ინგრედიენტები :
300 მლ.რძე
10 გრ.საფუარი
30 გრ.შაქარი
3 გრ.მარილი
25 გრ ნაღების კარაქი
500 გრ.ფქვილი
20 გრ.ქუნჯუთის მარცვლები
კარაქი გაზზე ან 70 გრადუსზე ღუმელში გავადნოთ.
თასში მშრალი ინგრედიენტები ჩავყაროთ და ერთმანეთს შევურიოთ.
რძე შევათბოთ 37 გრადუსამდე.
მშრალი ინგრედიენტების ნარევის დავასხათ რძე, დავუმატოთ კარაქი და მოვზილოთ ცომი.
თასს გადავაფაროთ ტილო და დავადვენოთ ცომი 30 წუთი თბილ ადგილას.
ამოფუებული ცომი გადავზილოთ,დავყოთ 80 გრამიან გუნდებად.
ასევე წაიკითხეთ ჰამბურგერის სოუსი,ჰამბურგერის აწყობა
თითოეულ გუნდას ფუნჯით წავუსვათ წყალი,მოვაყაროთ ზემოდან ქუნჯუთის მარცვლები და მოვათავსოთ ღუმელის ტაფაზე (დაფენილი გვაქვს ქაღალდი) და ბურთულებს ხელის გული მსუბუქად დავაჭიროთ.
წყალი და რძე შევურიოთ თანაბარი რაოდენობით ,მოვასხუროთ ჰამბურგერის ფუნთუშები,დავალაგოთ ქარალდდაფენილ ღუმელის ტაფაზე და გავაჩეროთ 15 წუთი.პურები კიდევ ამოვა და გამოვაცოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში,სანამ თავი არ მოებრაწება.
გემრიელი ჰამბურგერის პურები მზად არის!