 გრ.ყველი ფეტა

2 კვერცხის გული

ზეთი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

გამოვაცხოთ ჰამბურგერის პურები.რეცეპტი იხ.აქ http://livemaster.ge/772/

პამიდორი და კიტრი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

პამიდორს ,კიტრს მოვაყაროთ მარილი და ცოტა ხნით საწურზე გავაჩეროთ,რომ დაიწუროს.

ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად, დავასხათ  1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 ს.კოვზი ძმარი,ჩავყაროთ 1 ჩ.კოვზი შაქარი,ცოტა მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი.

 

ყველის სოუსი:

ორი კვერცხის გული ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ 3 ს.კოვზი ზეთი,შევურიოთ იოგურტი და დაფშვნილი ყველი ფეტა.

 

ხორცი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ მარილი,შავი პილილი და დავამზადოთ 1 სმ-ის სისქის მრგვალი ფორმის კატლეტები.

საქონლის ხორცის კატლეტები შევწვათ ძალიან გახურებულ ტაფაზე 4-4 წუთი ორივე მხრიდან.

 

ჰამბურგერში შეგვიძლია მოვათავსოთ  ბიფშტექსი:

200 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი( მოვაყაროთ მარილი) შევურიოთ500 გრ.დაკეპილ საქონლის ხორცს ( ბეჭი). ხახვი არ უნდა იყოს ნაკლები,რომ ბიფშტექსი გამოვიდეს წვნიანი,თუ  ხახვს მეტს დავუმატებთ ხორცი შეწვისას დაიშლება.ფარში ვზილოთ 10 წუთი.დავამზადოთ 8 სმ დიამეტრის ბიფსტექსები და ერბოში  შევწვათ ორივე მხრიდან ტაფაზე  4-4 წუთი.

შეწვისას მსუბუქად დავაწვეთ  ასაღები კოვზის ბრტყელი ზედაპირით,რომ ფორმა არ შეიცვალოს.

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მარწყვის ტარტი მოხარშული კრემით

ინგრედიენტები : 200 გრ.ფქვილი 100 გრ.მარგარინი 100 გრ.შაქრის პუდრა 4 კვერცხის გული 1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი   მომზადების წესები ; კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ

ქათმის ფილეს,სოკოს,კიტრის და პამიდვრის საზაფხულო სალათა “მარწყვი”

გემრიელი და ამავე დროს უჩვეულო სალათი “მარწყვი” მზადდება უბრალოდ.  ეს კერძი თავისი უჩვეულო ფორმისა და დეკორაციის წყალობით სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა, სტუმრები დააფასებენ თქვენს ძალისხმევას. ინგრედიენტები

თეთრი და შავი ბისკვიტი კარაქით

ინგრედიენტები  თეთრი ბისკვიტისათვის: 6 კვერცხი 135 გრ.ფქვილი 45 გრ.სიმინდის სახამებელი 180 გრ.შაქარი 45 გრ.კარაქი 30 გრ.შაქრიანი ვანილი თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here